ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის ქედის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იუნკერის ირაკლი თოიძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 10.07.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №195
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016442
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/07/2018
matsne.gov.ge 160 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ძევერას ქუჩისთვის მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 19.05.2023 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, მიხა ხელაშვილის ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ჩიხისთვის, ზურგოვანის ტერიტორიაზე მდებარე ასი ათასი მოწამის ქუჩისთვის და მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისთვის საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 20.12.2024 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მომღერალ ნუგზარ აფხაიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 15.02.2022 ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული N1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 30.07.2025 ქ.თბილისში, ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ელიას მთის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 06.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის ქედის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იუნკერის ირაკლი თოიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №195 2018 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის ქედის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იუნკერის – ირაკლი თოიძის სახელის მინიჭების შესახებ 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: ა) საბურთალოს რაიონში დიღმის ქედის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს იუნკერის – ირაკლი თოიძის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად. ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6). საკრებულოს თავმჯდომარე                                           გიორგი ტყემალაძე