„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2004 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს კანონის თანახმად აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე რეორგანიზაციისა და საკადრო რეფორმების ფარგლებში უზრუნველყოს აფხაზეთიდან დევნილ და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დამსახურებისა და მაღალი პროფესიული თვისებების მქონე პირთა ბაზაზე აფხაზეთის საკითხებზე ორიენტირებული სტრუქტურის შექმნა ან მათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სტრუქტურებში დასაქმება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 26 ოქტომბერი.
№499–IIს