სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
დღის წესრიგი:
1. საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვის დამტკიცება შემდეგი პირობებით:
i. საზოგადოება გამოისყიდის საზოგადოების ყველა იმ არსებული აქციონერის ჩვეულებრივ აქციებს, ვისაც სურს, რომ გავიდეს საზოგადოებიდან სრულად ან ნაწილობრივ (შემდგომში „აქციათა გამოსყიდვა“). საზოგადოების მიერ გამოსყიდული ჩვეულებრივი აქციების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საზოგადოების განთავსებული აქციების 25%-ს კერძოდ, ჯამში 1 505 990 ცალ ჩვეულებრივ აქციას. იმ შემთხვევაში, თუკი აქციონერები წარადგენენ მოთხოვნას აქციათა გამოსყიდვის თაობაზე 1 505 990 ცალზე მეტ აქციაზე, საზოგადოება ვალდებული იქნება გამოისყიდოს მხოლოდ 1 505 990 ცალი ჩვეულებრივი აქცია, პროპორციულად ყველა მსურველი აქციონერისგან, რომელმაც დროულად წარადგინა მოთხოვნა აქციათა გამოსყიდვის თაობაზე;
ii. აქციათა გამოსყიდვა მოხდება ნასყიდობის ფასით 1.13 ლარის ოდენობით 1 ცალი ჩვეულებრივი აქციისთვის (აღნიშნული ფასი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილია აშშ დოლარისა და ლარის გაცვლითი კურსით 2,4417. რადგანაც კომპანიის ძირითადი აქტივები წარმოდგენილია აშშ დოლარში, აქციების გამოსყიდვის მომდევნო რაუნდებში კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში შესაძლებელია შეიცვალოს აქციათა გამოსასყიდი ფასიც), ნასყიდობის ფასის გადახდა საქართველოს რეზიდენტი აქციონერებისათვის მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტა ლარში, ხოლო არარეზიდენტი აქციონერებისათვის ნასყიდობის ფასის გადახდა იწარმოებს აშშ დოლარში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. მითითებული ფასი არ მოიცავს რაიმე სახის საბროკერო მომსახურების საფასურს, რასაც გაიღებს ის აქციონერი, რომლის აქციათა გამოსყიდვაც ხდება საზოგადოების მიერ;
iii. აქციონერები, რომლებსაც სურთ, რომ საზოგადოებამ გამოისყიდოს მათი აქციები, ვალდებულნი არიან შეატყობინონ საზოგადოებას ამის თაობაზე არაუგვიანეს 2018 წლის 14 სექტემბრამდე და ამავე შეტყობინებაში, მიუთითონ გამოსასყიდი ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა და საბანკო ანგარიშის ნომერი, სადაც სურთ, რომ ჩაერიცხოთ აქციათა ნასყიდობის ფასი; ამგვარი შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს აღნიშნული აქციონერის მიერ საზოგადოების ან მისი მენეჯმენტის მიმართ მანამდე ჩადენილი რაიმე დარღვევისათვის ყოველგვარ მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმას, იმ პირობით, რომ ამგვარ უფლებაზე უარის თქმა ძალაში შევა მხოლოდ აქციათა გამოსყიდვის ფასის ამ აქციონერის მიერ სრულად მიღების შემდეგ;
iv. არაუგვიანეს 2018 წლის 19 სექტემბრისა, საზოგადოება აცნობებს იმ აქციონერებს, რომლებმაც წარადგინეს მოთხოვნა აქციათა გამოსყიდვის თაობაზე (iii) პუნქტით დადგენილი წესით, თუ რა რაოდენობის აქციების გამოსყიდვა შეუძლია საზოგადოებას მათგან, ზემოთ (i) პუნქტში მითითებული 25% ზღვრის ფარგლებში;
v. არაუგვიანეს 2018 წლის 25 სექტემბრისა, ყველა აქციონერი, რომელმაც წარადგინა მოთხოვნა აქციათა გამოსყიდვის თაობაზე, გადასცემს საზოგადოებას იმ რაოდენობის აქციას, რაც საზოგადოების მიერ ეცნობა ზემოთ (iv) პუნქტით დადგენილი წესით. საზოგადოება არ არის ვალდებული გამოისყიდოს აღნიშნულ რაოდენობაზე მეტი აქცია;
vi. არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა, საზოგადოება გადაუხდის ნასყიდობის ფასს თითოეულ იმ აქციონერს, რომელიც გადასცემს აქციებს საზოგადოებას აქციათა გამოსყიდვის პროცედურით დადგენილი წესით.
2. ჩვეულებრივი აქციების გამოსყიდვის შემდეგ საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვის ფარგლებში შეძენილი ყველა ჩვეულებრივი სახაზინო აქციის გაუქმება.
დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ დაწვრილებით ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატში. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტების მოთხოვნა დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოსაგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში 2018 წლის 21 აგვისტომდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა 2018 წლის 11 ივნისის რიგგარეშე საერთო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრი“, 2018 წლის 23 ივლისს 18:00 სთ. (საერთო კრების სააღრიცხვო თარიღი) მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2018 წლის 21 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ.№74.