ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 |
|
2018 წლის 25 ივლისი ქ. ახალციხე |
|
დანართი 3
ახალ ციხის მუნიციპალიტეტი
პირობების გარეშე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის ნასყიდობის
ხელშეკრულება № _____
ქ. ახალციხე „___“ „__________“20___ წელი
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს (შემდგომში„გამყიდველი“) და, მეორე მხრივ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს:
შორის
(ელექტრონული აუქციონში გამარჯვებულის– ფიზიკური პირის სახელი, გვარ ი და პირადი ნომერი / იურიდიული პირის ორგანიზაციუ ლ - სამართლებრივი ფორმ ა , სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარ ი , მისამართ ი , საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემებ ი )
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 120-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის,„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზები ს ,სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემი ს , საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასური ს , ქირის საფასური ს , ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახე ბ “საქართველოს მთავრობის2014 წლის 8 დეკემბრის№ 669 დადგენილების, 20___ წლის ___ _________ №_______ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
__________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე,
__________________________________________________________________________________
საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
__________________________________________________________________________________
ქონებას (შემდგომში – „ხელშეკრულების საგანი“).
2. „გამყიდველი“ აცხადებს, რომ „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა და შეესაბამება აუქციონის განაცხადში აღნიშნულ პირობებს, რასაც „მყიდველი“ არ ხდის სადავოდ და წინამდებარე ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს.
3. „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისთვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის ქვეშ „მხარეები“ გულისხმობენ იმას, რომ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები „მყიდველს“ „ხელშეკრულების საგნის“ გამო.
________________________ (_______________________________) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
სრულად გადაიხადოს №_____ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში განსაზღვრული პირობებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
ბანკის დასახელება: _____________________________________________
ბანკის კოდი: __________________________________________________
ანგარიშის № __________________________________________________
სხვა დამატებითი ინფორმაცია: __________________________________________
2. „მყიდველს“ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
3. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
ა) მოითხოვოს „მყიდველისგან“ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
ბ) წინამდებარე ხელშეკრულების პირობების „მყიდველის“ მიერ უხეშად დარღვევის შემთხვევაში, ასევე სხვა პატივსადები მიზეზების არსებობისას მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა;
გ) „მყიდველის“ მიერ საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდისა და მასზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე „ხელშეკრულების საგნის“ გასხვისების, დაგირავების ან/და სხვაგვარად დატვირთვის გამოყენების შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების დაუყოვნებლივი შეწყვეტა;
დ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, საკუთრების მოწმობის გაცემამდე ქონების „მყიდველის“ ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში „მყიდველს“ მოსთხოვოს გადაცემული ქონების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, ასევე, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა;
ე) „მყიდველზე“ საკუთრებაში გადასვლამდე ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს „ხელშეკრულების საგანი“, მიიღოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2. „გამყიდველი“ ვალდებულია:
ა) „მყიდველს“ გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მაგრამ მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ;
ბ) თუ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, რომელიც აუქციონის გამოცხადებისა და ხელშეკრულების დადებისას არ ყოფილა „მყიდველისთვის“ ცნობილი, დაუყოვნებლივ გამოასწოროს იგი თავისი ხარჯებით. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება.
3. „მყიდველს“ უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს „გამყიდველს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდეგომ საკუთრების მოწმობის გონივრულ ვადაში გაცემა;
ბ) გააუმჯობესოს „ხელშეკრულების საგანი“ „გამყიდველის“ თანხმობით საკუთრებაში გადაცემამდე.
4. „მყიდველი“ ვალდებულია:
ა) გადაიხადოს ქონების სრული ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით დადგენილი ოდენობით და დაიცვას ამავე მუხლით გაწერილი ანგარიშსწორების წესები;
ბ) საკუთარი სახსრებით დაფაროს „ხელშეკრულების საგნის“ შესაბამის რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისათვის გაწეული საზღაური.
2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხევაში, თუკი ის პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
3. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ მხარეები გულისხმობენ გარემოებებს (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, საომარი მდგომარეობა), რომელთა დადგომა ან/და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ.
2. თუ მყიდველი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის „ხელშეკრულების საგნის“ სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება „ხელშეკრულების საგანზე“, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
3. „ხელშეკრულების საგნის“ ღირებულების სრულად დაფარვამდე, მყიდველს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან მყიდველს, საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება „ხელშეკრულების საგანი“ საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
ა) დადგენილ ვადაში საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობა;
ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევა;
გ) ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა.
2. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობისას, „მყიდველს“ „ბეს“ თანხა არ უბრუნდება და ხელშეკრულება უქმდება.
2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება, მოლაპარაკების გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 (სამი) წელი.
4. საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე.
________________________________ ________________________________
(სახელი და გვარი) (ხელმოწერა)
მყიდველი
________________________________ ________________________________
(სახელი და გვარი) (ხელმოწერა)
____________________
(ბ.ა.)
ახალციხის მუნიციპალიტეტი
პირობებით გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის
ხელშეკრულება № ______
ქ. ახალციხე „___“ „________________“ 20___ წელი
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ____________________________ (შემდგომში – „გამყიდველი“) და, მეორე მხრივ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს:
_______________________________________________________________________ შორის
(ელექტრონული აუქციონში გამარჯვებულის – ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი / იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 120-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების, 20___ წლის ___ _________ №_______ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
__________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე,
___________________________________________________________________________
საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
ქონებას (შემდგომში – „ხელშეკრულების საგანი“).
2. „ხელშეკრულების საგანი“ მყიდველს გადაეცემა შემდეგი საპრივატიზებო პირობებით:
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
3. წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება „გამყიდველის“ მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
4. „გამყიდველი“ აცხადებს, რომ „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა და შეესაბამება აუქციონის განაცხადში აღნიშნულ პირობებს, რასაც მყიდველი არ ხდის სადავოდ და წინამდებარე ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს.
5. „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისთვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
6. ამ მუხლის მიზნებისათვის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის ქვეშ „მხარეები“ გულისხმობენ იმას, რომ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები „მყიდველს“ „ხელშეკრულების საგნის“ გამო.
________________________ (_______________________________) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
სრულად გადაიხადოს №_____ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში განსაზღვრული პირობებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
ბანკის დასახელება: ____________________________________________
ბანკის კოდი: __________________________________________________
ანგარიშის № __________________________________________________
სხვა დამატებითი ინფორმაცია: _________________________________________
2. „მყიდველს“ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
3. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და „მყიდველის“ მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ „მყიდველმა“:
ა) ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება და არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი საპრივატიზებო პირობები.
ა) მოითხოვოს „მყიდველისგან“ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
ბ) წინამდებარე ხელშეკრულების პირობების „მყიდველის“ მიერ უხეშად დარღვევის შემთხვევაში, ასევე სხვა პატივსადები მიზეზების არსებობისას მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა;
გ) „მყიდველის“ მიერ საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდისა და მასზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე „ხელშეკრულების საგნის“ გასხვისების, დაგირავების ან/და სხვაგვარად დატვირთვის გამოყენების შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების დაუყოვნებლივი შეწყვეტა;
დ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, საკუთრების მოწმობის გაცემამდე ქონების „მყიდველის“ ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში „მყიდველს“ მოსთხოვოს გადაცემული ქონების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, ასევე, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა;
ე) „მყიდველზე“ საკუთრებაში გადასვლამდე „გამყიდველს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს „ხელშეკრულების საგანი“, მიიღოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2. „გამყიდველი“ ვალდებულია:
ა) „მყიდველს“ გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მაგრამ მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ.
ბ) თუ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, რომელიც აუქციონის გამოცხადებისა და ხელშეკრულების დადებისას არ ყოფილა „მყიდველისთვის“ ცნობილი, დაუყოვნებლივ გამოასწოროს იგი თავისი ხარჯებით. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება.
3. „მყიდველს“ უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს „გამყიდველს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდგომ საკუთრების მოწმობის გონივრულ ვადაში გაცემა;
ბ) გააუმჯობესოს „ხელშეკრულების საგანი“ „გამყიდველის“ თანხმობით საკუთრებაში გადაცემამდე.
4. „მყიდველი“ ვალდებულია:
ა) გადაიხადოს ქონების სრული ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით დადგენილი ოდენობით და დაიცვას ამავე მუხლით გაწერილი ანგარიშსწორების წესები;
ბ) შეასრულოს ყველა საპრივატიზებო პირობა დადგენილ ვადაში;
გ) საკუთარი სახსრებით დაფაროს „ხელშეკრულების საგნის“ შესაბამის რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისათვის გაწეული საზღაური;
დ) საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, „მყიდველის“ მიერ „ხელშეკრულების საგნის“ გასხვისების შემთხვევაში, „მყიდველი“ ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით. „მყიდველის“ მიერ „ხელშეკრულების საგნის“ გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს;
ე) აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ მათი შესრულების თაობაზე ინფორმაცია წარუდგინოს მუნიციპალიტეტს (აუქციონატორს), მოთხოვნისთანავე ან/და დადგენილ ვადაში.
2. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „მყიდველი“ იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით, ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) „ხელშეკრულების საგნის“ სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) „მყიდველის“ მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს.
3. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
4. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხევაში, თუკი ის პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
5. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ მხარეები გულისხმობენ გარემოებებს (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, საომარი მდგომარეობა), რომელთა დადგომა ან/და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ.
2. „ხელშეკრულების საგნის“ პრივატიზებისას, მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
3. წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
4. „ხელშეკრულების საგნის“ ღირებულების სრულად დაფარვამდე, მყიდველს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან მყიდველს, საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება ხელშეკრულების საგანი საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.