მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 05.07.2018
ძალაში შესვლა 01.09.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №142/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016318
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2018
matsne.gov.ge 1,557 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.07.2018 მიღება
01.09.2018 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (16)
მიკროკრედიტი/მიკროსესხი
(შემდგომში სესხი) არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა
მუხლი 2
ვადაგადაცილებული სესხი
სესხი, რომლის ძირითადი თანხის (მისი ნაწილის) ან პროცენტის განვადებით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ მომხდარა შეთანხმებული თარიღისათვის, რომელიც მოცემულია სესხთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციაში
მუხლი 2
ლიკვიდური უზრუნველყოფა
ფულადი სახსრები, ოქროს სტანდარტიზებული ზოდები, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდები
მუხლი 2
საბლანკო სესხი
სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს უზრუნველყოფა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან/და ღირებულების მიუხედავად იგი არ არის აღსრულებადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი რეგისტრაციით ან სხვა მიზეზით. აგრეთვე სესხი, რომელიც გაცემულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საკუთარი აქციების, ან/და შვილობილი საწარმოს წილის/აქციების უზრუნველყოფით
მუხლი 2
რესტრუქტურიზებული სესხი
სესხი, რომლის ძირითადი თანხის ან პროცენტის დაფარვის პირობები შეცვლილია მსესხებლის ფინანსური სირთულეების გამო
მუხლი 2
რეფინანსირებული სესხი
სესხი, რომლის ძირითადი თანხის ან პროცენტის დაფარვის პირობების ცვლილება არ არის განპირობებული მსესხებლის ფინანსური სირთულეების გამო
მუხლი 2
ნეგატიურად კლასიფიცირებული აქტივი
საყურადღებო, არასტანდარტული, საეჭვო და უიმედო კატეგორიად კლასიფიცირებული აქტივი
მუხლი 2
უმოქმედოდ კლასიფიცირებული აქტივი
არასტანდარტულად, საეჭვოდ და უიმედოდ კლასიფიცირებული აქტივი
მუხლი 2
სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (LTV კოეფიციენტი)
სესხ(ებ)ის თანაფარდობა მისი უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულებასთან
მუხლი 2
საბაზრო ღირებულება
გამოთვლითი თანხა, რომელშიც შესაძლოა, შეფასების მომენტისათვის აღნიშნული უძრავი ქონება გაიცვალოს/გასხვისდეს გარიგების მხარეთა შორის იმ პირობით, რომ გარიგება გაშლილი მკლავის პრინციპის დაცვით დაიდებოდა და მისი მხარეები იმოქმედებდნენ გააზრებულად, წინდახედულად და ძალდაუტანებლად
მუხლი 2
აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივებისათვის შექმნილი რეზერვის ანგარიში, რომელიც წარმოადგენს სასესხო და არასასესხო აქტივების შესაძლო დანაკარგების დასაფარავად გათვალისწინებულ თანხას. ეს რეზერვი მოიცავს როგორც სპეციალურ, ისე საერთო რეზერვებს
მუხლი 2
სპეციალური რეზერვი
იდენტიფიცირებული რისკიდან გამომდინარე კონკრეტულ აქტივზე შექმნილი შესაძლო დანაკარგების რეზერვი
მუხლი 2
საერთო რეზერვი
ერთგვაროვანი ან საერთო რისკის მატარებელი აქტივების ჯგუფისთვის შექმნილი შესაძლო დანაკარგების რეზერვი
მუხლი 2
მსესხებელთა ჯგუფი
ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც მსესხებლები მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის წარმოადგენენ ერთ რისკს, აქვთ საერთო მიზნობრიობა ან/და უზრუნველყოფა ან/და ერთ-ერთი მათგანი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ახორციელებს კონტროლს მეორეზე ან დანარჩენებზე ან/და ისეთი ფინანსური კავშირი, როდესაც ერთი მათგანის ფინანსური პრობლემები გამოიწვევს მეორე ან ყველა დანარჩენი მსესხებლის ფინანსურ სირთულეებს
მუხლი 2
მყარად უზრუნველყოფილი სესხი
სესხი, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით და მისი LTV კოეფიციენტი ტოლია ან ნაკლებია 75%-ზე ან/და სესხი, რომელიც უზრუნველყოფილია ოქროთი, ძვირფასეულობით და ლიკვიდური უზრუნველყოფით და მისი LTV კოეფიციენტი ტოლია ან ნაკლებია 90%-ზე ან/და სესხი, რომელიც უზრუნველყოფილია მოძრავი ქონებით და მისი LTV კოეფიციენტი ტოლია ან ნაკლებია 40%-ზე
მუხლი 2
არამყარად უზრუნველყოფილი სესხი
სესხი, რომელიც არ არის მყარად უზრუნველყოფილი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (9)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა მყარად უზრუნველყოფილი
0-30 0%
30–60 10%
60–90 10%
90–120 30%
120-150 30%
150-180 50%
180-ზე მეტი 100%
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიკრობანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 21.06.2023 მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 05.07.2018 მიკრობანკებისთვის წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 26.06.2023 მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 21.06.2023 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 14.02.2024

დოკუმენტის ტექსტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №142/04 2018 წლის 5 ივლისი ქ. თბილისი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ამ წესის მიზანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ თავისი აქტივების კლასიფიკაციისა და რეზერვთან დაკავშირებული ვალდებულებებისათვის უზრუნველყოს შიდა პროცედურებისა და საანგარიშგებო მოთხოვნების ჩამოყალიბება და შესრულება. აღნიშნული ხელს შეუწყობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეალური ფინანსური მდგომარეობის დადგენას და მის გაცნობას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორების, მენეჯმენტის, აქციონერების, პოტენციური ინვესტორების, საქართველოს ეროვნული ბანკისა (შემდგომში – ეროვნული ბანკი) და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზუსტი, სრული და მიმდინარე ინფორმაცია, მათ შორის აქტივების ხარისხის შესახებ ასახული უნდა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფინანსურ ანგარიშგებაში, რაც ასევე ყოველკვარტალურად უნდა წარედგინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს განსახილველად. 3. საზედამხედველო მიზნებიდან გამომდინარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს აქტივების კლასიფიკაცია რისკის გათვალისწინებით და შექმნას ადეკვატური რეზერვი შესაძლო დანაკარგების დასაფარავად, საკრედიტო რისკის მართვის მიზნით, ჩამოაყალიბოს და იქონიოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული წერილობითი პოლიტიკა და პროცედურები, ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინოს ინფორმაცია, ამ წესით გათვალისწინებული აქტივების კლასიფიკაციისა და შექმნილი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების ფორმატით. 4. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მიკროკრედიტი/მიკროსესხი – (შემდგომში სესხი) არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა; ბ) ვადაგადაცილებული სესხი – სესხი, რომლის ძირითადი თანხის (მისი ნაწილის) ან პროცენტის განვადებით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ მომხდარა შეთანხმებული თარიღისათვის, რომელიც მოცემულია სესხთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციაში; გ) ლიკვიდური უზრუნველყოფაფულადი სახსრები, ოქროს სტანდარტიზებული ზოდები, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდები; დ) საბლანკო სესხი – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს უზრუნველყოფა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან/და ღირებულების მიუხედავად იგი არ არის აღსრულებადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი რეგისტრაციით ან სხვა მიზეზით. აგრეთვე სესხი, რომელიც გაცემულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საკუთარი აქციების, ან/და შვილობილი საწარმოს წილის/აქციების უზრუნველყოფით; ე) რესტრუქტურიზებული სესხი – სესხი, რომლის ძირითადი თანხის ან პროცენტის დაფარვის პირობები შეცვლილია მსესხებლის ფინანსური სირთულეების გამო; ვ) რეფინანსირებული სესხი – სესხი, რომლის ძირითადი თანხის ან პროცენტის დაფარვის პირობების ცვლილება არ არის განპირობებული მსესხებლის ფინანსური სირთულეების გამო; ზ) ნეგატიურად კლასიფიცირებული აქტივი – საყურადღებო, არასტანდარტული, საეჭვო და უიმედო კატეგორიად კლასიფიცირებული აქტივი; თ) უმოქმედოდ კლასიფიცირებული აქტივი – არასტანდარტულად, საეჭვოდ და უიმედოდ კლასიფიცირებული აქტივი; ი) სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (LTV კოეფიციენტი) – სესხ(ებ)ის თანაფარდობა მისი უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულებასთან; კ) საბაზრო ღირებულება – გამოთვლითი თანხა, რომელშიც შესაძლოა, შეფასების მომენტისათვის აღნიშნული უძრავი ქონება გაიცვალოს/გასხვისდეს გარიგების მხარეთა შორის იმ პირობით, რომ გარიგება გაშლილი მკლავის პრინციპის დაცვით დაიდებოდა და მისი მხარეები იმოქმედებდნენ გააზრებულად, წინდახედულად და ძალდაუტანებლად; ლ) აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივებისათვის შექმნილი რეზერვის ანგარიში, რომელიც წარმოადგენს სასესხო და არასასესხო აქტივების შესაძლო დანაკარგების დასაფარავად გათვალისწინებულ თანხას. ეს რეზერვი მოიცავს როგორც სპეციალურ, ისე საერთო რეზერვებს; მ) სპეციალური რეზერვი – იდენტიფიცირებული რისკიდან გამომდინარე კონკრეტულ აქტივზე შექმნილი შესაძლო დანაკარგების რეზერვი; ნ) საერთო რეზერვი – ერთგვაროვანი ან საერთო რისკის მატარებელი აქტივების ჯგუფისთვის შექმნილი შესაძლო დანაკარგების რეზერვი; ო) მსესხებელთა ჯგუფი – ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც მსესხებლები მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის წარმოადგენენ ერთ რისკს, აქვთ საერთო მიზნობრიობა ან/და უზრუნველყოფა ან/და ერთ-ერთი მათგანი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ახორციელებს კონტროლს მეორეზე ან დანარჩენებზე ან/და ისეთი ფინანსური კავშირი, როდესაც ერთი მათგანის ფინანსური პრობლემები გამოიწვევს მეორე ან ყველა დანარჩენი მსესხებლის ფინანსურ სირთულეებს; პ) მყარად უზრუნველყოფილი სესხი – სესხი, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით და მისი LTV კოეფიციენტი ტოლია ან ნაკლებია 75%-ზე ან/და სესხი, რომელიც უზრუნველყოფილია ოქროთი, ძვირფასეულობით და ლიკვიდური უზრუნველყოფით და მისი LTV კოეფიციენტი ტოლია ან ნაკლებია 90%-ზე ან/და სესხი, რომელიც უზრუნველყოფილია მოძრავი ქონებით და მისი LTV კოეფიციენტი ტოლია ან ნაკლებია 40%-ზე; ჟ) არამყარად უზრუნველყოფილი სესხი – სესხი, რომელიც არ არის მყარად უზრუნველყოფილი. მუხლი 3🔗. აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესი 1. ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია ამ წესის შესაბამისად შექმნას აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი (დანართი N1). 2. კატეგორიების მიხედვით აქტივების კლასიფიკაცია უნდა ეფუძნებოდეს თითოეულ კატეგორიასთან დაკავშირებულ სტანდარტებსა და კომპონენტებს. 3. აქტივების კლასიფიკაცია უნდა განისაზღვროს მას შემდეგ, რაც მხედველობაში იქნება მიღებული ყველა გარემოება და შესაძლებლობა, რომლებიც ზედმიწევნითი ანალიზის შედეგადაა დადგენილი და ზეგავლენას ახდენს აქტივების ხარისხზე. 4. მსესხებლის და მსესხებელთა ჯგუფის ყველა მიმდინარე მოთხოვნას უნდა მიენიჭოს ერთი კატეგორია. გამონაკლისი შემთხვევები უნდა იყოს არგუმენტირებული და სრულყოფილად დოკუმენტირებული. 5. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია ყოველთვიურად განახორციელოს ადეკვატური რეზერვების შექმნა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 6. აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი იქმნება ეროვნულ ვალუტაში ნებისმიერი ვალუტით ფორმირებული აქტივების დასაფარავად. დარეზერვებაზე გაწეული ყველა ახალი რეზერვი უნდა გატარდეს ხარჯებში და აისახოს მიმდინარე წლის მოგება-ზარალის უწყისში. 7. უიმედოდ კლასიფიცირებული აქტივი ჩამოწერილი უნდა იქნეს ბალანსიდან, შესაძლო დანაკარგების რეზერვის დადებეტებით და შესაბამისი აქტივის ანგარიშის დაკრედიტებით. 8. კონკრეტულ შემთხვევებში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მთლიანი პორტფელის ან მისი ნაწილის რისკების გათვალისწინებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მოსთხოვოს საერთო რეზერვის შექმნა. 9. ბიზნეს მოდელიდან გამომდინარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია დარეზერვება აწარმოოს განსხვავებული მეთოდოლოგიით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დარეზერვების პოლიტიკა წინამდებარე წესის მოთხოვნებზე კონსერვატული იქნება. 10. ეროვნული ბანკის მიერ ნებისმიერი აქტივის კლასიფიკაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შორის განსხვავებები, შეიძლება მათი განხილვის საგნად იქცეს, მაგრამ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საბოლოოა. ეროვნულმა ბანკმა შეიძლება მოითხოვოს ნებისმიერი აქტივის კლასიფიკაციის ცვლილება და მასთან ერთად შესაძლო დანაკარგების რეზერვის დამატებით შექმნა, თუ ეს გამართლებულია ისეთი ფაქტებითა და გარემოებებით, როგორიცაა: ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პორტფელის საერთო მდგომარეობის გაუარესება; ბ) ცვლილება სესხის გაცემის პროცედურებში ან რისკის მართვის ადეკვატური პოლიტიკის უქონლობა; გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მენეჯმენტის უმოქმედობა (არასაკმარისი მოქმედება) იმისათვის, რომ ამოიღოს პრობლემური სესხები; დ) მოვალის ან თვით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვა ნეგატიური გარემოებები, რომლებიც გამოვლინდა ეროვნული ბანკის შემოწმებების შედეგად. 11. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია თითოეულ მსესხებელზე აწარმოოს საკრედიტო საქმე, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკის შემმოწმებლებისათვის და უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ დოკუმენტებს/ინფორმაციას: ა) განცხადება სესხის მიღების თაობაზე; ბ) გირავნობის (იპოთეკის) შესახებ იურიდიული დოკუმენტაცია; გ) საკრედიტო ხელშეკრულება, სესხის გაცემის თაობაზე დასკვნა და გადაწყვეტილება; დ) ინფორმაცია სესხის მონიტორინგის თაობაზე. 12. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია აწაარმოოს რესტრუქტურიზირებული და რეფინანსირებული სესხების შესახებ დეტალური რეესტრი. მუხლი 4🔗. აქტივების კლასიფიკაციის კატეგორიები 1. აქტივების კლასიფიკაცია წარმოებს ხუთი კატეგორიის მიხედვით: ა) სტანდარტული – 0% რეზერვის განაკვეთი; ბ) საყურადღებო – 10% რეზერვის განაკვეთი; გ) არასტანდარტული – 30% რეზერვის განაკვეთი; დ) საეჭვო – 50% რეზერვის განაკვეთი; ე) უიმედო –100% რეზერვის განაკვეთი. 2. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი მყარად უზრუნველყოფილად ჩაითვლება, თუ სესხის მოცულობის თანაფარდობა (LTV) უზრუნველყოფის საგნის საბაზრო ღირებულებასთან ნაკლებია ან ტოლია 75%-ზე. 3. ოქროთი და ლიკვიდური უზრუნველყოფით უზრუნველყოფილი სესხი მყარად უზრუნველყოფილად  ჩაითვლება, თუ სესხის მოცულობის თანაფარდობა (LTV) უზრუნველყოფის საგნის ღირებულებასთან ნაკლებია ან ტოლია 90%-ზე. 4. სხვა მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი მყარად უზრუნველყოფილად  ჩაითვლება, თუ სესხის მოცულობის თანაფარდობა (LTV) უზრუნველყოფის საგნის ღირებულებასთან ნაკლებია ან ტოლია 40%-ზე. 5. ბალანსზე რიცხული 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების მქონე ნებისმიერი ტიპის პროცენტი, ჯარიმა, საურავი თუ სხვა მსგავსი მოთხოვნა უნდა ჩამოიწეროს ბალანსიდან და გადატანილ იქნას გარესაბალანსო უწყისის შესაბამის ანგარიშზე. 6. უმოქმედოდ კლასიფიცირებულ აქტივზე უნდა შეწყდეს პროცენტის, ჯარიმის და საურავის დარიცხვა ბალანსზე და გაგრძელდეს მათი დარიცხვა გარესაბალანსო უწყისის შესაბამის ანგარიშზე. 7. რესტრუქტურიზებული სესხი, როგორც წესი, კლასიფიცირდება ნეგატიურად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სესხი სრულად უზრუნვეყოფილია ლიკვიდური აქტივით. 8.  ნებისმიერ მოთხოვნაზე კლასიფიკაციის გაუმჯობესების გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ ფაქტორებს, რომელიც სრულყოფილად უნდა იქნეს დოკუმენტირებული და ხელმისაწვდომი ეროვნული ბანკის შემმოწმებლებისათვის. 9. შესაძლებელია ნეგატიურად კლასიფიცირებული სესხების რეკლასიფიკაცია ნაკლებად ნეგატიურ/სტანდარტულ კატეგორიაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხი სრულად და უპირობოდ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის პირობებს და ამ პირობების დაკმაყოფილებასთან ერთად განხორციელებულია ბოლო 6 თანმიმდევრული, დემონსტრაციული გადახდა. სეზონური შემოსავლების არსებობის შემთხვევაში რეკლასიფიკაცია ნაკლებად ნეგატიურ/სტანდარტულ კატეგორიაში დასაშვებია ერთი ახალი ციკლის/სეზონის მონაცემების გათვალისწინებით. ამასთან, ახალი ციკლის/სეზონის შედეგად სახეზე უნდა იყოს ვალდებულებების რეალური დაფარვები. 10. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტული სესხების იდენტიფიცირება, რომელთა ნეგატიური კლასიფიკაციიდან სტანდარტულად რეკლასიფიკაციის თარიღიდან გასულია არაუმეტეს ერთი წლისა. მუხლი 5🔗. არასასესხო აქტივების კლასიფიკაცია და დარეზერვება, მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა და გამოყენება 1. დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უნდა აღირიცხოს მისი დასაკუთრების თარიღისათვის აღრიცხული აქტივის ღირებულებით, ან მისი საბაზრო ფასით, თუ ეს უკანასკნელი ნაკლებია აღრიცხული აქტივის ღირებულებაზე. 2. უძრავ/მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება უნდა განსაზღვროს შემფასებელმა, რომელსაც აქვს შეფასებისათვის საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მოსთხოვოს ქონების ხელახალი შეფასება/გადაფასება. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უძრავი და მოძრავი ქონების დასაკუთრებისთანავე უნდა მოახდინოს ამ ქონების კლასიფიკაცია როგორც არასტანდარტული, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საბალანსო ღირებულება აღემატება დასაკუთრებული ქონების საბაზრო ღირებულებას, სხვაობა უნდა დაკლასიფიცირდეს როგორც უიმედო. 4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უძრავი ქონების დასაკუთრებიდან ორი წლის განმავლობაში უნდა გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. დასაკუთრებული უძრავი ქონების ბალანსზე აღრიცხვიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მოახდინოს მისი კლასიფიკაცია როგორც საეჭვო და შექმნას შესაბამისი რეზერვი, ხოლო ორი წლის გასვლის შემდეგ უნდა ჩამოწეროს ბალანსიდან, რის შემდეგაც მათი აღრიცხვა იწარმოებს შესაბამის გარესაბალანსო ანგარიშებზე. 5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მოძრავი ქონების დასაკუთრებიდან 180 დღის განმავლობაში უნდა გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება. დასაკუთრებული მოძრავი ქონების ბალანსზე აღრიცხვიდან 90 დღის შემდეგ მოახდინოს მისი კლასიფიკაცია როგორც საეჭვო და შექმნას შესაბამისი რეზერვი, ხოლო 180 დღის გასვლის შემდეგ უნდა ჩამოწეროს ბალანსიდან. 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა გაასხვისოს მისი კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც აღარ გამოიყენება მისი ძირითადი საქმიანობისთვის, მათი ამ დანიშნულებით არგამოყენების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა მოახდინოს მისი კლასიფიკაცია როგორც საეჭვო და შექმნას შესაბამისი რეზერვი, ხოლო ორი წლის შემდეგ აღიაროს უიმედოდ და ჩამოწეროს ბალანსიდან, რის შემდეგაც მათი აღრიცხვა იწარმოებს შესაბამის გარესაბალანსო ანგარიშებზე. დანართი №1 ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა მყარად უზრუნველყოფილი არამყარად უზრუნველყოფილი საბლანკო 0-30 0% 0% 0% 30–60 10% 10% 30% 60–90 10% 30% 50% 90–120 30% 30% 50% 120-150 30% 50% 100% 150-180 50% 50% 100% 180-ზე მეტი 100% 100% 100%