📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 13.07.2018
ძალაში შესვლა 01.09.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016772
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 409 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.07.2018 მიღება
01.09.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 01.04.2019 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება 87% 13.09.2022 იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმის დამტკიცებისა და მისი შედგენისთვის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 11.08.2016 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 02.08.2016 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 06.09.2019

დოკუმენტის ტექსტი

შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №81 2018 წლის 13 ივლისი ქ. თბილისი შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) შემაკავებელი ორდერის თანდართული ფორმა (დანართი №1); ბ) შემაკავებელი ორდერის ოქმის თანდართული ფორმა (დანართი №2). მუხლი 2🔗 შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრონ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შემდეგი თანამდებობის პირები: ა.ა) ოცეულის მეთაური; ა.ბ) ათეულის მეთაური; ა.გ) პატრულ-ინსპექტორი; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შემდეგი თანამდებობის პირები: ბ.ა) უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი; ბ.ბ) უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; ბ.გ) მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი; ბ.დ) მართლწესრიგის ოფიცერი; ბ.ე) დეტექტივ-გამომძიებელი; ბ.ვ) დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. მუხლი 3🔗 ამ ბრძანების მეორე მუხლით განსაზღვრული პირები: ა)  ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში, შემაკავებელი ორდერის ოქმის კითხვარების საშუალებით ახორციელებენ განმეორებითი ძალადობის  რისკების სიმძიმის შეფასებას; ბ) სათანადო საფუძვლების არსებობისას გამოსცემენ შემაკავებელ ორდერს; გ) უზრუნველყოფენ შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების აღრიცხვას და ერთიანი აღრიცხვის მიზნით სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მათი გამოცემიდან 12 საათისა, წარდგენას. მუხლი 4🔗 1. განმეორებითი ძალადობის რისკებისა და რისკის სიმძიმის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ასახული კითხვების საშუალებით. 2. განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმე შეიძლება იყოს დაბალი, საშუალო და მაღალი, რომლის განსაზღვრა ხდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული კითხვებისთვის მინიჭებული ქულების საფუძველზე. 3. განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ერთი დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ისეთ კითხვაზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 5 ქულა; განმეორებითი ძალადობის საშუალო რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ერთი დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ისეთ კითხვებზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 3 ქულა; განმეორებითი ძალადობის დაბალი რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ მხოლოდ ისეთ კითხვებზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 1 ქულა. 4. როცა სახეზეა განმეორებითი ძალადობის მაღალი ან საშუალო რისკი, ორდერი გამოიცემა 1 თვის ვადით, ხოლო როცა სახეზეა დაბალი რისკი, ორდერი შეიძლება გამოცემული იქნეს უფრო მცირე ვადითაც. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანება. მუხლი 6🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია