სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1076/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1076/ო

 

2018 წლის 18 ივნისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენიზების გაცემის შესახებ

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის  (მუხლი 6;  მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1 ) შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გაიცეს ა(ა)იპ „ძალადობის, წამებისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქიკური რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი ემპათიაზე ” (მისამართი: ქ. თბილისი, კანდელაკის ქუჩა №23) ა) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია, ბ) სასამართლო – ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია .

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი , მე-12 კილომეტრი , № 6) .

3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

 

საფუძველი: ა(ა)იპ  „ძალადობის,  წამებისა  და  გამოხატული  სტრესული  ზემოქმედების  მსხვერპლთა  ფსიქიკური რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ ემპათიის ” ხელმძღვანელის მ. ჯიშკარიანის განცხადება: № 44294  08.05.2018 წ.

ადგილზე შემოწმების აქტი №943-119,  15.06.2018 წ., ზეპირი მოსმენის ოქმი №5 18.06.2018 წ.

 


სააგენტოს უფროსი                                                                             გია თვალავაძე