,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის N1-1/2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/381
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016569
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/381

2018 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 05/01/2018; 040030000.22.024.016517) დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულებაში’’ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის:

ა)  ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიწისქვეშა სივრცის გამოყენებისა და  სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა)  სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია.“;

ბ)  ,,კ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზიის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების  კონტროლის განხორციელება;

2. დებულების მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიწისქვეშა სივრცის გამოყენებისა და სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;“;

ბ) მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წიაღით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზიის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების  შესრულების კონტროლი);“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი ქობულია