1. ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც 2024 წლის 11 იანვრიდან ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 131-ე მუხლის 11, 12, 21 და 31 ნაწილებითა და 132-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 12 ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის და რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არ აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან. შესაბამისი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება აგრეთვე ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომლის მიმართ 2024 წლის 11 იანვრიდან ამ მუხლის ამოქმედებამდე დაწყებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ კოდექსის 131-ე მუხლის 11, 12, 21 და 31 ნაწილებითა და 132-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 12 ნაწილით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის.
2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო:
ა) იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც 2024 წლის 1 ივლისამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა 2024 წლის 11 იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე ამ კოდექსის 131-ე მუხლის 11, 12, 21 და 31 ნაწილებითა და 132-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 12 ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის და რომელსაც 2024 წლის 1 ივლისამდე ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არ აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ;
ბ) იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომლის მიმართ 2024 წლის 11 იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე დაწყებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ კოდექსის 131-ე მუხლის 11, 12, 21 და 31 ნაწილებითა და 132-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 12 ნაწილით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
3. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იმ პირის მიმართ, რომელმაც სამშენებლო სამართალდარღვევა ჩაიდინა და რომლის მიმართ ამ მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდა დადგენილება სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ ან მიღებულ იქნა დადგენილება დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, განახორციელებს ამ კოდექსის 112-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
საქართველოს 2024 წლის 13 ივნისის კანონი №4279 – ვებგვერდი, 27.06.2024