შპს ,,პროგრესის'' კრედიტორთა კრების ოქმში შესწორების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/24776-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრების ოქმში შესწორების შეტანის შესახებ
201 8 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი (მოვალე) – შპს „პროგრესი”
წარმომადგენლები – გიორგი ნიკოლაიშვილი, გიორგი გვენეტაძე, გიორგი შონია, ნონა წიკლაური
განმცხადებელი (კრედიტორი) – სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია’’
წარმომადგენელი – ნათია მამუკაშვილი
მოთხოვნა – კრების ოქმში შესწორების შეტანა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის კრების ოქმში შესწორების შეტანის საკითხი და,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2017 წლის 19 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,პროგრესის’’ წარმომადგენელმა გიორგი თედორაძემ და მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით გიორგი თედორაძის განცხადება შპს „პროგრესის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნა წარმოებაში.
2018 წლის 2 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს ,,პროგრესის’’ წარმომადგენელმა წარმოადგინა მოვალის რეაბილიტაციის გეგმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით შპს ,,პროგრესის’’ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და მოვალის მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის საქმის წარმოება მოვალის მიერ 2018 წლის 2 მაისს წარმოდგენილი გეგმის მიხედვით.
2018 წლის 4 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნა შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი’’, გენერალური დირექტორი ნოდარ პაპუკაშვილი.
2018 წლის 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია’’-ს წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისს მომზადებულ კრედიტორთა კრების ოქმში შესწორების შეტანა. განმცხადებლის განმარტებით, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნა შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ გენერალური დირექტორი ნოდარ პაპუკაშვილი.
სასამართლომ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის კრების ოქმში უსწორობის გასწორების საკითხი, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე -5 მუხლის შესაბამისად , ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას.
კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვა მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისის კრედიტორთა კრების ოქმში შეცდომით არის მითითებული რეაბილიტაციის მმართველი, ნაცვლად შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ გენერალური დირექტორის ნოდარ პაპუკაშვილისა უნდა იყოს შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი’’ (ს/ნ 404859382) გენერალური დირექტორი ნოდარ პაპუკაშვილი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის კრედიტორთა კრების ოქმში შეტანილ უნდა იქნეს შესწორება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე -5, მე-7 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260 -ე, 284-ე, 285-ე, მუხლებით და,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის კრედიტორთა კრების საოქმო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: 1. შპს ,,პროგრესის'' კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,პროგრესის'' რეაბილიტაციის მმართველად დანიშნულ იქნეს შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი’’ (ს/ნ 404859382) გენერალური დირექტორი ნოდარ პაპუკაშვილი.
2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე