ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტისათვის“ ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 20.07.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.160.016491
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 212 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დამტკიცებულ მარშრუტებზე (M2 კატეგორიის) ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 21.05.2019 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.12.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.12.2018 რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 05.02.2019 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტების, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გზების ჩამონათვალისა და მათზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების (M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 25.01.2019

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტისათვის“ ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №55 2018 წლის 20 ივლისი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტისათვის“ ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ პუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების 1-ლი მუხლის „ა “პუნქტისა და ამავე დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი განისაზღვროს 0,40 ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ტარიფიდან 0.20 ლარი სუბსიდირებულ იქნეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ ბიუჯეტში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის ტრანსპორტის მომსახურებაზე დახმარების გაწევის მიზნით. მუხლი 3🔗 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული სუბსიდია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 ივნისის №50 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „შეღავათები მუნიციპალური ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ ფარგლებში. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი