ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 11) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.07.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016498
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,288 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.07.2018 მიღება
01.01.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 11) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №62 2018 წლის 20 ივლისი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 11) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს     2017 წლის 20 დეკემბრის №4 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 11) განხორციელების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი დანართი №1 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამის  (კოდი: 06 02 11) განხორციელების წესი  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების განხორციელების პირობებს და პროცედურებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 06 02 11 კოდით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი). მუხლი 2🔗. წესის მიზანი ამ წესის მიზანს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები (რეგისტრირებული) შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად შემეცნებითი, თვითმოვლის, კომუნიკაციური უნარების განვითარების ხელშეწყობა და სოციალური დახმარების გაწევა. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების სახეები 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს შემდეგი მომსახურების განხორციელებას: ა) სამედიცინო, სახელმწიფო და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში შშმ პირების (არაუმეტეს 75 ბენეფიციარი) გამცილებლის მომსახურებით უზრუნველყოფას (ყოველთვიურად არაუმეტეს 600 ლარით); ბ) აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბენეფიციარისთვის სამკურნალო/ სარეაბილიტაციო ხარჯების დაფარვას, რომელთაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული შემდეგი კლასიფიკატორები - F78 ან R62 წლიურად არაუმეტეს 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი - F84, წელიწადში არაუმეტეს 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით; გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე („უსინათლო“, და დაბადებიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) პირთათვის (შემდგომში – ბენეფიციარი) კომუნალურ გადასახადებზე (გაზი, ელ. ენერგია) შეღავათის დაწესებას (დენი 240 ლარის ფარგლებში და გაზი 240 ლარის ფარგლებში წლიურად); მუხლი 4🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლენი 1. აღნიშნული ქვეპროგრამით სარგებლობენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) მოქალაქეები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), მათ შორის: ა) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირები, რომლებიც წარმოადგენენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სტატუსით „ტოტალური (ნულოვანი მხედველობის) უსინათლო“, რომელთაც ესაჭიროებათ გადაადგილება გამცილებლის მეშვეობით; ბ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების (ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - F84; F78; R62) მქონე, 0-12 წლამდე ასაკის ბავშვები (ბენეფიციარები); გ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: გ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (სტატუსით „უსინათლო“) პირები განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა; გ.ბ) 18 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვებს და რომელთაც სტატუსი მიენიჭათ სამედიცინო ექსპერტიზის კომისიის მიერ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო;  გ.გ) დაბადებიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 18 წლის შემდგომ, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. 2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით სარგებლობის წესი 1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად მოსარგებლე განცხადებით ან/და სატელეფონო ზარით (შემდეგ ნომერზე: (0341) 22 47 04) მიმართავს ქვეპროგრამის განმახორციელებელს, რომელიც „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ რუსთავის ფილიალის მიერ მოწოდებულ ბაზებზე დაყრდნობით (მიწოდებული მონაცემები უნდა შეიცავდეს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტოტალურ (ნულოვანი მხედველობის) უსინათლოთა შესახებ აუცილებელ მონაცემებს: სახელი; გვარი; პირადი ნომერი; საცხოვრებელი ადგილის ფაქტობრივი და იურიდიული (რეგისტრაცია) მისამართი) მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ახორციელებს მომსახურების გამწევ ოპერატორთან ბენეფიციარის და მომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. 2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად მოსარგებლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარუდგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობითი აღმზრდელის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს; ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლს; გ) მკურნალი ექიმის მიერ შევსებულ ფორმას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №IV-100ა (დადგენილი ფორმით და სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით დამოწმებული); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილ ინვოისს; ე) სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად მოსარგებლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/ნათესავი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარუდგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელ დოკუმენტს ფორმას IV-50/4 (სტატუსით „უსინათლო“, დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი); გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელ დოკუმენტს–აქტს, წარმოდგენილი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ (სასურველია წარმოდგენილ იქნეს საცხოვრებელი ადგილის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან, ამონაწერის არქონის შემთხვევაში, ბინის ორდერის ასლი); დ) ქვეპროგრამით მოსარგებლე პირთა ნათესაური კავშირის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარმოდგენილია ოჯახის წევრის/ნათესავის მიერ; ე) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. 4. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემდეგ აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზს, აღრიცხვას და წინადადებების მომზადებას უზრუნველყოფს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 5. სამსახური განიხილავს ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას. 6. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს. მუხლი 6🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების წესი 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ხელშეწყობის დაფინანსება ხორციელდება: 1.1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებაზე ყოველთვიურად გაწეული მომსახურების შემდეგ, ოპერატორის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების ანგარიშის და გაწეულ მომსახურებაზე შესაბამის ოპერატორსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლის შესაბამაბისადაც მზადდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 1.2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებაზე მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ ქვეპროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ ქვეპროგრამის განმახორციელებელი, სამედიცინო დაწესებულების სახელზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელით გაცემული საგარანტიო წერილის და შესრულებული სამუშაოს შესაბამისი მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ამზადებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ქვეპროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ). 1.3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებაზე მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიღებული კომუნალური გადასახადებზე (გაზი; ელ. ენერგია) დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და შესაბამისი კომუნალური მომსახურების გამწევ ორგანიზაციას შორის გაფორმებული შედარების აქტის საფუძველზე. 2. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად. 3. შენიშვნების შემთხვევაში ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომსახურების გამწევს წარმოდგენილი დოკუმენტაციის კორექტირებული ვარიანტი. 4. ქვეპროგრამის შესაბამისად გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ზედამხედველობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. 5. ქვეპროგრამის ძირითადი დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში. 6. მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის მონაცემები და ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურება არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას.  მუხლი 7🔗. ქვეპროგრამის განმახოციელებლის კონტროლის მექანიზმები 1. მონიტორინგს ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი, რაც გამოიხატება შემდეგში: ა) საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ინფორმაცია იმ დაწესებულებიდან/ ორგანიზაციიდან, სადაც განხორციელდა ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა; ბ) ქვეპროგრამის ბენეფიციარის სტატუსი საჭიროებისამებრ გადაამოწმოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან; გ) ყოველი ახალი განცხადების საფუძველზე, ახორციელებს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმებას (შესაბამისი აქტით), ამავდროულად, ბენეფიციართა ფაქტობრივი საცხოვრებლის გადამოწმებას ახდენს კვარტალში ერთხელ. 2. მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს მიმწოდებლებთან ქვეპროგრამის განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის ვიზიტით და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებით, საჭიროებისამებრ, შშმ პირთან გასაუბრებითაც. 3. მონიტორინგი გულისხმობს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენას. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამის განხორციელების წესის გაუქმება და ცვლილებების შეტანა ხდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.