ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.07.2018
ძალის დაკარგვა 28.02.2022
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016270
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 686 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2018 მიღება
28.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 2018 წლის 27 ივლისი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ  საკითხთა კომისიის დებულება თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი დანართი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 28-ე  მუხლისა  და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირის უფლება-მოვალეობებს. მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომში „კომისია“) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-თ, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება საქართველოს ორგანული კანონით  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3.კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით. 4.კომისიის საქმიანობის წესი, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით. მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს: ა) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ; ბ) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ; გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პირობების დადგენის შესახებ; ე) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადაყენება  ხდება საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 37-ე მუხლის და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; თ)საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად; ი) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; კ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; ლ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. მუხლი 4🔗. კომისიის წევრების უფლება-მოვალეობები 1. კომისიის წევრს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში; ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები, მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია; გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან; დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში. 3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება საკრებულოს რეგლამეტით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის და კომისიის სამუშაო ჯგუფების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2.კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს. მუხლი 6🔗. კომისიის  სხდომაზე  საკითხთა განხილვის, გამოსვლის ფორმები და წესრიგის დაცვა 1. საკრებულოს კომისიის  სხდომაზე  საკითხთა განხილვა, სხდომაზე გამოსვლის ფორმა და  კომისიის სხდომაზე  მონაწილე პირების  მიერ  წესრიგის რეგულირება განისაზღვრება  საკრებულოს რეგლამენტით  ან/და გამოიყენება  საკრებულოს სხდომისათვის დადგენილი წესები. მუხლი 7🔗. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1.კომისიის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს მიერ „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.