„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
010260000.35.140.016359
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №53

2018 წლის 2 ივლისი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2017წ., 010260000.35.140.016284) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

3. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილების და სხვა მოსამსახურეებისგან. კერძოდ:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომელიც წარმართავს სამსახურის საქმიანობას. მისი უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობით;

 ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ელექტრონული ტენდერების განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) რომლის საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. მისი უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობებით.

4. განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და სხვა მოსამსახურეებისაგან, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობებით.

5. სამსახურის უფროსი, მისთვის დელეგირებული, ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის ბრძანებით ასრულებს განყოფილების უფროსი ან ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

7. საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით და სამუშაოთა აღწერილობებით.

8. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება მერიის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 5. სამსახურის განყოფილების ფუნქციები

1. მეორად სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას უძღვება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი.

2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია მერის და სამსახურის უფროსის წინაშე.

3. განყოფილების უფროსს და სხვა მოსამსახურეებს (სპეციალისტებს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი.

4. განყოფილება უზრუნველყოფს დებულების მე-3 მუხლში მითითებული ფუნქციების შესრულებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 10 სექტემბრიდან.

 

 


ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე