საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-636
სარეგისტრაციო კოდი 020080150.22.023.016537
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2018
matsne.gov.ge 325 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 13.08.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 30.05.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 89% 05.03.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 16.08.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 29.01.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-636 2018 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 06 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე,   ვბრძანებ : მუხლი 1🔗 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა  (დანართი №1). 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის  ფორმა (დანართი №2). 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა (დანართი №3). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 18 ივნისის №43 ბრძანება. მუხლი 3🔗 ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის საფუძველზე დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, ამ ფორმების შესაბამისად დამზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების მარაგების სრულ ამოწურვამდე და მათი გამოყენების უფლებამოსილება მიენიჭოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირებს. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი