აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№76-უ.ს.რ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი  პუნქტის  შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემდეგი შემადგენლობა:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე   

–  თორნიკე რიჟვაძე

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის მინისტრი

– ზაალ მიქელაძე

გ) აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის განათლების,

კულტურისა და სპორტის მინისტრი

–  ინგა შამილიშვილი         

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი

–  ჯაბა ფუტკარაძე

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი 

–  ტიტე აროშიძე

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                                      დავით გაბაიძე

 

ჩაქვი,

2018 წლის 21 ივლისი

№76-უ.ს.რ.ს.