სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1100/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება № 02-1100/ო

2018 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 9, მე-16 პუნქტი) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიეცეს შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ (მის.: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. №4) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების  უფლება.

2.  ბრძანების  პირველ  პუნქტში  აღნიშნული ინფორმაცია   შეტანილ  იქნეს  სამედიცინო  დაწესებულებათა  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის მოადგილის კ. გრძელიძის  განცხადებები: №48991, 21.05.2018 წ; №55531, 08.06.2018 წ.

 

ადგილზე შემოწმების აქტი № ლ/ლნ-950-120, 18.06.2018 წ.

 

 

სააგენტოს უფროსი                                                                                                გია თვალავაძე