მუხლი 65. მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების ძირითადი საფუძველი
თავი VIII — მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება
1. მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების ძირითადი საფუძველია განაშენიანების დეტალური გეგმა, ამ კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად.
2. სხვა შემთხვევები, რომლებსაც არ მოიცავს ამ მუხლის პირველი ნაწილი, რეგულირდება ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლებისა და ძირითადი დებულებების შესაბამისად.
3. თუ განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით დადგენილია ფუნქციური ზონის ცვლილება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შედეგად დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენილი მიმართვა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების თაობაზე არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საფუძველ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.07.2018).
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 65. მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების ძირითადი საფუძველი 1. მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების ძირითადი საფუძველია განაშენიანების დეტალური გეგმა, ამ კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად. 2. სხვა შემთხვევები, რომლებსაც არ მოიცავს ამ მუხლის პირველი ნაწილი, რეგულირდება ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლებისა და ძირითადი დებულებების შესაბამისად. 3. თუ განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით დადგენილია ფუნქციური ზონის ცვლილება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შედეგად დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენილი მიმართვა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების თაობაზე არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საფუძველი .
საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, მუხლი 65, №3213-რს, 20.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.019104 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4276845/muxli-65/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია