„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№120
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.017026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №120

2018 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, 100020020.22.038.016523) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების :

1. მე-7 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამანათების მიღება-გაგზავნის ორგანიზება და კონტროლი;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. ამანათის მიღება-შემოწმება

1. დაწესებულებაში ამანათების მიღება და გაგზავნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ამანათის გამგზავნი პირი დაწესებულების საზოგადოებრივ მისაღებში იღებს რიგის ნომერს;

ბ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) №8 განყოფილების (შემდგომში – განყოფილება) შესაბამისი მოსამსახურე (შემდგომში – ჯგუფის წევრი) ახდენს ამანათის მომტანი პირის გამოძახებას რიგითობის მიხედვით და ახორციელებს ამანათის გამგზავნი და ამანათის მიმღები პირის იდენტიფიცირებას;

გ) ჯგუფის წევრი ამოწმებს დოკუმენტაციაში მითითებული ნივთების შესაბამისობას დაწესებულების დებულებით განსაზღვრული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა  და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალთან,  რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს;

დ) ამანათი მოწმდება რენტგენული დანადგარის მეშვეობით. რენტგენული დანადგარით შემოწმებისას ამანათში აკრძალული/არანებადართული  ნივთის არსებობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ამანათი მოწმდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით;

ე) თუ დაწესებულებაში  არაა რენტგენული  დანადგარი,  რენტგენში გამოჩნდა  საეჭვო ნივთი ან/და არსებობს ეჭვი  ამანათში  აკრძალული/არანებადართული   ნივთის  არსებობის   თაობაზე, ამანათი  იხსნება და მოწმდება ამანათის  გამგზავნი  პირის  (მისი არსებობის  შემთხვევაში)  სავალდებულო  დასწრებით.  ნივთები  და საკვები პროდუქტები მოწმდება გულდასმით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება.  ფეხსაცმელი ექვემდებარება   გულდასმით დათვალიერებას  შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერებები, მოთავსებული უნდა  იყოს პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში.  პირის მიერ დაწესებულებაში  მედიკამენტის გაგზავნის   შემთხვევაში, მედიკამენტი   უნდა იყოს სააფთიაქო წესით შეფუთული  და თან უნდა ახლდეს ექიმის დანიშნულება, რის შემდგომაც  მედიკამენტის დაწესებულებაში დაშვების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი, დაწესებულების მთავარ ექიმთან წერილობით შეთანხმებით.

3. დაუშვებელია დაწესებულებაში ამანათის  გამგზავნი პირის ალკოჰოლურ ან/და ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების (გარდა ექიმის დანიშნულებისა) ზემოქმედების  ქვეშ გამოცხადება.

4. ჯგუფის წევრი უფლებამოსილია, ამანათების გამგზავნი პირის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული  ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს  ამ პირს სპეციალური  შემოწმების გავლა. თუ იგი უარს განაცხადებს შემოწმებაზე, ჯგუფის წევრი ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში არ დაიშვება ამანათის გასაგზავნად.

5. ამანათების შემოწმების პროცედურა ხორციელდება სანიტარიულ-ჰიგიენური დამცავი საშუალების, კერძოდ, ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანებისა და თავსაბურავების გამოყენებით. ყოველი მორიგი ამანათის შემოწმების შემდგომ ჯგუფის წევრი ვალდებულია შეიცვალოს ხელთათმანები.

6. ამანათში არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი შესაბამისი მიზეზის მითითებით უბრუნდება მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე), გადაეცემა დაწესებულებას შესანახად ან შესაძლებელია დაწესებულების მიერ განადგურდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.

7. ამანათში აკრძალული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობება განყოფილების უფროსს, რომელიც  თავის  მხრივ  აცნობებს  სამმართველოს  უფროსსა  და სამინისტროს საგამოძიებო  დეპარტამენტს. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს  როგორც  ელექტრონული   დოკუმენტბრუნვის   საშუალებით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით. განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

8. საგამოძიებო   მოქმედებების   ჩატარების  დაყოვნების  შემთხვევაში,  განყოფილება   ვალდებულია   მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ამანათის შემომტანი პირის მიერ დაწესებულების დატოვების თავიდან ასაცილებლად.

9. ამ   მუხლის   მე-8   პუნქტით   გათვალისწინებულ   პირს,   საჭიროების   შემთხვევაში,   გაეწევა   შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ ან/და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის  იურიდიული  პირის – საგანგებო  სიტუაციების  კოორდინაციისა  და გადაუდებელი  დახმარების ცენტრის გამოძახების გზით.

10. ამანათში აკრძალული  ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, ჯგუფის წევრის/წევრების  მიერ ხორციელდება ნივთის ამოღება და დალუქვა.

11. ამანათის შემოწმებისას აკრძალული ან არანებადართული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, იწარმოება ამანათის შემოწმების ოქმი (დანართი №13).

12. რენტგენული  დანადგარისა  და ნარკოტიკული  და ფეთქებადი  ნივთიერებების  აღმომჩენი დეტექტორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით შემოწმებას ექვემდებარება დაწესებულებაში გაგზავნილი ნებისმიერი   გზავნილი, მათ   შორის ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი კორესპონდენცია.

13. ამანათი/გზავნილი არ მიიღება და გადაეცემა მიმტან პირს შემდეგ შემთხვევებში:

ა)  ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების  ან  დაწესებულებიდან  მისი  სამ დღეზე  მეტი  ვადით გაყვანის შემთხვევაში;

ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარდაცვალებისას;

გ)   თუ   ბრალდებულს/მსჯავრდებულს    არ   აქვს   შესაძლებლობა   პირადად   მიიღოს  ამანათი/გზავნილი   ან გამოიყენოს მისი შემცველობა დანიშნულებისამებრ;

დ) თუ ამანათის/გზავნილის წონა არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს;

ე) თუ ამანათის/გზავნილის მიმტანი პირი არ წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ვ) თუ არასწორადაა შევსებული განცხადება ამანათის/გზავნილის მიღების თაობაზე;

ზ) თუ არსებობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი   უარი   ამანათის/ გზავნილის   მიღების თაობაზე;

თ) თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს  დისციპლინური  სახდელის  სახით დაკისრებული  აქვს  ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა.

14. ამ  მუხლის   მე-13  პუნქტით   გათვალისწინებული   გარემოებების   არსებობისას   ამანათები/გზავნილები უბრუნდება გამომგზავნ პირს (გამომგზავნის ხარჯზე) დაბრუნების მიზეზის მითითებით.

15. ამანათების შემოწმებაზე მიმდინარეობს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა, რასაც უზრუნველყოფს სამმართველოს №1 განყოფილება. მეთვალყურეობის მიმდინარეობის შედეგად წარმოებული ჩანაწერები ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით.“.

3. მე-40 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს/გზავნილს განყოფილება იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით.“;

ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამანათის/გზავნილის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი ხელწერილით გადაეცემა ადრესატს.“;

დ) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. თავი VII ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VII

დაწესებულებაში შესვლა

მუხლი 61. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემოწმების ზონა – დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ხორციელდება დაწესებულებაში  შემსვლელი/დაწესებულებიდან   გამომსვლელი  პირების  პირადი  შემოწმება  და მიღებული ამანათების შემოწმება;

ბ) პირადი არასრული შემოწმება – პირის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება, მისი გაშიშვლების გარეშე;

გ) პირადი სრული შემოწმება – პირის შემოწმება სკანერის ან/და დათვალიერების მეთოდის გამოყენებით;

დ) სრული შინაგანი შემოწმება – სამედიცინო მუშაკის მიერ პირის სხეულის შინაგანი შემოწმება;

ე) დათვალიერების   მეთოდი   –   პირის   სხეულის   (გარდა   სრული   შინაგანი   შემოწმებისა),   ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.

მუხლი 62. დაწესებულებაში შესვლის წესი

1. დაწესებულებაში შესვლისას, შემოწმების ზონის შესასვლელში მყოფი ჯგუფის წევრი:

ა)  შემოწმების ზონაში ახდენს პირის იდენტიფიცირებას. იდენტიფიცირება ხორციელდება:

ა.ა) დაწესებულების საზოგადოებრივ მისაღებში გაცემული შესაბამისი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით;

ა.ბ) სამინისტროს მომსახურეებისათვის – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის საშვით. არასამუშაო საათებში საშვის გაცემას ახორციელებს შემოწმების ზონის შესასვლელში მყოფი ჯგუფის წევრი;

ა.გ) პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირებისათვის – სამსახურებრივი  მოწმობითა და პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო ფოტოსურათიანი დოკუმენტით;

ბ) წარმოდგენილი საშვის ან/და საიდენტიფიკაციო დოკუმენტის სისწორეში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, დოკუმენტის დაბრუნების გარეშე მოახსენებს განყოფილების უფროსს და მოქმედებს შესაბამისი მითითებით;

გ) სთავაზობს პირს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დატოვოს ის ნივთები, რომელთა დაწესებულებაში შეტანა არანებადართულია (დანართი №5) ან/და აკრძალულია (დანართი №1);

დ) არკვევს აქვს თუ არა პირს იარაღი. ასეთის არსებობის შემთხვევაში, იარაღის შესახებ მოახსენებს განყოფილების უფროსს და მისი მითითებით იარაღს ინახავს დაცულ ადგილას;

ე)  ამ  მუხლის   „დ“  ქვეპუნქტით   გათვალისწინებულ   შემთხვევაში,  იარაღის  სანაცვლოდ  პირს  გადასცემს შესაბამის ნომერს და იარაღის მიღება/გაცემას არეგისტრირებს დაწესებულებაში შემსვლელ პირთა მიერ დატოვებული იარაღის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №14);

ვ) აწარმოებს დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან  გამომსვლელი პირის გამოკითხვას, რის საფუძველზეც ადგენს დაწესებულებაში შესვლის/გამოსვლის მიზანსა და საფუძველს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას პირის შესამოწმებლად დაშვების თაობაზე.

2. დაუშვებელია  დაწესებულებაში  შემსვლელი  პირის  ალკოჰოლურ  ან/და ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების (გარდა ექიმის დანიშნულებისა) ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება.

3. განყოფილების მოსამსახურე უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ნივთიერებებზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის  შემთხვევაში,  მოსთხოვოს  პირს  სპეციალური  შემოწმების გავლა.  თუ  პირი  უარს აცხადებს  შემოწმებაზე,  ჯგუფის  წევრი  ვალდებულია  მას განუმარტოს,  რომ უარის შემთხვევაში იგი არ დაიშვება დაწესებულებაში.

მუხლი 63. პირადი არასრული შემოწმება

1. პირად არასრულ შემოწმებას ექვემდებარება დაწესებულებაში შემსვლელი/ დაწესებულებიდან გამომსვლელი ყველა პირი, ასევე დაწესებულებისა და განყოფილების მოსამსახურეები.

2. დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამომსვლელი პირების პირადი არასრული შემოწმება ხორციელდება შემოწმების ზონაში.

3. პირადი არასრული შემოწმებისას ხდება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, ასევე სხვა თანმხლები ნივთების შემოწმება/დათვალიერება, გაშიშვლების გარეშე.

4. პირადი არასრული შემოწმება ხორციელდება ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით, ხოლო თუ დაწესებულებაში არ არის შესაბამისი საშუალებები, შემოწმება ხორციელდება ხელით, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

5. პირადი არასრული შემოწმება ხორციელდება შემდეგი პროცედურების დაცვით:

ა) პირს შეეთავაზება, თავად წარმოადგინოს აკრძალული/არანებადართული და ლითონის შემცველი საგნები, გაიხადოს ზედა ტანსაცმელი (პალტო, ქურთუკი, ლაბადა, პიჯაკი, და ა.შ), მოიხსნას თავსაბურავი და მოიხსნას ქამარი, ასევე შესამოწმებლად წარმოადგინოს  ელექტრონული მოწყობილობები (მაგ: პორტატიული კომპიუტერი, პლანშეტური კომპიუტერი და ა.შ.) მათი დაწესებულებაში შეტანის ნებართვის არსებობის შემთხვევაში;

ბ) პირს შეეთავაზება, გაიაროს თაღურ მეტალმძებნში, ხოლო მისი არქონის შემთხვევაში პირი ექვემდებარება ხელით შემოწმებას;

გ) პირის ხელით შემოწმება ხორციელდება თავიდან ფეხების მიმართულებით, ხელების თანმიმდევრული მოძრაობით, ტანსაცმლის წინა და უკანა მხარეების გულდასმით შემოწმებით, რაც მოიცავს შემდეგ ზონებს:

გ.ა) ზედა ტანსაცმელს (ზურგი, საყელო, ზედა ტანსაცმლის გადანაკეცები, მხრები, ჯიბეები, მკლავები, ყელსახვევი, ჰალსტუხი, კაშნე, პერანგი, პულოვერი და ა.შ );

გ.ბ) ქვედა ტანსაცმელს (შარვალი, კაბა, შარვლის, ქვედაბოლოს სათავის ან სხვა ტანსაცმლის წელის გარშემოწერილობის გარე და შიდა მხარე, ქამარი, ჯიბეები, შარვლის, კაბის გადანაკეცები);

დ) შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ხორციელდება პირის შემოწმება ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივთიერებების აღმომჩენი დეტექტორის მეშვეობით.

6. დაწესებულებაში აკრძალული/არანებადართული ნივთების მოხვედრის პრევენციის მიზნით, ჯგუფის წევრი, პერიოდულად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა პირად არასრულ შემოწმებას ატარებს თაღური მეტალმძებნით/ხელის მეტალმძებნითა და ხელით.

7. თუ პირი უარს აცხადებს არასრულ შემოწმებაზე, ჯგუფის წევრი ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში შემოწმების ზონას გაივლის მხოლოდ სრული შემოწმების შემთხვევაში ან არ დაიშვება დაწესებულებაში.

8. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, რენტგენული დანადგარის ან/და ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივთიერებების აღმომჩენი დეტექტორის მეშვეობით, ხორციელდება პირის თანმქონი ნივთების შემოწმება. ჯგუფის წევრი უნდა დარწმუნდეს, რომ თანმქონ ნივთებში არ არის მოთავსებული აკრძალული/არანებადართული ნივთები. საჭიროების შემთხვევაში, ნივთები შეიძლება შემოწმდეს ხელით ან/და ხელის მეტალმძებნის მეშვეობით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემოწმებისას მისი ეტლი, ყავარჯენი ან/და ხელ-ჯოხი მოწმდება როგორც თანმქონი ნივთი. ის ნივთები, რომელთა გაბარიტები აღემატება რენტგენული დანადგარის გვირაბის გაბარიტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოწმდება ხელით, ხელის მეტალმძებნის ან/და ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივთიერებების აღმომჩენი დეტექტორის მეშვეობით.

9. თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) პირის ზედმეტი საგნებისაგან გათავისუფლების შემდეგ, განხორციელდეს მისი სხეულის თაღური მეტალმძებნით/ხელის მეტალმძებნით განმეორებითი შემოწმება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს პირის ხელის მეტალმძებნით შემოწმება, ასევე სხეულის იმ ზონების ხელით შემოწმება, რომელმაც გამოიწვია სიგნალიზაციის ამოქმედება.

10. პირადი არასრული შემოწმების დროს აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობება განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს სამმართველოს უფროსსა და სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით. განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

11. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა პირის მიერ აკრძალული ნივთის მოშორების თავიდან ასაცილებლად.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ ან/და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გამოძახების გზით.

13. თუ პირადი არასრული შემოწმების შემდგომ, შესამოწმებელი პირი უარს აცხადებს სრული შემოწმების გავლაზე, ან/და თუ არსებობს ეჭვი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაუყოვნებლივ ეცნობება განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს სამმართველოს უფროსსა და სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა პირის მიერ აკრძალული დანაშაულის დაფარვის თავიდან ასაცილებლად. განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

14. პირადი არასრული შემოწმების დროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესის 17713 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში, განყოფილების უფროსი უფლებამოსილია გამოწეროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, „პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირისა და საჯარიმო ქვითრის ფორმის, საჯარიმო ქვითრის ფორმის შევსებისა და წარდგენის წესის განსაზღვის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის №142 ბრძანების შესაბამისად.

15. დაწესებულებიდან გამოსული პირი ექვემდებარება შემოწმებას ამ მუხლით დადგენილი წესით, რის შემდგომ გადაეცემა თავისი კუთვნილი ნივთები.

16. დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამსვლელი პირის ხელით შემოწმების შემთხვევაში, შემოწმებას ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე, რა სქესსაც მიეკუთნება შესამოწმებელი პირი.

17. პირადი არასრული შემოწმებისას აკრძალული ნივთის/ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში ჯგუფის წევრის/წევრების მიერ ხორციელდება ნივთის ამოღება და დალუქვა.

18. პირადი არასრული შემოწმებისას აკრძალული ნივთის/ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში იწარმოება პირადი შემოწმების ოქმი (დანართი №15).

19. პირადი არასრული შემოწმების პროცედურა ხორციელდება სანიტარიულ-ჰიგიენური დამცავი საშუალების – ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანების გამოყენებით. ყოველი მორიგი შემოწმების შემდგომ ჯგუფის წევრი ვალდებულია შეიცვალოს ხელთათმანები.

20. დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამომსვლელი პირის პირადი არასრული შემოწმება არ შეიძლება განხორიცელდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.“.

4. თავ VII-ს 63-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 631 და 632 მუხლები:

მუხლი 631. პირადი სრული შემოწმება

1. პირადი სრული შემოწმება ტარდება:

ა) პირის ხელით/ხელის მეტალმძებნით შემოწმებისა და მისი ყველა ზედმეტი საგნისაგან გათავისუფლების შემდგომ, თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის განმეორებით ამოქმედებისას;

ბ) ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურ პირს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე აღუძრავს ეჭვს, რომ პირს განზრახული აქვს დაწესებულებაში შეიტანოს აკრძალული/არანებადართული ნივთი ან გაიტანოს არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, რისი დადგენაც შეუძლებელია არასრული შემოწმების გზით;

გ) ხანგრძლივი პაემნით სარგებლობამდე და სარგებლობის შემდეგ;

დ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან/და დათვალიერების მეთოდის გამოყენებით, როგორც წესი, ჯგუფის ორი წევრის თანდასწრებით. შემოწმების მეთოდს თავად ირჩევს დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამომსვლელი პირი.

3. ჯგუფის წევრი ვალდებულია შესამოწმებელ პირს განუმარტოს პირადი სრული შემოწმების პროცედურა. თუ პირი უარს აცხადებს სრულ პირად შემოწმებაზე, ჯგუფის წევრი ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში იგი არ დაიშვება დაწესებულებაში.

4. პირადი სრული შემოწმების დროს, განყოფილების უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სამედიცინო მუშაკი. სამედიცინო მუშაკი განუმარტავს პირს, რომ მის მიერ განსახორციელებელი შემოწმება ემსახურება უსაფრთხოების დაცვას და არ ატარებს სამედიცინო ხასიათს. განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

5. პირის სკანერით შემოწმება ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, დაუშვებელია იმ პირის სკანერით შემოწმება, რომელსაც აქვს იმპლანტირებული აპარატ(ებ)ი ან/და გულის მოქმედების სტიმულატორ(ებ)ი, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით.

6. დათვალიერების მეთოდით პირი შემოწმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე;

ბ) სკანერით შემოწმებით დადასტურდა პირის მიერ აკრძალული/არანებადართული ნივთის ან/და არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობების ფლობა;

გ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამომსვლელ პირს თან აქვს აკრძალული/არანებადართული ნივთი ან/და არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობა, რომლის გარჩევა გართულებულია ან/და სკანერით ფიქსირდება ჩრდილის სახით;

დ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამომსვლელ პირს სხეულზე აქვს ისეთი ნიშანი/წარწერა, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება;

ე) დაწესებულებაში არ არის სკანერი ან არსებული სკანერი გაუმართავია.

7. დათვალიერების მეთოდის გამოყენებისას ხორციელდება პირის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. ჯგუფის წევრის მითითების შემთხვევაში, პირი ვალდებულია გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირი და სხვა ნახვევები მოწმდება სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. ამგვარი შემოწმება უნდა განახორციელოს ჯგუფის იმავე სქესის წევრმა, რომელ სქესსაც მიეკუთვნება შესამოწმებელი პირი. დათვალიერების მეთოდის გამოყენებისას, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება.

8. პირის სხეულში აკრძალული/არანებადართული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სამედიცინო მუშაკის მიერ ტარდება სრული შინაგანი შემოწმება. თუ პირი უარს აცხადებს სრულ შინაგან შემოწმებაზე, ჯგუფის წევრი ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში იგი არ დაიშვება დაწესებულებაში.

9. ამ მუხლის მე-6 - მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება მიმდინარეობს იზოლირებულ ოთახში და დაუშვებელია შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. გამონაკლის შემთხვევაში, უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია განხორციელდეს იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება სრული შემოწმება. ამ შემთხვევაში, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა იმდაგვარად უნდა განხორციელდეს, რომ კამერის ხედვის არეში არ მოხვდეს შესამოწმებელი პირის სხეული, წინააღმდეგ შემთხვევაში სრული შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმა) მიღმა.

10. სრული შემოწმების შედეგად აკრძალული ნივთების აღმოჩენისას, დაუყოვნებლივ ეცნობება განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს სამმართველოს უფროსსა და სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა პირის მიერ აკრძალული დანაშაულის დაფარვის თავიდან ასაცილებლად. განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

11. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა პირის მიერ აკრძალული ნივთის მოშორების თავიდან ასაცილებლად.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ ან/და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გამოძახების გზით.

13. პირადი სრული შემოწმების დროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესის 17713 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში, განყოფილების უფროსი უფლებამოსილია გამოწეროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, „პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირისა და საჯარიმო ქვითრის ფორმის, საჯარიმო ქვითრის ფორმის შევსებისა და წარდგენის წესის განსაზღვის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის №142 ბრძანების შესაბამისად.

14. პირადი სრული შემოწმება, როგორც წესი, ხორციელდება განყოფილების არანაკლებ 2 მოსამსახურის მიერ, რომლებიც არიან იმავე სქესის, რა სქესსაც მიეკუთვნება შესამოწმებელი პირი.

15. პირადი სრული შემოწმებისას იწარმოება პირადი შემოწმების ოქმი (დანართი №15).

16. პირადი სრული შემოწმების პროცედურა ხორციელდება სანიტარიულ-ჰიგიენური დამცავი საშუალების – ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანების გამოყენებით. ყოველი მორიგი შემოწმების შემდგომ ჯგუფის წევრი ვალდებულია შეიცვალოს ხელთათმანები.

17. დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამომსვლელი პირის პირადი სრული შემოწმება არ შეიძლება განხორციელდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.

მუხლი 632. პირად შემოწმებაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა

1. დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამსვლელ პირთა პირად არასრულ შემოწმებაზე მიმდინარეობს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა, რასაც უზრუნველყოფს სამმართველოს №1 განყოფილება.

2. პირად სრულ შემოწმებაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს 631 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში და წესით.

3. მეთვალყურეობის მიმდინარეობის შედეგად წარმოებული ჩანაწერები ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით.“.

5. დანართი №12-ის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №13 დანართი №15:

„დანართი №13

ამანათის შემოწმების ოქმი

 

„___“  _____________  20__ წ.                                              №6 პენიტენციური დაწესებულება

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს №6 განყოფილების მოსამსახურეებმა

(თანამდებობა, სახელი, გვარი)

________________________________________________________

(თანამდებობა, სახელი, გვარი)

________________________________________________________

(თანამდებობა, სახელი, გვარი)

________________________________________________________

შევადგინეთ აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ ჩავატარეთ

__________________________________ (სახელი, გვარი, მამის სახელი) მიერ

გამოგზავნილი/შემოტანილი ამანათის შემოწმება.

ამანათის ადრესატი (მიმღები) __________________________________________

(სახელი, გვარი)

შემოწმების ჩატარებისას გამოყენებულ იქნა რენტგენური დანადგარი  დიახ□  არა□

შემოწმების შედეგები:

1. შემოწმებისას არ აღმოჩენილა და ამოღებულა ის ნივთები, ნივთიერებები ან საკვები პროდუქტები, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია. □

2. შემოწმებისას აღმოჩნდა და ამოღებულია ის ნივთები, ნივთიერებები ან საკვები პროდუქტები, რომელთა შენახვა და გამოყენება არანებადართულია, კერძოდ:

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

3. შემოწმებისას აღმოჩნდა და ამოღებულია ის ნივთები, რომელთა დაწესებულებაში შეტანაც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ:

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

შემოწმებასთან დაკავშირებით, შემოწმების ჩამტარებელი პირების მიმართ რაიმე პრეტენზია არ გამაჩნია, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით:

ამანათის შემომტანი/გამგზავნი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

შემოწმებასთან დაკავშირებით, შემოწმების ჩამტარებელი პირების მიმართ გამაჩნია შენიშვნა:

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

ამანათის შემომტანი/გამგზავნი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა 

№6 განყოფილების მოსამსახურის სახელი, გვარი და ხელმოწერა:

____________________________                                             /______________     /

          სახელი და გვარი                                                                   ხელმოწერა

____________________________                                             /______________     /

          სახელი და გვარი                                                                   ხელმოწერა

____________________________                                             /______________     /

          სახელი და გვარი                                                                   ხელმოწერა

დანართი №14

დაწესებულებაში შემსვლელ პირთა მიერ დატოვებული იარაღის აღრიცხვის ჟურნალი

 

თარიღი

გვარი, სახელი, თანამდებობა

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი

იარაღის მოდელი და ნომერი

მჭიდისა და ვაზნების რაოდენობა

შესვლის დრო

მოსამსახურის ხელმოწერა ჩაბარებაზე

გასვლის დროს

ხელმოწერა იარაღის ჩაბარებაზე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №15

პირადი შემოწმების ოქმი

„___“  _____________  20__ წ.                                                       №6 პენიტენციური დაწესებულება

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს №6 განყოფილების მოსამსახურეებმა:

(თანამდებობა, სახელი, გვარი)

________________________________________________________

(თანამდებობა, სახელი, გვარი)

________________________________________________________

(თანამდებობა, სახელი, გვარი)

________________________________________________________

შევადგინეთ აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ ჩავატარეთ

__________________________________ (სახელი, გვარი, მამის სახელი) პირადი არასრული/სრული შემოწმება.

 

შემოწმების სახე

შემოწმების საფუძველი

პირადი არასრული

 

დაწესებულებაში შესვლა □

დაწესებულებიდან გასვლა □

 

პირადი სრული

პირადი არასრული შემოწმების შედეგად ეჭვის წარმოშობა □

ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც ობიექტურ პირს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე აღუძრავს ეჭვს, რომ პირს, განზრახული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში შეიტანოს აკრძალული/არანებადართული ნივთი ან გაიტანოს არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები (ნივთები, ნივთიერებები), რისი დადგენაც შეუძლებელია არასრული შემოწმებით □

ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა □

სარგებლობამდე □

სარგებლობის შემდგომ □

სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან მიღებული ინფორმაცია □

შემოწმების ჩატარებისას გამოყენებულ იქნა სკანერი  დიახ□/არა□

გამოყენების შემთხვევაში, რომელი ტექნიკური საშუალებები იქნა გამოყენებული: 

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

შემოწმების შედეგები:

1. შემოწმებისას არ აღმოჩენილა და ამოღებულა ის ნივთები, ნივთიერებები ან საკვები პროდუქტები, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია. □

2. შემოწმებისას აღმოჩნდა და ამოღებულია ის ნივთები, ნივთიერებები ან საკვები პროდუქტები, რომელთა შენახვა და გამოყენება არანებადართულია, კერძოდ:

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

 

3. შემოწმებისას აღმოჩნდა და ამოღებულია ის ნივთები, რომელთა დაწესებულებაში შეტანაც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ:

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

შემოწმებას ესწრებოდა:

პლასტირის, თაბაშირის და სხვა ნახვევების, ასევე შინაგანი შემოწმებისას სამედიცინო მუშაკი (სახელი, გვარი)

__________________________________________________________________________

/ხელმოწერა/ __________________________________________________________________________

შემოწმებასთან დაკავშირებით, შემოწმების ჩამტარებელი პირების მიმართ რაიმე პრეტენზია არ გამაჩნია, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით:

 

დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამომსვლელი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა

__________________________________________________________________________

                                                                                                                              

შემოწმებასთან დაკავშირებით, შემოწმების ჩამტარებელი პირების მიმართ გამაჩნია შენიშვნა:

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამომსვლელი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა

__________________________________________________________________________

№6 განყოფილების მოსამსახურის სახელი, გვარი და ხელმოწერა:

____________________________                                             /______________     /

          სახელი და გვარი                                                                   ხელმოწერა

____________________________                                             /______________     /

          სახელი და გვარი                                                                   ხელმოწერა

____________________________                                             /______________     /

          სახელი და გვარი                                                                   ხელმოწერა“.

მუხლი 2
დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს მოსამსახურეთა მომზადება ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესით, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების მიზნით.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

 

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი