„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- პროკურატურის შესახებ 21.10.2008
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის სხვა წევრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, სახელმწიფო ინსპექტორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო წოდების ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ დანაშაულის ჩადენისას;“.
2. 38-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს, გარდა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებისა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. პროკურატურის მუშაკის (გარდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა) მიერ ჩადენილ იმ დანაშაულს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორის მიერ ჩადენილ იმ დანაშაულს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, იძიებს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია.“.
3. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროკურატურის მუშაკის (გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა) შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკლასო დანამატს და ფულად ჯილდოს, ხოლო პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება – თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს.“.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3275-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3275-რს. სარეგისტრაციო კოდი — 110060000.05.001.019077.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3275-რს, 21.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 110060000.05.001.019077 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4276682/