„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 |
|
2018 წლის 27 ივლისი ქ. წყალტუბო |
1.დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – მერი’’.
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ განსაზღვრული მერიის თანამდებობის პირი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: მერის პირველი მოადგილე და/ან მოადგილე და/ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები) და/ან მეორე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები),მესამე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), მეოთხე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის უმცროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), თანაშემწე (თანაშემწეები).
3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერი უფლებამოსილია მისცეს დავალება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან მერიის სხვა მოხელეს განცხადების, შეტყობინების ან წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები კომისიის სხდომაზე განსახილველად.
3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომამდე მერის დავალებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მერი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ კომისიის მოწვევის გარეშე.“
4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და წარედგინება მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“
5. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 და მე-21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას მერი გამოსცემს ბრძანებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:
ა) გამოყოფილი თანხის ოდენობა;
ბ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით.
21. თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივ აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭიროა დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.“.
|