ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, თაბორის მთის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის თაბორის მთის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 10.07.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №207
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016430
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/07/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.07.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, კედარის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის კედარის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ტაძრის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ტაძრის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, მიხაკო წერეთლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხისთვის მიხაკო წერეთლის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, ე.წ. დიდი ხეივნის ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის დიდი ხეივნის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, კორნელი სანაძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის კორნელი სანაძის III ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, თაბორის მთის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის თაბორის მთის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №207
2018 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, თაბორის მთის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის თაბორის მთის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) კრწანისის რაიონში, თაბორის მთის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს მიენიჭოს თაბორის მთის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე