ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2018
ძალის დაკარგვა 11.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-621
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016535
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,617 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2018 მიღება
11.11.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-621 2018 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება და ქიმიური ნივთიერებების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; გ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; დ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება; ე) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება მისი შესრულების თაობაზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების რეგულირება, სახელმწიფო აღრიცხვა-ანგარიშგება, მონაცემთა ბაზის წარმოება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან ერთად ისტორიული დაბინძურების წყაროების გაუვნებელყოფის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და წარდგენა; ი) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია; კ) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების კოორდინაცია; ლ) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა; მ) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაცია; ნ) ნარჩენებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საქმიანობების შესახებ შემოსული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; ო) ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-ორგანიზება; პ) საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებებით ან ქიმიური ნარევებით გამოწვეული დიდი ავარიების პრევენციის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობა; ჟ) მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია; რ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მიზნით; ს) არსებული ნაგავსაყრელების შესაბამისობაში მოყვანის გეგმების, მუნიციპალური ნარჩენების მართვისა და კერძო კომპანიების ნარჩენების მართვის გეგმების განხილვა და შეთანხმება; ტ) სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვის ხელშეწყობა და კოორდინაცია; უ) ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების მართვის კოორდინაცია; ფ) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისას ბაზელისა და როტერდამის კონვენციებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება; ქ) ქიმიური ნივთიერებების მართვის საერთაშორისო მიდგომის (SAICM) დანერგვის ხელშეწყობა; ღ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვაში და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ყ) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; შ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება; ც) სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; ძ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას; გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში; დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ნარჩენების მართვის სამმართველო; ბ) ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველო. მუხლი 5🔗. სამმართველოების კომპეტენციები 1. ნარჩენების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; გ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; დ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება; ე) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება მისი შესრულების თაობაზე; ვ) ნარჩენების მართვის რეგულირება, სახელმწიფო აღრიცხვა-ანგარიშგება, მონაცემთა ბაზის წარმოება; ზ) შესაბამის უწყებებთან ერთად ისტორიული დაბინძურების წყაროების გაუვნებელყოფის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა; თ) ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და წარდგენა; ი) ნარჩენების მართვის სფეროში გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია; კ) ნარჩენების მართვის სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების კოორდინაცია; ლ) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა; მ) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაცია; ნ) ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობების შესახებ შემოსული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; ო) ნარჩენების მართვის სფეროში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-ორგანიზება; პ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა ნარჩენების მართვის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მიზნით; ჟ) ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისას ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება; რ) არსებული ნაგავსაყრელების შესაბამისობაში მოყვანის გეგმების, კერძო კომპანიების ნარჩენების მართვის გეგმების განხილვა და შეთანხმება; ს) ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ტ) სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვის ხელშეწყობა და კოორდინაცია; უ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვაში და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ფ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა; ქ) სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; ღ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ქიმიური ნივთიერებების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; გ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ქიმიური ნივთიერებების რეგულირება, სახელმწიფო აღრიცხვა- ანგარიშგება, მონაცემთა ბაზის წარმოება; ე) შესაბამის უწყებებთან ერთად ისტორიული დაბინძურების წყაროების გაუვნებელყოფის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და წარდგენა; ზ) ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია; თ) კომპეტენციის ფარგლებში, ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების კოორდინაცია; ი) ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საქმიანობების შესახებ შემოსული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; კ) ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-ორგანიზება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებებით ან ქიმიური ნარევებით გამოწვეული დიდი ავარიების პრევენციის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; მ) მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია; ნ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მიზნით; ო) ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების მართვის კოორდინაცია; პ) კომპეტენციის ფარგლებში, ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისას როტერდამის კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება; ჟ) ქიმიური ნივთიერებების მართვის საერთაშორისო მიდგომის (SAICM) დანერგვის ხელშეწყობა; რ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვაში და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ს) კომპეტენციის ფარგლებში, ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ტ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა; უ) სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს ხელმძღვანელი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) მოთხოვნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.