„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №318 |
|
2018 წლის 16 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 190020060.22.027.016227) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანა საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანას შესაძლებელია განაპირობებდეს სამინისტროს მიერ საგრანტო პროგრამისთვის მიმდინარე წლის დამტკიცებული/დაზუსტებული ასიგნებების, საგრანტო პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ან/და სხვა გარემოებების ცვლილება. საგრანტო პროგრამაში ცვლილებები ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამ მუხლით დადგენილ შემთხვევებში საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის ინიცირების მიზნით, მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს კონკურსის მიმდინარეობისას საგრანტო საბჭო, ხოლო კონკურსის დასრულების შემდეგ – სამინისტროს ადმინისტრაცია ან/და ცენტრი. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.“. 2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი ან უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი. საბჭოს ყველა წევრი ვალდებულია დაადასტუროს, რომ არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და მოაწეროს ხელი მიუკერძოებლობისა და იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ფორმას, რომლის გამჟღავნებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით.“. 3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭო მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე, გარდა ამ წესის მე-16 მუხლის 43 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 4. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 და 43 პუნქტები: „42. საგრანტო განაცხადის დაზუსტების მიზნით, საბჭო უფლებამოსილია მოითხოვოს განმცხადებელთან შეხვედრა. გადაწყვეტილებას განმცხადებლის საბჭოს სხდომაზე მოწვევის შესახებ იღებს საბჭო, რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი სხდომის დღეს და ამის შესახებ განმცხადებელს აცნობებს სხდომამდე არაუგვიანეს 2 დღისა. 43. გადაწყვეტილებას განმცხადებლის სხდომაზე მოწვევის შესახებ საბჭო აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. საბჭოს სხდომა, რომელზეც მოწვეულია განმცხადებელი, საჯაროა და მასზე დასწრების უფლება აქვს ყველა განმცხადებელს, გარდა ამ წესის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დისკვალიფიცირებული პირებისა.“. 5. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი: „ა2) განმცხადებელი არ გამოცხადდა ამ წესის მე-16 მუხლის 42 პუნქტის შესაბამისად საბჭოს მიერ დანიშნულ სხდომაზე, რის გამოც საბჭოს არ გააჩნია ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა დაზუსტების მიზნითაც განმცხადებელი მოწვეულ იქნა ამ სხდომაზე;“. 6. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისკვალიფიკაციის პროცედურის შემდგომ საბჭო იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო წინადადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას. შეფასება განხორციელდება საბჭოს ყველა წევრის მიერ ცალ-ცალკე, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ახსნა-განმარტებების მიღება შესაბამისი განმცხადებლისა (წერილობითი ან ზეპირი) და/ან ექსპერტისაგან.“. 7. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტრო ადმინისტრაციის (დეპარტამენტი), ეკონომიკური დეპარტამენტის ან/და, კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრის მეშვეობით, ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე.“. 8. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. გრანტის გამცემი (ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების სახით) ან/და ცენტრი უფლებამოსილია, ხელშეკრულებით დადგენილი პერიოდულობის გარდა, გრანტის მიმღებს მოსთხოვოს საგრანტო პროგრამის მიმდინარე პროგრამული და ფინანსური ანგარიშის წარმოდგენა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. 9. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მონიტორინგი ტარდება ანგარიშგების მასალების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის და გრანტის გამცემის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. გრანტის გამცემი (ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების სახით) ან/და ცენტრი უფლებამოსილია, გრანტის მიმღებს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებულ ანგარიშთან დაკავშირებული განმარტებების ან/და დამატებითი დასაბუთების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|