საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.037.016127
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №31/ნ

2018 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 104-ე მუხლის პირველი პუნქტის, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანოს (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის და დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის ლიკვიდაციის მიზნით:

ა) ლიკვიდატორად განისაზღვროს დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე;

ბ) ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გაეგზავნოს დეპარტამენტს ტერიტორიული ორგანოების თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობოს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს.

2. ლიკვიდატორმა უზრუნველყოს:

ა) ტერიტორიული ორგანოების ბალანსზე რიცხული ქონებისა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;

ბ) ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დეპარტამენტისთვის გადაცემა;

გ) ტერიტორიულ ორგანოებში დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავება-სისტემატიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დაარქივება/განადგურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება.

3. ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს ტერიტორიული ორგანოების უფლებამონაცვლეს – დეპარტამენტს.

4. დეპარტამენტმა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით.

5. დეპრტამენტის დებულებაში სათანადო ცვლილების ძალაში შესვლისთანავე საქმიანობა შეწყვიტონ ტერიტორიულმა ორგანოებმა.

6. ლიკვიდატორმა უზრუნველყოს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ღონისძიებების გატარება, ხოლო სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულება ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში.

7. ლიკვიდირებული ტერიტორიული ორგანოების უფლებამონაცვლედ განისაზღვროს დეპარტამენტი.

8. დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 5 ივლისიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიმაია ცქიტიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“?
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 05.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №31/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.037.016127.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“, №31/ნ, 05.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.016127 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4246967/