⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.09.2020)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.07.2018
ძალის დაკარგვა 08.09.2020
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №65
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016453
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 689 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.07.2018 მიღება
08.09.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №65 2018 წლის 6 ივლისი ქ.ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდწქსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის  „ა.დ“ ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს  საპატიო ზუგდიდელის, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის და დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი“. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 თებერვლის №14 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ჭეჟია დანართი  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს  წესი  განსაზღვრავს  საპატიო ზუგდიდელის, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის და დამსახურებული მოღვაწის მინიჭების  სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის წესს. 2. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის  მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა. 3. საპატიო ზუგდიდელის წოდება შეიძლება მიენიჭოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა  საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს: ა)  განსაკუთრებული დამსახურება ზუგდიდის ან/და საქართველოს წინაშე; ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზუგდიდის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; გ)  მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი  ზუგდიდთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში. 4. ზუგდიდის საპატიო მოქალაქის  წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ზუგდიდში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა  საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს: ა)  განსაკუთრებული დამსახურება  ზუგდიდის ან/და საქართველოს წინაშე; ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზუგდიდის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; გ)  მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი  ზუგდიდთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში. 5. დამსახურებული მოღვაწის წოდება (მაგ.: დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული არქიტექტორი და სხვა) შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო. 6. საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ. მუხლი 2🔗. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს; ბ) მუნიციპალიტეტის მერს; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს; დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით. 2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს: ა) „საპატიო წოდების“ მისანიჭებლად  კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით; ბ) ბიოგრაფიული მონაცემები; გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები. მუხლი 3🔗. საპატიო  წოდების მინიჭება  1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას. 2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი საპატიო  წოდების მინიჭების სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები. კომისიას თავმჯდომარეობს ზუგდიდის მუნიციალიტეტის მერი.  კომისია საპატიო წოდების  მინიჭების თაობაზე ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომლის საფუძველზეც ზუგდიდის მუნიციალიტეტის მერი საპატიო წოდების   მინიჭების თაობაზე გამოსცემს ბრძანებას. 3. საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია. მუხლი 4🔗. საპატიო  წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი 1. საპატიო წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის  დამზადებას მერის შესაბამისი ბრძანების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური. 2. საპატიო წოდების დამადასტურებელ სიგელზე ზუგდიდის თვითმმართველობის სახელით ხელს აწერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ბეჭდით. 3.  საპატიო წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო წოდების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებია ზუდიდის მუნიციპალიტეტის მერი და ზუდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 4. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით. 5. საპატიო  წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – „საპატიო წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე. 6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს  ეს წოდება). მუხლი 5🔗. საპატიო მოქალაქის წოდების  ჩამორთმევის საფუძვლები 1. პირს შეიძლება ჩამოერთვას საპატიო წოდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:  ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ ჩადენილი დანაშაული; ბ) საქართველოს სახელმწიფო ან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები; გ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს. 2. საპატიო წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, კომისიის დასკვნის  საფუძველზე.