„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3036-რს
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.019004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართალსუბიექტები ვალდებული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომ – სააგენტო) რეგისტრაციაში გაატარონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ნიმუშები (პროექტები) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები).“;

ბ) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​2. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი იბეჭდება და ივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე და მას სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3036-რს