„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) პირველი მუხლის 31 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:
„ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს მიერ საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებასთან, აგრეთვე საპენსიო სააგენტოს მიერ სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიის და საპენსიო სააგენტოს ანგარიშგების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად აუდიტორული ფირმის მომსახურებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3310-რს |