საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.07.2018
ძალის დაკარგვა 26.04.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-1/ნ
სარეგისტრაციო კოდი 020080050.22.035.016511
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-1/ნ
2018 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს:
ა)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1);
ბ)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და წარდგენის წესი (დანართი №2);
გ)
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტი (დანართი №3);
დ)
სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №4).
2.
,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა", მისი დაცვის სირთულეთა გათვალისწინებით, მიეკუთვნება მკაცრის აღრიცხვის ფორმის მესამე კატეგორიას („მარტივი ტიპი“).
3.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების დამზადების, მომარაგების, შენახვისა და განადგურებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 21 ივნისის №01-24/ნ ბრძანება.
5.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო