„ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 |
|
2018 წლის 27 ივლისი ქ. წყალტუბო |
1.დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილება დელეგირებულ იქნას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირზე „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრზე“.
2. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს“ აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.’’
3. დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში მიაკითხოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს“ და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.“
ბ) მე-10-ე და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ჯარიმა ჩაირიცხება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მომსახურების საფასური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ ანგარიშზე.
11. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს“.
|