„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №08/ნ |
|
2018 წლის 25 ივლისი ქ. თბილისი |
ა) მე-4 მუხლის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) დირექტორობის მსურველი – პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის არანაკლებ 3 წლის, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი და დადგენილი წესით გამოთქვამს სურვილს დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;“.
ბ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რეგისტრაციისას დირექტორობის მსურველს ავტომატურად ენიჭება საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი.“;
გ) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ტესტებისა და ტესტის პასუხების გამოქვეყნება
ტესტირების შედეგი განთავსდება მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე და დირექტორობის მსურველს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს მიღებული შედეგები საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდის გამოყენებით.“.
ე) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დირექტორობის მსურველს უფლება აქვს სერტიფიცირების ეტაპის ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინოს რესურსცენტრსა ან მართვის სისტემაში ტესტირების შედეგების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.“.
ვ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება მართვის სისტემის ანგარიშზე.“;
ზ) 201 მუხლის:
ზ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.“;
ზ.ბ) 201 მუხლს მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცებამდე სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სიის დამტკიცების მიზნით, ამოწმებს:
ა) დირექტორობის შერჩეული კანდიდატების „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ბ) დირექტორობის შერჩეულ კანდიდატებს იმ პირთა რეესტრში, რომელთაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
6. სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №08/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.017565.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №08/ნ, 25.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017565 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4263316/