საჩხერის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურებისა და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.07.2018
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №115
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016324
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/07/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.07.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის
მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურებისა და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №115
2018 წლის 25 ივლისი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურებისა და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურებისა და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემა თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი
დანართი
საჩხერის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურებისა და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. საჩხერის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) მიერ შიდა მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება რეგულარულად და პერიოდულად, მომსახურების მიწოდების პარალელურად, დაწესებულების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
2. საჩხერის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების, დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემა განსაზღვრავს სკოლამდელი განათლების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების (შემდგომში – მომსახურება) და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების პრინციპებს, ამოცანებს და პროცედურებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომ – კანონი) გამოყენებულ ტერმინებს.
2. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) შიდა მონიტორინგი – უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს დაწესებულების მიერ ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვასა და ანალიზს, რომლის მიზანია დაწესებულების მიერ რწმუნების მიღება იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებულებაში მომსახურების მიწოდება ხდება კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ასევე, დაწესებულების სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
ბ) ყოველთვიური შიდა მონიტორინგი – დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ყოველთვიური მონიტორინგი, რომლის მიზანია დაწესებულების სამოქმედო გეგმით სასწავლო-სააღმზრდელო წლის კონკრეტულ თვეში განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევისა და აქტივობების შესრულების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, ასევე, მომსახურების პროცესში წარმოჩენილი საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების ჩამოყალიბება;
გ) შუალედური შიდა მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების შეჯამება, მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების ჩამოყალიბება;
დ) წლიური შიდა მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების შუალედური შიდა მონიტორინგისა და დარჩენილი თვეების შიდა მონიტორინგის შედეგების შეჯამება, მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების ჩამოყალიბება;
ე) შეფასება − მომსახურებისა და დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. შეფასების მიზანია კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, დაწესებულების არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება, ასევე, დაწესებულების მიერ, დამფუძნებელთან კოორდინაციით, სათანადო ქმედებების განსაზღვრა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
ვ) ანგარიშგება − შიდა მონიტორინგისა და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარმოჩენა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება დაწესებულების და/ან მისი დამფუძნებლის მიერ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად;
ზ) მიზანი – განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა ყველა დაგეგმვის ღონისძიება. მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი, ან კონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან;
თ) საბაზისო მაჩვენებელი – დაწესებულების მდგომარეობა ავტორიზაციის (მათ შორის, პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში, მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო აქტივობების დაწყებამდე. დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დადასტურებული მონაცემები;
ი) სამიზნე მაჩვენებელი – მომსახურების მიწოდების მისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტებით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული შედეგები;
კ) შესრულების მაჩვენებელი – მომსახურების მიწოდების მიღწეული შედეგი სამიზნე მაჩვენებელთან მიმართებაში;
ლ) აქტივობა – ქმედება, რომელიც პირდაპირ განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას;
მ) შესრულების დამადასტურებელი საშუალება − დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც მტკიცდება მიღწეულია თუ არა მიზანი, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებულია თუ არა აქტივობა;
ნ) სამოქმედო გეგმა − დაწესებულების მიერ შემუშავებული, სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული ყოველწლიური დოკუმენტი, რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას და ასახავს კონკრეტულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებლებსა და აქტივობებს;
ო) დაკვირვება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. დაწესებულების ხელმძღვანელის და/ან მის მიერ განსაზღვრული თანამშრომლის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (ბავშვები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქცევის/მოქმედების შესწავლა. დაკვირვების დროს დაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას;
პ) გასაუბრება – დაწესებულების ხელმძღვანელის და/ან მის მიერ განსაზღვრული თანამშრომლის მიერ შიდა მონიტორინგის დროს გამოყენებული მეთოდი, საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების მიზნით დაწესებულების პერსონალთან, ბავშვის ოჯახის წევრთან და/ან ბავშვთან განხორციელებული კომუნიკაცია. გასაუბრების დროს დაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და გასაუბრება არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას;
ჟ) აღნიშვნის ფურცლით შემოწმება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ წინასწარ შემუშავებული აღნიშვნის ფურცლის გამოყენებით მონიტორინგის გუნდის მიერ განხორციელებული შემოწმება, რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს, ასევე, ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს. აღნიშვნის ფურცელი უნდა მოიცავდეს სამიზნე მაჩვენებლების ჩამონათვალთან ერთად შესრულებულ მაჩვენებლებს;
რ) სტრუქტურული ერთეული − საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს, შეფასებასა და ანგარიშგებას.
