ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.06.2018
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016262
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2018
matsne.gov.ge 449 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.08.2018 დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 27.03.2015 თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 21.12.2018 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 28.02.2018 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 27.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2018 წლის 29 ივნისი დაბა სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის ,24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 99-ე მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი დანართი №1 -ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე დანართი №1 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი მუხლი 1🔗.ზოგადი დებულება 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი მიზნად ისახავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას. 2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ და არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – მერი. 3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გათანაბრებითი ტრანსფერისა) ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის გაზრდა. 4. წესი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი" და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნობრიობას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2🔗. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნობრიობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ისეთი ხარჯების დასაფინანსებლად, როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის გადაუდებელი ხარჯების დაფინანსება, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას, ამ კანონით დაუცველ სხვა სიკეთეს: წყალდიდობის, მეწყრის, ხანძრის, ქარიშხლის, გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი ან/და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ. მძიმე ან/და გადაუდებელი შემთხვევების (მათ შორის სარიტუალო ხარჯების) დაფინანსება, აგრეთვე სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის და კანონით არ იკრძალება. მუხლი 3🔗. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა 1. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ,სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს: ა) დასაფინანსებელი პროგრამებით (ქვეპროგრამებით), ღონისძიებებით დასახული მიზანი და მოსალოდნელი შედეგი; ბ) პროგრამისათვის (ქვეპროგრამისათვის) გამოყოფილი თანხის ოდენობა. გ) კონკრეტული მითითება თანხის გადანაწილების თაობაზე, თუ ფინანსდება პროგრამის (ქვეპროგრამის ), ღონისძიების ორი ან/და მეტი მიმართულება; დ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით. 2. თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივ აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭირო დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. 3. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო მოხელეები ან/და დამოუკიდებელი ექსპერტი. 4. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ საკრებულოს წარედგინება ბიუჯეტი მათ შორის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი .