📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.07.2018
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016364
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/07/2018
matsne.gov.ge 3,793 სიტყვა · ~19 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპიური ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ტიპიური ფორმების დამტიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.05.2015 მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონულ აუქციონსა და პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის ხელშეკრულებების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 26.01.2018 ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას და საკუთრების უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 20.11.2017 გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 09.03.2018 თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 05.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 2018 წლის 25 ივლისი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 120-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 და მე-11 მუხლების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს პირობების გარეშე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება) ფორმა დანართი 1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება)  ორმა დანართი 2-ის შესაბამისად. 3. დამტკიცდეს პირობების გარეშე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად. 4. დამტკიცდეს პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა დანართი 4-ის შესაბამისად. 5. დამტკიცდეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა დანართი 5-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმების, ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №9 დადგენილება. 2. „ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №3 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე დანართი 1 ახალციხის მუნიციპალიტეტი პირობების გარეშე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი ( ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება ) № ქ. ახალციხე                                                                         „___“ „ ____________“ 20___ წელი  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი / ოქმის ( ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების) მიმღები  პირის მონაცემები : სახელი, გვარი /დასახელება     /                                            პირადი ნომერი /საიდენტიფიკაციო კოდი    /                                            მისამართი                                                    /                                            წარმომადგენელი / მინდობილი პირი            /                                            ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი ქონების მონაცემები :  მისამართი ან /და სხვ. __________________________________________________________ საკადასტრო კოდი ___________________________________________________________________ საიდენტიფიკაციო № უძრავი  ქონების  ფართი  კვ.მ. წილის  ოდენობა  და  სხვ . ჩატარებული ელექტრონული აუქციონის მონაცემები : აუქციონის დაწყების თარიღი აუქციონის დასრულების თარიღი                                                                         აუქციონის №  აუქციონის ლოტის №  ბიჯის ოდენობა               საგარანტიო თანხის ოდენობა  ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია : ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი _____________________________________________ ლარი აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შემოთავაზებული ფასი_______________________ლარი გაყიდული ქონების სრული საპრივატიზებო საფასური     _____________________________ლარი  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, _________  კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს და ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. მყიდველი ვალდებულია სრულად გადაიხადოს ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან კალენდარული დღის ვადაში, შემდეგ საბანკო ანგარიშის ნომერზე: ბანკის დასახელება : ბანკის კოდი :                  ანგარიშის №   სხვა დამატებითი ინფორმაცია : ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას; - ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი /გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ: ა )  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ )  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. ქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ახალციხის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად დაფარვამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, ქონების შემძენს, საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.  ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.  თუ მყიდველი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონებაზე,  ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.  წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.  ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა )  ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან; ბ ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია – მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;  გ )  იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მყიდველი ადასტურებს , რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას . ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ( სახელი , გვარი ) ( რეკვიზიტები ) ( ხელმოწერა )      ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი   ( სახელი , გვარი ) ( რეკვიზიტები ) ( ხელმოწერა )      ბ.ა . დანართი 2 ახალციხის მუნიციპალიტეტი პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი ( ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება ) № ______ ქ. ახალციხე                                       „___“ „________________“ 20___ წელი ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი /ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების) მიმღები პირის მონაცემები: სახელი, გვარი /დასახელება                                                                             /                     პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი                                                    /                     მისამართი                                                                                                           /                     წარმომადგენელი / მინდობილი პირი                                                           /                     ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი ქონების მონაცემები: მისამართი ან/და სხვ.          _______________________________________________________________ საკადასტრო კოდი             ______________________________________________________________ საიდენტიფიკაციო № უძრავი ქონების ფართი    __________    კვ.მ. წილის ოდენობა და სხვ.                                                                                                        ____________ ჩატარებული ელექტრონული აუქციონის მონაცემები: აუქციონის დაწყების თარიღი                         აუქციონის დასრულების თარიღი                 აუქციონის №                                                     აუქციონის ლოტის №                                     ბიჯის ოდენობა                                                 საგარანტიო თანხის ოდენობა                       ჩატარებული ელექტრონულ აუქციონის შესახებ ინფორმაცია: ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი         ___________________   ლარი აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შემოთავაზებული ფასი    ___________________   ლარი გაყიდული ქონების სრული საპრივატიზებო საფასური   ___________________    ლარი ჩატარებული აუქციონის განსაკუთრებული პირობები: სრული საპრივატიზაციო საფასურის გადახდის ბოლო ვადა       _________________________________________  პირობით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, _________  კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს და ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. მყიდველი ვალდებულია სრულად გადაიხადოს პირობით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან _____ კალენდარული დღის ვადაში, შემდეგ საბანკო ანგარიშის ნომერზე: ბანკის დასახელება:       _____________________________________________________ ბანკის კოდი :    ___________________________________________________________ ანგარიშის №       __________________________________________________________ სხვა დამატებითი ინფორმაცია:  ______________________________________________ და ჯეროვნად და დადგენილ ვადებში შეასრულოს პირობით გამოცხადებულ ელექტრონული აუქციონის შემდეგი პირობები:  __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ სხვა პირობები და ვალდებულებები: ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა- პატრონობასა და დაცვაზე. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და  მათ მათი შესრულების თაობაზე ინფორმაცია წარუდგინოს მუნიციპალიტეტს (აუქციონატორს), მოთხოვნისთანავე ან/და დადგენილ ვადაში. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გადასცეს სხვას სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა შეთანხმდეს მუნიციპალიტეტთან. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის უფლებამონაცვლეს. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მისი ოფიციალურად (წერილობითი ფორმით) დადასტურების მომენტიდან. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% – დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% – დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე – ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო წილებისა და აქციების შემთხვევაში – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მარეგისტრირებელ ორგანოში უზრუნველყოფს ელექტრონული აუქციონის გამარჯვებული. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება ანგარიშსწორებისას. იმ შემთხვევაში, თუკი ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვის, განვითარებისთვის ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებისათვის გასათვალისწინებელი პირობა. პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია – მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი        ______________________     ______________________________                            (სახელი, გვარი)                                  (რეკვიზიტები)   (ხელმოწერა)      ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი  ___________________   __________________________                                  (სახელი, გვარი)                          (რეკვიზიტები)   (ხელმოწერა)      ბ.ა. დანართი 3 ახალ ციხის მუნიციპალიტეტი პირობების გარეშე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულება  № _____ ქ. ახალციხე                                                                                            „___“  „ __________“ 20___ წელი ხელშეკრულების მხარეები : წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს                                                       (შემდგომში „გამყიდველი“) და, მეორე მხრივ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს: შორის (ელექტრონული აუქციონში გამარჯვებულის – ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი / იურიდიული პირის ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმა , სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი , მისამართი , საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 120-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების , სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის , საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის , ქირის საფასურის , ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის № 669 დადგენილების, 20___ წლის ___ _________  №_______ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე: მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი 1. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში „გამყიდველი“,  „მყიდველს“, რომელიც არის ახალციხის   მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 20__ წლის _______________- დან 20__ წლის _____________-მდე ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი,   20___ წლის ___ _________  №_____  „აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის“ საფუძველზე გადასცემს  ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ __________________________________________________________________________________ ​(​ქონების ​დასახელება​, ​მონაცემები ​შესაბამისი ​რეესტრიდან​/მარეგისტრირებელი ორგანოდან, ​მათ ​შორის ​ინფორმაცია ​ქონების ​დატვირთვის ​ან​/​და ​ვალდებულებების ​თაობაზე​, __________________________________________________________________________________ ​​ საკადასტრო​/​საიდენტიფიკაციო ​კოდი​, ​სარეგისტრაციო ​ნომერი​, ​უძრავი ​ქონების ​ფართობი​,  ​ქონების ​სხვა ​აღწერილობა​) __________________________________________________________________________________                                              ქონებას (შემდგომში – „ხელშეკრულების საგანი“). 2.  „გამყიდველი“ აცხადებს, რომ „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა და შეესაბამება აუქციონის განაცხადში აღნიშნულ პირობებს, რასაც „მყიდველი“ არ ხდის სადავოდ და წინამდებარე ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს. 3.  „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისთვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე. 4.  ამ მუხლის მიზნებისათვის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის ქვეშ „მხარეები“ გულისხმობენ იმას, რომ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები „მყიდველს“ „ხელშეკრულების საგნის“ გამო. მუხლი 2🔗. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი 1. „მყიდველი“ ვალდებულია ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო საპრივატიზებო თანხა: ________________________               (_______________________________) ლარი                ​(​ციფრებით​)                                                                      ​  (​სიტყვიერად​) სრულად გადაიხადოს №_____ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში განსაზღვრული პირობებით,  ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში  შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ბანკის დასახელება: _____________________________________________ ბანკის კოდი:  __________________________________________________ ანგარიშის №  __________________________________________________ სხვა დამატებითი ინფორმაცია:  __________________________________________ 2.  „მყიდველს“ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 3. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. მუხლი 3🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობები 1. „გამყიდველს“ უფლება აქვს: ა) მოითხოვოს „მყიდველისგან“ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; ბ) წინამდებარე ხელშეკრულების პირობების „მყიდველის“ მიერ უხეშად დარღვევის შემთხვევაში, ასევე სხვა პატივსადები მიზეზების არსებობისას მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა; გ) „მყიდველის“ მიერ საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდისა და მასზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე „ხელშეკრულების საგნის“ გასხვისების, დაგირავების ან/და სხვაგვარად დატვირთვის  გამოყენების შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების დაუყოვნებლივი შეწყვეტა; დ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, საკუთრების მოწმობის გაცემამდე ქონების „მყიდველის“ ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში „მყიდველს“ მოსთხოვოს გადაცემული ქონების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, ასევე, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა; ე) „მყიდველზე“ საკუთრებაში გადასვლამდე ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს „ხელშეკრულების საგანი“, მიიღოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 2. „გამყიდველი“ ვალდებულია: ა) „მყიდველს“ გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მაგრამ მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ; ბ) თუ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, რომელიც აუქციონის გამოცხადებისა და ხელშეკრულების დადებისას არ ყოფილა „მყიდველისთვის“ ცნობილი, დაუყოვნებლივ გამოასწოროს იგი თავისი ხარჯებით. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ  მიიღება. 3. „მყიდველს“ უფლება აქვს: ა) მოსთხოვოს „გამყიდველს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდეგომ საკუთრების მოწმობის გონივრულ ვადაში გაცემა; ბ) გააუმჯობესოს „ხელშეკრულების საგანი“ „გამყიდველის“ თანხმობით საკუთრებაში გადაცემამდე. 4. „მყიდველი“ ვალდებულია: ა) გადაიხადოს ქონების სრული ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით დადგენილი ოდენობით და დაიცვას ამავე მუხლით გაწერილი ანგარიშსწორების წესები; ბ) საკუთარი სახსრებით დაფაროს „ხელშეკრულების საგნის“ შესაბამის  რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისათვის გაწეული საზღაური. მუხლი 4🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა და ფორსმაჟორი 1. მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხევაში, თუკი ის პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. 3. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ მხარეები გულისხმობენ გარემოებებს (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, საომარი მდგომარეობა), რომელთა დადგომა ან/და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ. მუხლი 5🔗. დამატებითი პირობები და ვალდებულებები 1. „ხელშეკრულების საგნის“ პრივატიზებისას, მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 2. თუ მყიდველი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის „ხელშეკრულების საგნის“ სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება „ხელშეკრულების საგანზე“, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. 3. „ხელშეკრულების საგნის“ ღირებულების სრულად დაფარვამდე, მყიდველს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან მყიდველს, საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება „ხელშეკრულების საგანი“ საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. მუხლი 6🔗. ხელშეკრულების შეწყვეტა 1. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:  ა) დადგენილ ვადაში საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობა; ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევა; გ) ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა.  2. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობისას, „მყიდველს“ „ბეს“ თანხა არ უბრუნდება და ხელშეკრულება უქმდება. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები 1. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) იდენტურ ეგზემპლარად. აქედან, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს. 2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება, მოლაპარაკების გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 (სამი) წელი. 4. საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის  მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე. მუხლი 8🔗. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ________________________________                                  ________________________________ ​       (სახელი და გვარი)                                                                                                                         (ხელმოწერა) მყიდველი ________________________________                                  ________________________________     (სახელი და გვარი)                                                                                                                         (ხელმოწერა) ____________________    (ბ.ა.)  დანართი 4 ახალციხის მუნიციპალიტეტი პირობებით გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულება № ______ ქ. ახალციხე                                                                   „___“ „________________“ 20___ წელი ხელშეკრულების მხარეები: წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ____________________________ (შემდგომში – „გამყიდველი“) და, მეორე მხრივ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს: _______________________________________________________________________  შორის (ელექტრონული აუქციონში გამარჯვებულის – ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი / იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 120-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების, 20___ წლის ___ _________  №_______ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე: მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი 1. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში „გამყიდველი“ „მყიდველს“, რომელიც არის  მცხეთის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ 20__ წლის _________________ - დან 20__ წლის ______________ -მდე ჩატარებულ პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, 20___ წლის ___ _________  №_______ „პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის“ საფუძველზე გადასცემს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ __________________________________________________________________________ ​(​ქონების ​დასახელება​, ​მონაცემები ​შესაბამისი ​რეესტრიდან​/მარეგისტრირებელი ორგანოდან, ​მათ ​შორის ​ინფორმაცია ​ქონების ​დატვირთვის ​ან​/​და ​ვალდებულებების ​თაობაზე​, ___________________________________________________________________________ ​საკადასტრო​/​საიდენტიფიკაციო ​კოდი​, ​სარეგისტრაციო ​ნომერი​, ​უძრავი ​ქონების ​ფართობი​,  ​ქონების ​სხვა ​აღწერილობა​) ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ ქონებას (შემდგომში – „ხელშეკრულების საგანი“). 2. „ხელშეკრულების საგანი“ მყიდველს გადაეცემა შემდეგი საპრივატიზებო პირობებით: __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ 3. წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება „გამყიდველის“  მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 4. „გამყიდველი“ აცხადებს, რომ „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა და შეესაბამება აუქციონის განაცხადში აღნიშნულ პირობებს, რასაც მყიდველი არ ხდის სადავოდ და წინამდებარე ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს.  5. „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისთვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის ქვეშ „მხარეები“ გულისხმობენ იმას, რომ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები „მყიდველს“ „ხელშეკრულების საგნის“ გამო. მუხლი 2🔗. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი 1. „მყიდველი“ ვალდებულია პირობით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო საპრივატიზებო თანხა: ________________________                 (_______________________________) ლარი                ​​(ციფრებით​)                                                                       ​  (​სიტყვიერად​) სრულად გადაიხადოს №_____  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში განსაზღვრული პირობებით,  ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში  შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ბანკის დასახელება:  ____________________________________________ ბანკის კოდი:  __________________________________________________ ანგარიშის № __________________________________________________ სხვა დამატებითი ინფორმაცია: _________________________________________ 2. „მყიდველს“ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 3. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და „მყიდველის“ მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ „მყიდველმა“: ა) ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ახალციხის  მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება და არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი საპრივატიზებო პირობები. მუხლი 3🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობები 1. „გამყიდველს“ უფლება აქვს: ა) მოითხოვოს „მყიდველისგან“ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; ბ) წინამდებარე ხელშეკრულების პირობების „მყიდველის“ მიერ უხეშად დარღვევის შემთხვევაში, ასევე სხვა პატივსადები მიზეზების არსებობისას მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა; გ) „მყიდველის“ მიერ საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდისა და მასზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე „ხელშეკრულების საგნის“ გასხვისების, დაგირავების ან/და სხვაგვარად დატვირთვის  გამოყენების შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების დაუყოვნებლივი შეწყვეტა; დ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, საკუთრების მოწმობის გაცემამდე ქონების „მყიდველის“ ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში „მყიდველს“ მოსთხოვოს გადაცემული ქონების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, ასევე, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა; ე) „მყიდველზე“ საკუთრებაში გადასვლამდე  „გამყიდველს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს  „ხელშეკრულების საგანი“, მიიღოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 2. „გამყიდველი“ ვალდებულია: ა)  „მყიდველს“ გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მაგრამ მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ. ბ)  თუ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, რომელიც აუქციონის გამოცხადებისა და ხელშეკრულების დადებისას არ ყოფილა „მყიდველისთვის“ ცნობილი, დაუყოვნებლივ გამოასწოროს იგი თავისი ხარჯებით. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ  მიიღება. 3. „მყიდველს“ უფლება აქვს: ა) მოსთხოვოს „გამყიდველს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდგომ საკუთრების მოწმობის გონივრულ ვადაში გაცემა; ბ) გააუმჯობესოს „ხელშეკრულების საგანი“ „გამყიდველის“ თანხმობით საკუთრებაში გადაცემამდე. 4. „მყიდველი“ ვალდებულია: ა) გადაიხადოს ქონების სრული ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით დადგენილი ოდენობით და დაიცვას ამავე მუხლით გაწერილი ანგარიშსწორების წესები; ბ) შეასრულოს ყველა საპრივატიზებო პირობა დადგენილ ვადაში; გ) საკუთარი სახსრებით დაფაროს „ხელშეკრულების საგნის“ შესაბამის რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისათვის გაწეული საზღაური; დ) საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, „მყიდველის“ მიერ „ხელშეკრულების საგნის“ გასხვისების შემთხვევაში, „მყიდველი“ ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით. „მყიდველის“ მიერ „ხელშეკრულების საგნის“ გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს; ე) აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები),  მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და  მათ მათი შესრულების თაობაზე ინფორმაცია წარუდგინოს მუნიციპალიტეტს (აუქციონატორს), მოთხოვნისთანავე ან/და დადგენილ ვადაში. მუხლი 4🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა და ფორსმაჟორი 1. მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  2. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „მყიდველი“ იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით, ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) „ხელშეკრულების საგნის“ სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი  ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) „მყიდველის“ მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს. 3. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. 4. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხევაში, თუკი ის პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. 5. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ მხარეები გულისხმობენ გარემოებებს (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, საომარი მდგომარეობა), რომელთა დადგომა ან/და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ.  მუხლი 5🔗. დამატებითი პირობები და ვალდებულებები 1. „ხელშეკრულების საგანზე“ საკუთრების უფლება „მყიდველს“ გადაეცემა შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების და პირობების გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. 2. „ხელშეკრულების საგნის“ პრივატიზებისას, მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 3. წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 4. „ხელშეკრულების საგნის“ ღირებულების სრულად დაფარვამდე, მყიდველს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან მყიდველს, საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება ხელშეკრულების საგანი საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. მუხლი 6🔗. ხელშეკრულების შეწყვეტა 1. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:  ა) დადგენილ ვადაში საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობა; ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევა; გ) ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა.  2. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობისას, „მყიდველს“ „ბეს“ თანხა არ უბრუნდება და ხელშეკრულება უქმდება. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები 1. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) იდენტურ ეგზემპლარად. აქედან, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება, მოლაპარაკების გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 (სამი) წელი. 4. საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის  მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე. მუხლი 8🔗. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი  ________________________________                                  ________________________________ ​           (სახელი და გვარი)                                                                                                                            (ხელმოწერა)  მყიდველი ________________________________                                  ________________________________ ​         (სახელი და გვარი)                                                                                                                              (ხელმოწერა)   ____________________    (ბ.ა.)  დანართი 5 ახალციხის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა № ______ ეძლევა _________________________________________________________________________                                              (მესაკუთრე, მისი მისამართი და საინდეფიკაციო მონაცემები) ________________________________________________________________________________ მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა  ________________________________________________                                                                                                        (ქონების დასახელება და მისამართი) _______________________________________________________________________________ (ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი; წილის ოდენობა; უძრავი ქონების ფართობი და სხვა) ________________________________________________________________________________              (საიდენტიფიკაციო მონაცემები: საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი; სარეგისტრაციო ნომერი და სხვა) საფუძველი: ______________________________________________________________________                                                                        (ოქმის (ხელშეკრულების) ნომერი) ოქმის (ხელშეკრულების) შედგენის თარიღი ____________________________________________ შესყიდული ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები _____ ________________ გაცემულია 20____ წლის _____  _______________ მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, მესამე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში. მოწმობა ძალაშია ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან და ნასყიდობის ხელშეკურლებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. გაცემულია 20 ________ წლის „_______“________________________ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ____________________________                                                                               (სახელი, გვარი) __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __  (ხელმოწერა) ბ.ა.