მუხლი 3🔗.
შიდა მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პრინციპები
1. მომსახურების მიწოდების დაგეგმვა და შიდა მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს ერთსა და იმავე პრინციპებს.
2. შიდა მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პრინციპებია:
ა) ინფორმაციის ვალიდურობა (შესაბამისობა) და სანდოობა – შიდა მონიტორინგისა და შეფასების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტად ადგენს მას, რის შესამოწმებლადაც არის განსაზღვრული, არის სანდო და გამოსადეგი როგორც დაწესებულებისათვის, ასევე დამფუძნებლისათვის;
ბ) მართვის განუყოფელი ნაწილი – შიდა მონიტორინგისა და შეფასების პროცესი დაგეგმილია და ხორციელდება ისე, რომ მიღებული ინფორმაცია მიღწევების, გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ეხმარება დაწესებულებას ეფექტიანად განაგრძოს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წლის განმავლობაში;
გ) ობიექტურობა, გამჭვირვალობა და სამართლიანობა – მიღწევებისა და გამოწვევების შიდა მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად, განსაზღვრული პროცედურებისა და ვადების დაცვით;
დ) კანონმდებლობასთან შესაბამისობა – შიდა მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტებში განსაზღვრული მაჩვენებლები ეფუძნება კანონსა და მის საფუძველზე შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
ე) ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა – მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე გათვალისწინებული და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და არ ხდება საგანმანათლებლო პროცესის შეფერხება.
მუხლი 4🔗.
შიდა მონიტორინგისა და შეფასების ამოცანები
დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების ამოცანებია:
ა) გამოვლინდეს დაწესებულების მიღწევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით, დაწესებულების სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
ბ) გამოვლინდეს დაწესებულების გამოწვევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით, დაწესებულების სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
გ) მოხდეს დაწესებულების მიერ დროული და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით;
დ) მოხდეს მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის შესახებ სანდო და ვალიდური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
ე) გამოვლინდეს გადამზადების საჭიროებები დაწესებულების თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
ვ) უზრუნველყოფილ იქნეს დაწესებულების მიერ კანონის მე-17 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტრატეგიების შემუშავება;
ზ) დამფუძნებელთან თანამშრომლობით მოხდეს ინფორმაციის სანდო და ვალიდური ანალიზი, რაც წარმოაჩენს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების რეალისტურობასა და განხორციელებადობას, არსებული რესურსების გათვალისწინებით და საჭირო რესურსების (მათ შორის, ფინანსური) განსასაზღვრად;
თ) მოხდეს შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე წარმატებული პრაქტიკის ან პრობლემური შემთხვევების წარმოჩენა და საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტებისთვის გაზიარება.
მუხლი 5🔗.
შიდა მონიტორინგის პროცედურა
1. შიდა მონიტორინგი ხორციელდება დაწესებულების მიერ ყოველთვიურად. მიღებული ინფორმაცია აისახება ყოველთვიური შიდა მონიტორინგის ფორმაში, რომელიც მოიცავს კონკრეტულ პერიოდში მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებლებს, აქტივობებს, შესრულების მაჩვენებლებს და შესრულების დამადასტურებელ საშუალებებს.
2. სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში და სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ორი თვის განმავლობაში ხორციელდება მოცემული პერიოდისათვის არსებული შედეგების სინთეზი, რაც აისახება შუალედური შიდა მონიტორინგისა და წლიური შიდა მონიტორინგის ანგარიშში.
3. დაწესებულება შიდა მონიტორინგს ახორციელებს დაწესებულების მიერ დადგენილი გეგმისა და დაწესებულების საბაზისო მაჩვენებლის გათვალისწინებით.
4. შიდა მონიტორინგის განხორციელების დროს დაწესებულება იყენებს შიდა მონიტორინგის ფორმას, რომელსაც დაწესებულება თავად ქმნის სამოქმედო გეგმაზე დაფუძნებით, დაკვირვების, გასაუბრებისა და აღნიშვნის ფურცლით შემოწმების მეთოდების გამოყენებით.
5. დაწესებულება, შიდა მონიტორინგის შედეგად, ახორციელებს ავტორიზაციის პირობების შესრულების შიდა დადგენილ საფეხურებთან მიმართებაში პროგრესის გამოვლენას.
6. დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შიდა დადგენილი საფეხურებია:
ა) პირველი საფეხური – დაწესებულება საჭიროებს ძირეულ გაუმჯობესებას ავტორიზების პირობების შესრულების მიზნით; პირობითი ავტორიზაციის მქონე დაწესებულების განვითარების სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლები არის მიღწეული, წარმოდგენილია შიდა მონიტორინგის შედეგებით და დადასტურებულია სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად;
ბ) მეორე საფეხური – დაწესებულება დგას ავტორიზების პირობების შესრულების გზაზე; პირობითი ავტორიზაციის მქონე დაწესებულების განვითარების სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლები არის გადაჭარბებით მიღწეული, წარმოდგენილია შიდა მონიტორინგის შედეგებით და დადასტურებულია სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად;
გ) მესამე საფეხური – ავტორიზებული დაწესებულება ასრულებს ავტორიზაციის პირობებს; ავტორიზებული დაწესებულების საბაზისო მაჩვენებლები აკმაყოფილებს ავტორიზების პირობებს და სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლები არის მიღწეული, წარმოდგენილია შიდა მონიტორინგის შედეგებით და დადასტურებულია სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად;
დ) მეოთხე საფეხური – ავტორიზებული დაწესებულება საუკეთესოდ ასრულებს ავტორიზაციის პირობებს; ავტორიზებული დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელი აკმაყოფილებს ავტორიზების პირობებს და სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლები არის გადაჭარბებით მიღწეული, წარმოდგენილია შიდა მონიტორინგის შედეგებით და დადასტურებულია სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად.
7. საფეხურიდან საფეხურზე პროგრესს დაწესებულება ასახავს შუალედურ და წლიურ შიდა მონიტორინგის ანგარიშში.
8. დაწესებულება ყოველთვიური, შუალედური და წლიური შიდა მონიტორინგის ფორმასა და ანგარიშში ასახავს რეკომენდაციებს შემდგომი თვეებისათვის დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესასრულებლად, გამოვლენილი საჭიროებებისა და გამოწვევების დასაძლევად.
9. დაწესებულების მიერ შუალედური და წლიური შიდა მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშები მზად უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის მიერ დაგეგმილ მონიტორინგამდე ორი კვირით ადრე.
10. საჯარო დაწესებულების მიერ შუალედური და წლიური შიდა მონიტორინგის ანგარიშის სტრუქტურული ერთეულისთვის წარდგენა ხდება დაწესებულების მოსალოდნელი მონიტორინგის შესახებ შეტყობინებიდან 2 კვირის ვადაში, რათა შესაძლებელი გახდეს სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დროს შიდა მონიტორინგის შედეგების გათვალისწინება.
11. შიდა მონიტორინგის შედეგების სტრუქტურული ერთეულისთვის წარდგენა სავალდებულო არ არის კერძო დაწესებულებისთვის, თუმცა წარმატებული პრაქტიკის ან არსებული გამოწვევების წარმოჩენის მიზნით რეკომენდებულია, კერძო დაწესებულების მიერ სტრუქტურული ერთეულისათვის წლიური შიდა მონიტორინგის ანგარიშის სამოქმედო გეგმასთან ერთად წარდგენა.
მუხლი 6🔗.
შეფასების პროცედურა
1. დაწესებულების მიერ განხორციელებული შეფასების პროცესი არის სტრუქტურული ერთეულის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული შეფასების პროცესის განუყოფელი ნაწილი.
2. დაწესებულება უფლებამოსილია დაგეგმოს და განახორციელოს თვითშეფასება ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტებიდან და/ან ტექნიკური რეგლამენტებიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესაბამისად.
3. დაწესებულებას წვლილი შეაქვს სტრუქტურული ერთეულის მიერ დაწესებულების შეფასების ინსტრუმენტის შექმნაში და თანამშრომლობს მასთან შეფასების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.
მუხლი 7🔗.
შიდა მონიტორინგსა და შეფასებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი
1. დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების შიდა მონიტორინგისა და შეფასების ეფექტიანად განხორციელებაზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
2. დაწესებულება უფლებამოსილია მოიწვიოს საჭირო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე პირი, რომელიც დაეხმარება და კონსულტაციას გაუწევს დაწესებულებას ხარისხიანი შიდა მონიტორინგისა და შეფასების ფორმის შემუშავებასა და შესრულებაში.
მუხლი 8🔗.
საკონსულტაციო საბჭოს როლი მონიტორინგისა და შეფასების პროცესში
1. დაწესებულების მიერ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულია დაწესებულების საკონსულტაციო საბჭო.
2. დაწესებულება ვალდებულია შიდა მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშები გააცნოს დაწესებულების საკონსულტაციო საბჭოს და შექმნას პირობები მისგან უკუკავშირის მისაღებად.