ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.07.2018
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.149.016379
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.07.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე | კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2018 წლის 20 ივლისი
ქ. კასპი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 62-მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი (დანართი №1 შესაბამისად).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 ივნისის №14 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22/06/2016; 010260050.35.149.016286).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე
დანართი №1
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი
წინამდებარე წესი აწესრიგებს, კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის“ ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსებას და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის პროცედურებს.
თავი I
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესი
მუხლი 1🔗
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის პროცედურები წესრიგდება ამ წესისა და ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, ამხანაგობის აღრიცხვაზე დასადგომად კასპის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი, გვარის და პირადი ნომრების მითითებით;
გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელი გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;
ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი;
ვ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს;
ზ) საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ.
3. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის, ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობას.
მუხლი 2🔗
1. ამხანაგობის კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს:
ა) ამხანაგობის მისამართი;
ბ) ამხანაგობის სახელი;
გ) ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო;
დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი;
ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა;
ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა;
ზ) დღის წესრიგი;
თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა;
ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა;
კ) გადაწყვეტილება;
ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა.
2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.
მუხლი 3🔗
1. კასპის მუნიციპალიტეტის მერია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე, მერია გასცემს აღრიცხვის ფურცელს.
2. აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:
ა) აღრიცხვის ნომერს;
ბ) აღრიცხვის თარიღს;
გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს;
დ) ამხანაგობის დასახელებას;
ე) ამხანაგობის მისამართს.
მუხლი 4🔗
1. ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, კასპის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ) „ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი, გვარის და პირადი ნომრების მითითებით;
გ) წევრთა ცვლილების შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;
დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
2. კასპის მუნიციპალიტეტის მერია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 5🔗
1. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) წინამდებარე წესის პირველი და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 6🔗
1. ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება:
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;
ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 7🔗
ამხანაგობის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ამხანაგობას წარმოადგენს მისი ნებისმიერი წევრი, თავმჯდომარის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
მუხლი 8🔗
ამხანაგობის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, გაეცნოს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი II
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად
გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი
მუხლი 9🔗
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი რეგულირდება (შემდგომში – წესი) ამ წესისა და კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, მუნიციპალიტეტის კასპის მუნიციპალიტეტის მერიისთვის (შემდგომში – მერია) განცხადებით მიმართვის უფლება აქვს, მერიაში აღრიცხვაზე მდგარ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომში – ამხანაგობა).
3. წინამდებარე წესის მიზნებისთვის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიმართვისას, განცხადებაზე ხელის მოწერის უფლება აქვთ კანონიერ მოსარგებლეებს, ასევე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბინით მოსარგებლეს, თუ ამ ბინის მესაკუთრის ადგილსამყოფელი დაუდგენელია ან/და იგი მონაწილეობას არ იღებს გადაწყვეტილების მიღებაში.
მუხლი 10🔗
1. განცხადება მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:
ა) შესაბამისი მერიის დასახელებას;
ბ) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ;
გ) პრობლემის არსს, რომელიც უნდა შეიცავდეს იმ კონკრეტული პრობლემების მიმოხილვას, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;
დ) თვითმმართველობის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ასლს;
ე) საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას (ელექტრონულ ვერსიასთან ერთად) ან/და დეფექტურ აქტს, რომელიც შედგენილი უნდა იყოს მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით.
ვ) ამ წესის შესაბამისად პირველადი მომართვის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლს;
ზ) ამხანაგობის წევრთა 2/3-ის სახელსა და გვარს, ხელმოწერებს, ბინისა და ტელეფონის ნომრებს;
თ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სრულდება მრავალბინიანი სახლის ერთ სადარბაზოში, ამხანაგობას შეუძლია, „ზ” ქვეპუნქტის ნაცვლად, წარადგინოს ამ სადარბაზოს ამხანაგობის წევრთა 2/3-ის სახელი და გვარი, ხელმოწერები, ბინისა და ტელეფონის ნომრები.
3. ბიუჯეტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს განცხადებაში, შემდეგი პროცენტული ოდენობით:
ა) სადარბაზოში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟების შემთხვევაში – 10%;
ბ) სადარბაზოს შიდა რემონტის შემთხვევაში – 10%;
გ) შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების შემთხვევაში - 10%;
დ) სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთების შემთხვევაში - 10%;
ე) სადარბაზოს კარების დამზადებისა და მონტაჟის შემთხვევაში - 10%;
ვ) სადარბაზოს შესასვლელის გაღების ვიდეო/აუდიოსისტემის ე.წ. ,,დომოფონის“ დამონტაჟების შემთხვევაში - 50%;
ზ) სადარბაზოს შესასვლელში პანდუსების მონტაჟის შემთხვევაში - 10%;
თ) შენობის სარდაფების ნაგვისაგან გაწმენდა/დასუფთავების შემთხვევაში - 10%;
ი) შენობის ფასადის შეკეთების შემთხვევაში - 10%;
კ) საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენის შემთხვევაში - 10%;
ლ) მრავალბინიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებისას, როდესაც სამუშაოების ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს - 10%;
მ) შენობის სახურავის შეკეთების შემთხვევაში - 10%.
4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) მერიის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი;
ბ) არსებობის შემთხვევაში შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტის ან/და ხარჯთაღრიცხვის დედანი.
მუხლი 11🔗
1. წინამდებარე წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების მომზადება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) პროექტის, დეფექტური აქტის ან ხარჯთაღრიცხვის მომზადებას;
2. ამხანაგობა ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების შემდეგ, კასპის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს შესაბამისობის შესახებ დასკვნა.“
მუხლი 12🔗
1. კასპის მუნიციპალიტეტის მერია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღრიცხავს ამხანაგობების მიერ შემოტანილ განცხადებებს და განიხილავს მათ შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან.
2.მერია ვალდებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3.განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ:
ა) წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი შედგენილია დარღვევით;
ბ) შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია;
გ)ამოიწურა გასაცემი თანხების ლიმიტი;
დ) თუ შესასრულებელი სამუშაო უკვე შესრულებულია პროგრამის ფარგლებში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
4. განცხადებების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება:
ა) სახურავის შესაკეთებელ სამუშაოებს;
ბ) შენობის მდგრადობის აუცილებლობიდან გამომდინარე, შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელ სამუშაოებს;
გ) ერთი და იმავე პრობლემის არსებობის შემთხვევაში განცხადებების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება იმ მრავალბინიანი სახლის სადარბაზოს, სადაც ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ასევე სადარბაზოში მცხოვრებ პენსიონერთა რაოდენობას.
მუხლი 13🔗
1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე (თანადაფინანსებაზე თანხმობის გაცემის) გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია ხუთი სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ამხანაგობის ანგარიშზე თანხის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საბანკო ქვითარი/ამონაწერი) რომლის ოდენობაც შესაბამისი უნდა იყოს ამხანაგობის მხრიდან ამ წესით დადგენილი თანამონაწილეობის თანხის პროცენტულ ოდენობასთან.
2.ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვას კასპის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვის გზით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვის მიზნით აცხადებს ტენდერს და აფორმებს სამმხრივ ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ პირთან და ამხანაგობასთან;
4. ამხანაგობის თანამონაწილეობის წილის პროცენტული ოდენობის გამოანგარიშება მოხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხიდან.
5. ამხანაგობა ვალდებულია, ტენდერში გამარჯვებულ პირს ჩაურიცხოს თანადაფინანსებით გათვალისწინებული თანხა წინასწარ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით, მონაწილეობა მიიღოს შესასრულებელი სამუშაოების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაში.