ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)იდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტი, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის, გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და წარსადგენი ადმინისტრაციული საჩივრის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №62 |
|
2018 წლის 6 ივლისი ქ. ზუგდიდი |
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)იდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტი (დანართი №1);
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)იდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუში (დანართი №2);
გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი (დანართი №3);
დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ში წარსადგენი ადმინისტრაციული საჩივრის ფორმა (დანართი №4).
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)იდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტი
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ მისამართზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაიგზავნოს მატერიალურად/ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა.
ა) ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
გ) ფიზიკური პირებისათვის მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის შესაბამისი თანამდებობის პირები წერილობითი სახით ადასტურებენ ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.
3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით.
4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება შესაბამის განყოფილებაში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)იდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუში
უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს
მოქ. -------------------------------
მცხ.-------------------------------
ტელ/მობ.:-------------------------------
ორგანიზაციის დასახელება:-------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ ------------------------------- (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია მატერიალური/ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ:
1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით -------------------------------;
2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა;
3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე;
4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა;
(მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა)
დაინტერესებული პირი (განმცხადებელი)-------------------------------
თარიღი:-------------------------------
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ში წარსადგენი ადმინისტრაციული საჩივრის ფორმა
დასახელება და თანამდებობის პირის
ვინაობა, ვისთანაც იგზავნება საჩივარი
საჩივრის ავტორის
სახელი:__________________________
გვარი:____________________________
მის.:_________________________________________
ტელ.:_____________ ელ.ფოსტა______________
წარმომადგენლის (არსებობის შემთხვევაში) სახელი:__________________________
გვარი:____________________________
მის.:_____________________________________________
ტელ.:_____________ ელ.ფოსტა______________
ადმინისტრაციული საჩივარი
გარემოებების აღწერა, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------.
იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ქმედება საჩივრდება, ასევე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება (რეკვიზიტები):
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------.
კონკრეტული მოთხოვნა (მაგ., ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან ქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების მოთხოვნა):
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------.
დამატებითი ინფორმაცია: ----------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------.
თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი:
საჩივრის ავტორის ხელმოწერა:
თარიღი:
შენიშვნა: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ან მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესები მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (სზაკ) მე-13 თავით. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადაა ერთი თვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალურად გაცნობის დღიდან ან იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ქმედების (მოქმედების განხორციელება ან განხორციელებისაგან თავის შეკავება) თაობაზე.
ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინება აქტის გამომცემ/ქმედების განმახორციელებელი ორგანოს ან თანამდებობის პირის ზემდგომ თანამდებობის პირს ან ადმინისტრაციულ ორგანოს.
ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი;
ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;
გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ქმედება საჩივრდება;
დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება (რეკვიზიტები);
ე) მოთხოვნა (მაგ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება, ქმედების განხორციელების მოთხოვნა, ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების მოთხოვნა);
ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
ზ) თანდართული დოკუმენტების ნუსხა.