შპს „ბლექ სი ინვესტის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №080210317001677740
№2/61
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 22 ივნისი
ქ. ქუთაისი
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2017 წლის 12 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ბლექ სი ინვესტის“ წარმომადგენელმა დავით ლომოურმა და კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს „ბლექ სი ინვესტის“ განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის საოქმო განჩინებით მომრიგებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყო შპს „ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოება. დამტკიცდა შპს „ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე ემზარ ბალაძის დანიშვნის შესახებ კრედიტორთა გადაწყვეტილება. შპს „ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე დაინიშნა ემზარ ბალაძე (პ/ნ 01026000242; მცხ.: ქ. თბილისი, შ. არაგვისპირელის ქ. №42); შპს „ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 60 (სამოცი) დღით განჩინების გამოქვეყნებიდან, შემდგომ განჩინებებით აღნიშნული ვადა გაგრძელებული იქნა;
2018 წლის 18 ივნისს შპს „ბლექსი ინვესტის“ რეაბილიტაციის მმართველის ე. ბალაძის მიერ წარმოდგენილი იქნა რეაბილიტაციის გეგმა;
სასამართლოს მიაჩნია, რომ მეწარმის მიმართ რეაბილიტაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად და რეაბილიტაციის გეგმის განხილვის და დამტკიცების მიზნით უნდა დაინიშნოს შპს „ბლექ სი ინვესტის“ კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეულ იქნეს შპს „ბლექ სი ინვესტის“ კრედიტორთა კრება 2018 წლის 25 ივლისს 15:00 საათზე.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მეორე სართული, სხდომის დარბაზი №2).
3. კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხი:
ა) შპს „ბლექ სი ინვესტის“ მიმართ წარმოდგენილი რეაბილიტაციის გეგმის განხილვა და შპს „ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობა.
4. განჩინება გამოქვეყნდეს გაზეთ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლო დაფაზე.
5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე