სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1157/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის
  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

 ბრძანება №02-1157/ო

2018 წლის 02 ივლისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და  „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „med care“-ის (მის.: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №13/მიხეილ ჭიაურელის ქუჩა №6) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.

2. ბრძანება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ჩაბარებიდან  ერთი    თვის   ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელსმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „med care“-ის  დირექტორის რ. ლობჯანიძის განცხადება №51400, 28.05.2018წ.

ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-986-128,  28.06.2018წ. 

ზეპირი მოსმენის ოქმი №7, 02.07.2018წ.

 

სააგენტოს უფროსი                                                                                     გია თვალავაძე