„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №60 |
|
2018 წლის 25 ივლისი ქ. ქუთაისი |
1. დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) მოქალაქეთა უფლებების დაცვის ზედამხედველობის განყოფილება“.
2. დადგენილების №1 დანართის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“, „22“, „23“ და „51“ პუნქტები:
„21. რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
„22. დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.“
„23. ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.“
„51. ქუჩის სამუშაოების წარმოებასათვის შესაბამისი ნებართვის მომზადება.“
3. დადგენილების №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. მოქალაქეთა უფლებების დაცვის ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
1. საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, ავტრანსპორტის დგომა-გაჩერების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
2. დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
3. ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენების ფაქტების გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
4. რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, რომელიც ეხება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამის გავრცელებას.
5. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 771 და 772 მუხლების, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 1522 და 159-ე მუხლების საფუძველზე.“.
|