საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 25.07.2018
ძალის დაკარგვა 01.03.2023
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.138.016363
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | 2 |
| 8 | 9 |
| 17 | 18 |
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის მიზეზი |
| თანამდებობა | სახელი |
| დაბრუნების თარიღი | ჩამოწერის აქტის № |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
2018 წლის 25 ივლისი
ქ. ახალციხე
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 431 და 432 მუხლების, 239-ე მუხლის მე-14 ნაწილისა და 240-ე მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი 1-ის მე-2 პუნქტის ,,ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს –
ახალციხის მუნიციპალიტეტის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“ (ს/ნ 424069616).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს
თანდართული:
ა)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი 1);
ბ)
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
431
და 432
მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი 2);
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი 3);
დ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი 4).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე
დანართი 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი №
----
-------------------
---------------------
1.ოქმის შედგენის თარიღი
2. ოქმის შედგენის ადგილი (რიცხვი, თვე, წელი)
3. მე, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -ახალციხის
უნიციპალიტეტის
,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ (ს/ნ 424069616)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი,
მამის სახელი, გვარი,)
4.დამრღვევი:----------------------------------------------------------------------------------------------------------(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის
რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)
5.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის
ადგილი, დრო და არსი:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.
პასუხისმგებლობა
აღნიშნული
სამართალდარღვევისათვის
გათვალისწინებულია
საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის ------------- მუხლის ------------- ნაწილით.
7.
მოწმე (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(პირადი ნომერი, სახელი, გვარი)
8.დამრღვევის ახსნა-განმარტება:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით)
9.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერებით:
/-------------------------------------------/
/-------------------------------------------/
(ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა)
(სახელი და გვარი)
/-------------------------------------------/
/-------------------------------------------/
(დამრღვევი
პირის ხელმოწერა)
(სახელი და გვარი)
10.
ოქმს გავეცანით:
ა) მოწმე(ები) (არსებობის შემთხვევაში):
---------------------------------------
----------------------------
-----------------------------
(მისამართი)
(ხელმოწერა)
(სახელი და გვარი)
---------------------------------------
----------------------------
---------------------- (
მისამართი)
(ხელმოწერა)
(სახელი და გვარი)
ბ) დაზარალებულ(ებ)ი
(არსებობის შემთხვევაში):
------------------------------
----------------------------
-----------------------
(მისამართი)
(ხელმოწერა)
(სახელი და გვარი)
--------------------------------
----------------------------
-----------------------------
(მისამართი)
(ხელმოწერა)
(სახელი და გვარი)
დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.
მე,-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(დამრღვევი პირის სახელი, გვარი)
გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს და მოვალეობებს („ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე“),
რასაც ვადასტურებ ხელმოწერით ----------------------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა: ოქმის ხელის მოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს.
სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყილიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
დამკვეთი: კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი –
ახალციხის მუნიციპალიტეტის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (ს/ნ 424069616) დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის №
.
დანართი 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების საგანი
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების, სხვა მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა ხდება კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“(ს/ნ 424069616) (შემდგომში –
სამართალსუბიექტი) შესაბამისი სამართალსუბიექტის თანამშრომლების მიერ.
2. ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან სამართალსუბიექტის თანამშრომლები (შემდგომში –
თანამშრომელი), რომელთა ნუსხას ხელმძღვანელი განსაზღვრავს ბრძანებით.
მუხლი 3🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი
1. თანამშრომელი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა გამოვლენისას ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება სამართალსუბიექტის იმ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომლიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება სამ ეგზემპლარად. რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ სამართალსუბიექტის თანამშრომელთან, მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევსб ხოლო მესამე იგზავნება რაიონულ სასამართლოში.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის:
ა) პირველ პუნქტში შეიტანება: ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება: ოქმის შედგენის ადგილი;
გ) მე-3 პუნქტში შეიტანება: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
დ) მე-4 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამდასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში –
დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.
ე) მე-5 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება: პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;
ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება: მოწმე (ასეთების არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი);
თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება;
ი) მე-9 პუნქტში შეიტანება: ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა, სახელი და გვარი; დამრღვევი პირის ხელმოწერა, სახელი და გვარი;
კ) მე-10 პუნქტში შეიტანება: მოწმე(ების) (არსებობის შემთხვევაში) მისამართი, ხელმოწერა, სახელი და გვარი; დაზარალებულ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) მისამართი, ხელმოწერა, სახელი და გვარი.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემვსები თანამშრომელი და სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
8. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები თანამშრომლის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, ოქმის შემდგენელი ამას აღნიშნავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.
11. სამართალსუბიექტი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სამართალსუბიექტის მიერ დაუყოვნებლივ იგზავნება რაიონულ სასამართლოში.
მუხლი 4🔗.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების საფუძველი
სამართალსუბიექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 5🔗.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, წარმოება და დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალების გაფორმების, წარმოებისა და შენახვისადმი
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გაცემა თანამშრომელზე ხორციელდება სამართალსუბიექტის შესაბამისი პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი - დანართი№3).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.
5. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამსახურის უფროსის ხელმოწერით და სამსახურის ბეჭდით.
6. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ბურთულიანი კალმით.
7. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი თანამშრომელი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
8. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
9. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების რეგისტრაციის შემდეგ, სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
10. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში, რომელიც შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 6🔗.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ქვემდებარეობა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული სასამართლო.
მუხლი 9🔗.
დასკვნითი დებულება
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი 3
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
№
გაცემის თარიღი
ოქმის
№
ოქმის გამცემი
თანამდებობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
ოქმის მიმღები
შედგენილი ოქმები
თანამდებობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
ოქმის №
თანამდებობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
8
9
10
11
12
13
14
15
16
დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები
შენიშვნა
დაბრუნების
თარიღი
ჩამოწერის
აქტის №
ოქმის №
თანამდებობა
სახელი
გვარი
17
18
19
20
21
22
23
დანართი 4
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) პირი ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (ს/ნ 424069616)
აქტი №
20-- წლის ----- ----------- ქ. -------------
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის
ფორმა
№
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის მიზეზი
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმების
რაოდენობა
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმების ექსკლუზიური ნომერი
1
2
3
4
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს.
კერძო სამართლის ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (ს/ნ 424069616)
დირექტორი: /-------------------------/
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი: /------------------------/