სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ.

მიღების თარიღი 24.07.2018
ძალის დაკარგვა 25.03.2022
გამომცემი ორგანო სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტო
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 380090000.68.080.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,132 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.07.2018 მიღება
25.03.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ. წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება №6 2018 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის  2018 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებით დამტკიცებული  „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით  სარგებლობის  ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“   27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2018 წლის 04 იანვრის  №1-1/2 ბრძანებით დამტკიცებული  „სსიპ  – წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულების“   მე-4 მუხლის  „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) „სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის)  ნიმუში“ დანართი  №1-ის შესაბამისად; ბ) „სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი  მოწმობის  ნიმუში“  დანართი  №2-ის შესაბამისად; გ)  „სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს ლუქის ნიმუშები“  დანართი №3-ის შესაბამისად. 2.  სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს  თანამშრომელთა ნუსხა, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ტარება განისაზღვრება სსიპ  – წიაღის   ეროვნული სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსიმაია ზავრაშვილი დანართი  №1 სსიპ  – წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის   განმასხვავებელი  ნიშნების მქონე  სპეციალური ტანსაცმლის  (უნიფორმის)  ნიმუში 1. შარვალი მუქი ლურჯი ფერის, სწორი სილუეტის, გვერდითი დახრილი ჯიბეებით, წინა ნახევარზე თითო ნაკეცით. მარცხენა წინა ნახევარზე დამუშავებულია პატარა – მოცულობითი ჯიბე სარქველით. სარქველი ჯიბეზე იბნევა ტექნიკური შესაბნევით. წინა ნახევარზე მუხლის არეში დაკერებულია საცვეთები. ორივე გვერდის ნაკერის გასწვრივ, მუხლის ზემოთ, დაკერებულია შემხვედრნაკეციანი ზედნადები ჯიბე სარქველით. სარქველი ჯიბეზე იბნევა ორი ტექნიკური შესაბნევით.  შარვლის უკანა ნახევარზე დაკერებულია მისივე სიგანის ტოლი საცვეთი, რომლის ნახევარი გამოყენებულია უკანა ჯიბედ, დახრილი ჯიბის პირით. ჯიბისა და გვერდის ნაკერში (ჯიბის თავზე)  ჩაყოლებულია გასაფორმებელი ქამარი მხოლოდ მარჯვენა უკანა  ნახევარზე. სათავე დამუშავებულია  მიკერებული ქამრით, გვერდებში (ორ საქამრეს შორის) რეზინით. სათავეზე მიკერებულია  საქამრე.  მარჯვენა კალთის საქამრეზე განთავსებულია რკინის ნახევარ რგოლი. გულფიკი დამუშავებულია ელვაშესაბნევით. ქამარი იბნევა ერთი ღილით ღილკილოზე.  2. ხალათი ლურჯი ფერის, სწორი სილუეტის, საყელო დგარი. წინა კალთებზე დაკერებულია ზედნადები რელიეფური ჯიბე, რომელიც იბნევა  ელვაშესაბნევით. სახელო  ჩაკერებული, სახელოებზე  დაკერებულია იდაყვის საცვეთი. მარჯვენა სახელოზე დაკერებულია მოცულობითი ჯიბე სარქველით. შიგნით ჩაკერებული სამ განყოფილებიანი კალმების ჩასალაგებლად. სარქველი ჯიბეზე იბნევა ერთი ლითონის კნოპით. მარცხენა სახელოზე დაკერებულია ჯიბე ელვაშესაბნევით რომელზეც მიკერებული აქვს ლოგო. სახელოს ბოლო დამუშავებულია „მანჟეტით“  რომელიც იბნევა ლითონის ერთი და ორი დამატებითი კნოპით.  სახელოს აქვს შეხსნილი ელვაშესაბნევით. გვერდის ნაკერებში წელზე ჩაყოლებულია მოსაჭიმი, რომელიც ზურგზე შეიბნევა ტექნიკური შესაბნევით. ზურგი არის ახსნილი კოკეტკიანი, რომელიც ზურგზე იბნევა სამი ტექნიკური შესაბნევით. კოკეტკაზე მიკერებულია სარქველი წარწერით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იკეცება და შეინახება კოკეტკის ქვეშ. წინა კალთები ერთმანეთზე იბნევა ელვაშესაბნევით, რომელიც კალთებზე დაკერებულია ორი პარალელური გვირისტით. 3. ჟილეტი ლურჯი ფერის, სწორი სილუეტის საყელო ნახევრად დგარი. წინა კალთა კოკეტკიანი. მარცხენა წინა კალთაზე  დაკერებულია ელიფსური ტექნიკური შესაბნევი ლოგოსთვის. კალთები ერთმანეთზე იბნევა ელვაშესაბნევით. წინა კალთებზე დაკერებულია მოცულობითი ჯიბე სარქველით, სარქველის ქვეშ დამატებითი ზედნადები ჯიბით. სარქველი ჯიბეზე იბნევა ორი ტექნიკური შესაბნევით. მარჯვენა კალთაზე დაკერებულია ორმაგი პატარა მოცულობითი გულის  ჯიბე სარქველით, სარქველი ჯიბეზე იბნევა ერთი ტექნიკური შესაბნევით. სარქველზე განთავსებულია ერთი ლითონის ნახევარ რგოლი, მარჯვენა კალთაზე გვერდის ჯიბის თავზე დამუშავებულია ჯიბე ელვაშესაბნევით. ზურგი არის ახსნილი კოკეტკიანი, რომელიც ზურგზე იბნევა სამი ტექნიკური შესაბნევით. კოკეტკაზე მიკერებულია სარქველი წარწერით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში აიკეცება და შეინახება კოკეტკის ქვეშ ზურგის შუა ნაწილში, ვერტიკალურად დამუშავებულია გაჭრილი ორი შეხსნილი, გვერდის შეხსნილები მომრგვალებულია.ზურგის ქვედა ნაწილზე დაკერებულია მოსაჭიმები, რომელიც იბნევა წინა კალთაზე დაკერებული ლითონის ორი ნახევარრგოლით. ორივე წინა კალთის  სარჩულზე დაკერებულია გულის ჯიბე, რომელიც იბნევა ტექნიკური შესაბნევით. ზურგის სარჩული წელის ხაზის ზემოთ არის „ბადე-ღრუბლით“. სარჩულის წელის ხაზზე დამუშავებულია ჯიბე ელვაშესაბნევით. 4. პულოვერი ლურჯი ფერის, სწორი სილუეტის, გადაფენილი  საყელოთი. წინა კალთა მკერდის ხაზამდე იბნევა ელვაშესაბნევით. სახელო ჩაკერებული. პულოვერის და სახელოს ბოლო დამუშავებულია  მანჟეტით.ზურგი კოკეტკიანი, კოკეტკის ქვემოთ ნაქარგი წარწერით. წინა კალთას გულმკერდის არეში და სახელოს იდაყვის არეში დაკერებული აქვს ქსოვილი. კალთის მარცხენა მხარეს გულმკერდის არეში დაკერებული აქვს ლოგო. 5. მაისური ლურჯი ფერის. ყელისა და კისრის განჭერში  ჩაკერებულია ორმაგი საყელო.   სახელო ჩაკერებული –  მოკლე. 6.  ქუდი  „ა“ ტიპის ზამთრის ქუდის საზედაპირე ქსოვილი ლურჯი ფერის. მრგვალი, მყარი მდგრადი ფორმის. წინაფრა მკვრივი, დრეკადი, ელასტიური.  ჩამოსაშლელი ხელოვნური ბეწვით გაფორმებული (დამუშავებული) ორსამაგრიანი სარქველი, რომელიც წარმოადგენს ქუდის ძირითადი ნაწილის გაგრძელებას, მაგრდება ქუდის ძირითად ნაწილზე აკეცილ მდგომარეობაში, მარჯვნიდან და მარცხნიდან თითო უჟანგავი მასალისაგან  დამზადებული  კნოპით  და იძლევა საშუალებას საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნეს როგორც მათბუნებელი საშუალება მისი ჩამოშლისას. ხელოვნური ბეწვი მუქი შავი ფერის, მბზინავი დაბალბეწვიანი. ქუდს წინაფრის ზემოთ ძირითად ნაწილზე უნდა ჰქონდეს შემოკერებული იმავე მასალისაგან გამზადებული არშია სამკერვალო გვირისტებით  ზედა  და  ქვედა  ნაწილში. ქუდის საშუბლე ნაწილზე განთავსებულია ლოგო (ემბლემა). 7. ზამთრის ქურთუკი მუქი ლურჯი ფერის. სწორი სილუეტის, ელვაზე მოსახსნელი მათბუნებლით. მათბუნებლის წინა კალთებზე დამუშავებული გულის ჯიბით, ჩაკერებული წინაფრიანი, სარჩულიანი კაპიუშონით. წინა კალთები კოკეტკიანია, ერთმანეთზე იბნევა ელვაშესაბნევით, რომელიც დაფარულია ორი თამასით და ერთმანეთზე იბნევა შვიდი ლითონის კნოპით. სახელო ჩაკერებული, ორნაწილიანი, ჩაშვებული, რომლის ბოლოს სიგანე რეგულირდება მოსაჭიმით ტექნიკურ შესაბნევზე. წინა კალთაზე დამუშავებულია ერთკანტიანი გაჭრილი ჯიბე სარქველით, რომელიც იბნევა ჯიბეზე ერთი ლითონის კნოპით. ზურგი ახსნილი, კოკეტკიანი, რომელიც ზურგზე იბნევა სამი ტექნიკური შესაბნევით. კოკეტკაზე მიკერებულია სარქველი არეკვლადი წარწერით, რომელიც შეიკეცება და შეინახება  კოკეტკის ქვეშ წინა კალთებზე და სახელოებზე დაკერებულია ზედნადები რელიეფური ელვაშესაბნევიანი ჯიბე. მარცხენა სახელოზე ჯიბის მაღლა მიკერებულია ლოგო. ქურთუკი სარჩულიანია. მარცხენა კალთის სარჩულზე დამუშავებულია ერთკანტიანი გულის ჯიბე. 8. საწვიმარი ქურთუკი  მუქი ლურჯი; სწორი სილუეტის, ჩაშვებული, საყელო დგარი, სახელო ჩაკერებული, ჩაშვებული, სახელოს ბოლოზე სარჩულის მხრიდან მიკერებული აქვს თავისივე ქსოვილი, რომელიც ბოლოვდება შიგ გაყრილი რეზინით.წინა კალთები ერთმანეთზე იბნევა ელვაშესაბნევით, რომელიც დაფარულია თამასით. თამასა კალთაზე იბნევა სამი ლითონის კნოპით და ტექნიკური შესაბნევით. წინა კალთებზე დამუშავებულია გაჭრილი სარქველიანი ჯიბე.  ზურგი ახსნილი კოკეტკიანია, რომელიც ზურგზე იბნევა სამი ტექნიკური შესაბნევით. კოკეტკაზე მიკერებულია არეკვლადი  წარწერიანი სარქველი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში აიკეცება და შეინახება კოკეტკის ქვეშ. მარცხენა წინა კალთაზე მკერდის ხაზთან დაკერებულია ლოგო.  საწვმარი სარჩულიანია, საწვიმარს აქვს მოსახსნელი სამნაწილიანი წინაფრიანი კაპიუშონი ელვით, რომელიც კისერში მაგრდება სამი რკინის კნოპით. კაპიუშონის ელვა, საშუალებას იძლევა მისი ზომაში ცვალებადობისა. 9. მაღალყელიანი  ფეხსაცმელი შავი ფერის  ტყავის და ნეილონის კომბინაციით შეკერილი თასმებზე შესაკრავი  მაღალყელიანი ფეხსაცმელი. დანართი №2 სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის   სამსახურებრივი  მოწმობის  ნიმუში დანართი №3 სსიპ   –  წიაღის ეროვნული სააგენტოს   ლუქის ნიმუშები 1. ლუქი №1 იძლევა სწრაფი დალუქვის საშუალებას. ლუქი №1-ის ტექნიკური მახასიათებლებია: ა) მასალა:  პოლიპროპინელი ან პოლიეთილენი; ბ) ზომები: საერთო სიგრძე – 342 მმ; გ) სამუშაო სიგრძე – 255 მმ; დ) ლენტის დიამეტრი – 2 მმ; ე) მარკირება: შვიდნიშნა ან ცხრანიშნა ციფრით; ვ) ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი და ყვითელი. ლუქი №1 2. დანომრილი, თვითწებვადი ლუქი №2-ის გახსნის შემთხვევაში მასზე ჩნდება ინდიკატორული წარწერა ,,OPENED”, რომელიც მეორადი დაწებებისას არ იკარგება. ლუქზე შესაძლებელია დაწებების თარიღის და ხელმოწერის აღნიშვნა ბურთულიანი კალმით. ლუქი №2-ის ტექნიკური მახასიათებლებია: ა) მასალა: პოლიეთილენი; ბ) ზომები: 20მმ X 63მმ ან 10მმ X 40მმ; გ) მარკირება: ექვსნიშნა ციფრით. ლუქი №2 3. ლუქ №3-ს აქვს ჩამკეტი და დაცვის რამდენიმე ხარისხი. ლუქი №3-ის ტექნიკური მახასიათებლებია: ა) მასალა: გამჭვირვალე აკრილი; ბ) მარკირება: შვიდნიშნა ციფრით, რომლის ბოლო ოთხი ციფრი დუბლირდება ჩამკეტ ნაწილზე; გ) ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი, შავი, რუხი. ლუქი №3 4.ლუქი №4 წარმოადგენს ჩამკეტ-დასალუქი მოწყობილობის მქონე მინიატურულ-ტროსიანი ლუქის სახეობას. მას აქვს ჩასახრახნი ელემენტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ლუქის ჩაკეტვა, რომლის შემდეგაც ეს ჩასახრახნი ელემენტი ტყდება. ლუქი №4-ის ტექნიკური მახასიათებლებია: ა) მასალა: ლუქის კორპუსი – ალუმინის შენადნობი; ბ) ტროსი – მოთუთიავებული ფოლადი; გ) მარკირება: ექვსნიშნა ციფრით; დ) ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი, შავი. ლუქი №4 .