ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, გია გულუას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის რევმატოლოგის, აკადემიკოს ვლადიმერ წითლანაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 10.07.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №206
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016452
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/07/2018
matsne.gov.ge 175 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ვაჟა-ფშაველას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ეკატერინე ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 25.01.2019 ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მამუკა ბუცხრიკიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 10.07.2018 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ჭადრაკის დამსახურებული მწვრთნელის ვახტანგ ქარსელაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 16.08.2019 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ავჭალის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის გეოლოგის არსენ ოქროჯანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 16.08.2019 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი აბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის მხატვარ ირინა შტენბერგის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 24.05.2019

დოკუმენტის ტექსტი

ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, გია გულუას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის რევმატოლოგის, აკადემიკოს ვლადიმერ წითლანაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №206 2018 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, გია გულუას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის  რევმატოლოგის, აკადემიკოს  ვლადიმერ წითლანაძის სახელის მინიჭების შესახებ 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: ა) კრწანისის რაიონში, გია გულუას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ერთ შესახვევს მიენიჭოს  რევმატოლოგის, აკადემიკოს  ვლადიმერ წითლანაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად; ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6). საკრებულოს თავმჯდომარე                                           გიორგი ტყემალაძე