ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ტაძრის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ტაძრის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 10.07.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №189
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016435
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/07/2018
matsne.gov.ge 153 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქ.თბილისში, ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ელიას მთის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 06.03.2018 ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ელიას მთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 11.09.2018 ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, თაბორის მთის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის თაბორის მთის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 10.07.2018 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სვიმეონ შოთაძის ქუჩის მონაკვეთისთვის, მშვიდობის ქუჩისთვის, ორი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ანდრო ქუჯოშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 13.09.2024 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, მიხა ხელაშვილის ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ჩიხისთვის, ზურგოვანის ტერიტორიაზე მდებარე ასი ათასი მოწამის ქუჩისთვის და მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისთვის საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 20.12.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ტაძრის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ტაძრის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №189 2018 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ტაძრის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ტაძრის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: ა) გლდანის რაიონში, ტაძრის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს მიენიჭოს ტაძრის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად; ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6). საკრებულოს თავმჯდომარე                                           გიორგი ტყემალაძე