ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ფაზისისა და კოლხეთის ქუჩებთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის დიოსკურიის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 10.07.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №209
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016454
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/07/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.07.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, გურამ პატარაიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის გზისკარის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობაში რაჭის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული ოთხი უსახელო შესახვევისთვის რაჭის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და ერთი შესახვევისთვის რქაწითელის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის იუნკერის ბესარიონ კემულარიას სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ე.წ. ნატბეურების დასახლებაში უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის ნატბეურების სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ფაზისისა და კოლხეთის ქუჩებთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის დიოსკურიის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №209
2018 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ფაზისისა და კოლხეთის ქუჩებთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის დიოსკურიის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) მთაწმინდის რაიონში ფაზისისა და კოლხეთის ქუჩებთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ შესახვევს მიენიჭოს დიოსკურიის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე