დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.07.2018
ძალის დაკარგვა 26.09.2024
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.156.016334
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭებისა და გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.09.2024
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 08.07.2011
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2018 წლის 16 ივლისი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ივლისის №11-26 დადგენილება. (www.matsne.gov.ge, 13/07/2011წ.,სარეგისტრაციო კოდი: 010330000.35.156.016056).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი
დანართი
დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მინიჭების მექანიზმის სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის პროცედურებს.
2. საზოგადოების სულიერ, მორალურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს საზოგადოების თითოეული წევრის ღვაწლი, მისი ცხოვრების სტილი და საქმიანობა, რაც განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისათვის.
3. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება დმანისის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი დმანისის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი დმანისის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
4. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.
მუხლი 2🔗. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტური მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
მუხლი 3🔗. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების პროცედურები
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე შექმნილ დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი).
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს სამუშაო ჯგუფი.
3. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის:
ა) სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხის განსახილველად;
ბ) შემადგენლობაში შედიან საზოგადოების და მუნიციპალიტეტის (საკრებულოს წევრები, მერიის მოხელეები) წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე;
გ) თავმჯდომარეს ირჩევს სამუშაო ჯგუფი საკუთარი შემადგენლობიდან სამუშაო ჯგუფის წევრთა ხმების უმრავლესობით;
დ) სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი;
ე) წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი, წერილობითი ფორმით, დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი;
ვ) ჯგუფი შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთ არსებულ რეკომენდაციებს, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს;
ზ) ჯგუფი გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
თ) ჯგუფი სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას (რეკომენდაციას, დასკვნას) რაც აისახება სხდომის ოქმში, დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად;
ი) ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
კ) სხდომაზე, კენჭისყრისას, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს;
ლ) გადაწყვეტილება (რეკომენდაცია, დასკვნა), დაფიქსირებული სხდომის ოქმში, წარედგინება დმანისის მუნიციპალიტეტის მერს.
4. სამუშაო ჯგუფი შედგება არანაკლებ 7 წევრისაგან. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
5. დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სახით.
6. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დმანისის მუნიციპალიტეტის მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება, მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, ეცნობება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
მუხლი 4🔗. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი
1. კანდიდატურის წარმდგენის მიერ, სამუშაო ჯგუფის მიერ დადებითი სარეკომენდაციო დასკვნის გაცემის შემდეგ წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) კანდიდატის წერილობითი თანხმობა;
ბ) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი, ზომით 3X4.
2. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა და მედალი, რომლის დამზადებას, მერის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, უზრუნველყოფს დმანისის მუნიციპალიტეტის მერია.
3. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობის და მედლის ფორმას ბრძანებით ამტკიცებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი.
4. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ მოწმობაზე დმანისის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.
5. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.
6. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს, შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე.
7. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს დმანისის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც აისახება დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, წოდების მინიჭების მოტივაცია).
მუხლი 5🔗. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის საფუძვლები
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება:
ა) თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
ბ) საპატიო მოქალაქის საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების წარმოდგენის საფუძველზე;
გ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 2/3-ის მოთხოვნის საფუძველზე;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის მიერ წარმოდგენილი პეტიციის საფუძველზე.
2. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის დასკვნის (რეკომენდაციის) საფუძველზე.
მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულებანი
დმანისის მუნიციპალიტეტის მოქალაქის წოდების მინიჭების წესში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანა ხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.