1. შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრები და ესთეტიკური მახასიათებლები დგინდება ქალაქთმშენებლობითი გეგმით ან/და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტით, რომლის მიზანია მაღალი ესთეტიკური ღირებულების განაშენიანების ჩამოყალიბება/შენარჩუნება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება. ამ მუხლით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრები და ესთეტიკური მახასიათებლები შეიძლება დადგინდეს როგორც მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიისთვის, ისე მისი ნაწილებისთვის.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პარამეტრებთან და მახასიათებლებთან შეუსაბამობა შეიძლება გახდეს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი იმ შემთხვევაში, თუ ეს პარამეტრები და მახასიათებლები მშენებლობის ნებართვის მისაღებად სანებართვო განაცხადის წარდგენამდე დადგინდა.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ცალკეულ არეალებში ან/და ცალკეული შენობა-ნაგებობის მიმართ, რომელსაც აქვს მაღალი ურბანული ღირებულება ან/და რომლის არქიტექტურულ-ესთეტიკური გადაწყვეტის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ახალი მშენებლობის ან შენობა-ნაგებობის არსებითი რეკონსტრუქციის არქიტექტურული ესკიზი/არქიტექტურული პროექტი შერჩეული უნდა იქნეს ღია კონკურსის წესით.
5. თუ ახალი მშენებლობის ან შენობა-ნაგებობის არსებითი რეკონსტრუქციის არქიტექტურულ ესკიზზე/არქიტექტურულ პროექტზე ღია კონკურსი ცხადდება, კონკურსის გამომცხადებელს შეუძლია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პარამეტრებისა და მახასიათებლების მიმართ ახალი ან/და დეტალური მოთხოვნები დაადგინოს.
6. ღია კონკურსის წესით შერჩეული (გამარჯვებული) პროექტი წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე წინასწარ გადაწყვეტილებას. მშენებლობის ნებართვის გაცემის ან/და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესში ამ პროექტში შეიძლება მხოლოდ არაარსებითი ცვლილების შეტანა.
7. ამ მუხლით განსაზღვრული კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
8. შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მხარე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩამოყალიბებული, ღირებული განაშენიანებით დამკვიდრებულ პრინციპებს და ამავდროულად უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს. მაღალი ურბანული ღირებულების არეალები და სათანადო ესთეტიკური პარამეტრები რეგულირდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
9. (ამოღებულია - 20.12.2019, №5693).
10. (ამოღებულია - 20.12.2019, №5693).
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №952– ვებგვერდი, 05.09.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.09.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 03.09.2025 კანონი №952
- 20.12.2019 კანონი №5693
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 80. შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრებისა და ესთეტიკური მახასიათებლების რეგულირება 1. შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრები და ესთეტიკური მახასიათებლები დგინდება ქალაქთმშენებლობითი გეგმით ან/და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტით, რომლის მიზანია მაღალი ესთეტიკური ღირებულების განაშენიანების ჩამოყალიბება/შენარჩუნება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება. ამ მუხლით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრები და ესთეტიკური მახასიათებლები შეიძლება დადგინდეს როგორც მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიისთვის, ისე მისი ნაწილებისთვის. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პარამეტრებთან და მახასიათებლებთან შეუსაბამობა შეიძლება გახდეს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი იმ შემთხვევაში, თუ ეს პარამეტრები და მახასიათებლები მშენებლობის ნებართვის მისაღებად სანებართვო განაცხადის წარდგენამდე დადგინდა. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ცალკეულ არეალებში ან/და ცალკეული შენობა-ნაგებობის მიმართ, რომელსაც აქვს მაღალი ურბანული ღირებულება ან/და რომლის არქიტექტურულ-ესთეტიკური გადაწყვეტის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ახალი მშენებლობის ან შენობა-ნაგებობის არსებითი რეკონსტრუქციის არქიტექტურული ესკიზი/არქიტექტურული პროექტი შერჩეული უნდა იქნეს ღია კონკურსის წესით. 5. თუ ახალი მშენებლობის ან შენობა-ნაგებობის არსებითი რეკონსტრუქციის არქიტექტურულ ესკიზზე/არქიტექტურულ პროექტზე ღია კონკურსი ცხადდება, კონკურსის გამომცხადებელს შეუძლია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პარამეტრებისა და მახასიათებლების მიმართ ახალი ან/და დეტალური მოთხოვნები დაადგინოს. 6. ღია კონკურსის წესით შერჩეული (გამარჯვებული) პროექტი წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე წინასწარ გადაწყვეტილებას. მშენებლობის ნებართვის გაცემის ან/და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესში ამ პროექტში შეიძლება მხოლოდ არაარსებითი ცვლილების შეტანა. 7. ამ მუხლით განსაზღვრული კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 8. შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მხარე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩამოყალიბებული, ღირებული განაშენიანებით დამკვიდრებულ პრინციპებს და ამავდროულად უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს. მაღალი ურბანული ღირებულების არეალები და სათანადო ესთეტიკური პარამეტრები რეგულირდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 9. თუ მუნიციპ(ალიტეტის საკრებულოს არ აქვს დადგენილი ამ მუხლის მე -4 ნაწილით განსაზღვრული არეალი და კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს საზოგადოების დასაბუთებული მოთხოვნა , იმავე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს მიმართავს ინიციატივით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე - 20.12.2019, №5693). 10. (ამ მუხლის მე -9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნღებართვის გაცემასთან დაკავშირებულიადმინისტრაციული წარმოება ჩერდება არაუმეტეს 30 კალენდარული დღით - 20.12.2019, №5693).