„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების“ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№218
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 15/07/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების“ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების“ დებულებაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ.101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იმ მოქალაქეთა დასაჯილდოებლად, რომელთაც გმირობა, მამაცობა გამოიჩინეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში, განსაკუთრებული პირადი წვლილი შეიტანეს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, დაწესებულია საქართველოს შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები:

ა) ეროვნული გმირის ორდენი;

ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი;

გ) დავით აღმაშენებლის ორდენი;

დ) ოქროს საწმისის ორდენი;

ე) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I, II, III ხარისხისა;

ვ) ღირსების ორდენი;

ზ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;

თ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;

ი) ღირსების მედალი.“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11და 12პუნქტები:

„11.საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი.

12. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ენიჭება პირს საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე     ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№218-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების“ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.06.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების“ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების“ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 24.06.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №218. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების“ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების“ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №218, 24.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/42436/