სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1076/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1076/ო

 

2018 წლის 18 ივნისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენიზების გაცემის შესახებ

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის  (მუხლი 6;  მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1 ) შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გაიცეს ა(ა)იპ „ძალადობის, წამებისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქიკური რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი ემპათიაზე ” (მისამართი: ქ. თბილისი, კანდელაკის ქუჩა №23) ა) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია, ბ) სასამართლო – ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია .

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი , მე-12 კილომეტრი , № 6) .

3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

 

საფუძველი: ა(ა)იპ  „ძალადობის,  წამებისა  და  გამოხატული  სტრესული  ზემოქმედების  მსხვერპლთა  ფსიქიკური რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ ემპათიის ” ხელმძღვანელის მ. ჯიშკარიანის განცხადება: № 44294  08.05.2018 წ.

ადგილზე შემოწმების აქტი №943-119,  15.06.2018 წ., ზეპირი მოსმენის ოქმი №5 18.06.2018 წ.

 


სააგენტოს უფროსი                                                                             გია თვალავაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.06.2018.
როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“?
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ მიღებულია 18.06.2018. მიმღები ორგანო — სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №02-1076/ო.
სად არის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“, №02-1076/ო, 18.06.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4243494/