სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1123/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება № 02-1123/ო    

2018 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო  საქმიანობის  ლიცენზიის  გაცემის  შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და “სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „რეალექსპერტი“-ზე (მისამართი: ქ. თბილისი, ერისთავის ქ. №3, სართული 3, ბ.4) „სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „რეალექსპერტის“ დირექტორის მ. ნიკოლეიშვილის განცხადებები: №46714 15.05.2018წ. №50267 24.05.2018წ.

ადგილზე შემოწმების აქტი ლ/ლნ№968-123 22.06.2018 წ. ზეპირი მოსმენის ოქმი №6 25.06.2018 წ.

სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე