კერძო შემსყიდველის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვების განხორციელებისა და ამ სისტემით სარგებლობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2018
გამომცემი ორგანო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 040090000.57.069.016142
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,107 სიტყვა · ~11 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში
სისტემა) – კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge
მუხლი 2
კერძო შემსყიდველი
პირი, რომელიც არ არის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია და რომელსაც ნებაყოფლობით სურს კერძო შესყიდვის განსახორციელებლად სისტემის გამოყენება, რისთვისაც იგი, ამ წესის შესაბამისად, რეგისტრირდება სისტემაში. კერძო შემსყიდვლად არ ჩაითვლება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ესა თუ ის შესყიდვა, კონკრეტულ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, შესაძლებელია არ მიიჩნეოდეს სახელმწიფო შესყიდვად
მუხლი 2
კერძო შესყიდვა
კერძო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკუთარი შესყიდვის განხორციელება სისტემის მეშვეობით
მუხლი 2
მიმწოდებელი
სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც უფლება აქვს, სისტემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო შესყიდვაში
მუხლი 2
რეგისტრირებული მომხმარებელი
კერძო შემსყიდველი ან მიმწოდებელი, რომელიც, დადგენილი წესით, დარეგისტრირდა სისტემაში
მუხლი 2
უფლებამოსილი წარმომადგენელი
რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით სისტემაში დადგენილი წესით დარეგისტრირებული (დამატებული) და მოქმედი ფიზიკური პირი
მუხლი 2
პრეტენდენტი კერძო შემსყიდველობაზე
სტატუსი, რომელიც კერძო შემსყიდველ ენიჭება სისტემის მეშვეობით, ამ წესის შესაბამისად, მისი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სისტემაში „კერძო შემსყიდვლად“ რეგისტრაციამდე. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მქონე კერძო შემსყიდველს უფლება არ აქვს, გამოაცხადოს და ჩაატაროს კერძო შესყიდვა
მუხლი 2
რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი (შემდგომში
მომხმარებლის პროფილი) – სისტემაში არსებული რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი, რომელშიც აისახება მონაცემები რეგისტრირებული მომხმარებლისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების შესახებ
მუხლი 2
სისტემის გამოყენების პირობები
სააგენტოსა და რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის სისტემის გამოყენების პირობებზე არსებული შეთანხმება, რომელიც განთავსებულია სისტემაში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 92% 21.05.2015 საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი 91% 09.02.2023 გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 90% 17.08.2015 „ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 89% 28.12.2021 „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 11.07.2016

დოკუმენტის ტექსტი

კერძო შემსყიდველის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვების განხორციელებისა და ამ სისტემით სარგებლობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №8 2018 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი კერძო შემსყიდველის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვების განხორციელებისა და ამ სისტემით სარგებლობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „კერძო შემსყიდველის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვების განხორციელებისა და ამ სისტემით სარგებლობის წესი და პირობები“. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე კერძო შემსყიდველის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვების განხორციელებისა და ამ სისტემით სარგებლობის წესი და პირობები თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო „კერძო შემსყიდველის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვების განხორციელებისა და ამ სისტემით სარგებლობის წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია, განსაზღვროს კერძო შემსყიდველის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით კერძო შესყიდვის გამოცხადებისა და ჩატარების, ასევე ამ შესყიდვაში მონაწილეობის წესი და პირობები. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge; ბ) კერძო შემსყიდველი – პირი, რომელიც არ არის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია და რომელსაც ნებაყოფლობით სურს კერძო შესყიდვის განსახორციელებლად სისტემის გამოყენება, რისთვისაც იგი, ამ წესის შესაბამისად, რეგისტრირდება სისტემაში. კერძო შემსყიდვლად არ ჩაითვლება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ესა თუ ის შესყიდვა, კონკრეტულ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, შესაძლებელია არ მიიჩნეოდეს სახელმწიფო შესყიდვად; გ) კერძო შესყიდვაკერძო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკუთარი შესყიდვის განხორციელება სისტემის მეშვეობით; დ) მიმწოდებელი – სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც უფლება აქვს, სისტემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო შესყიდვაში; ე) რეგისტრირებული მომხმარებელიკერძო შემსყიდველი ან მიმწოდებელი, რომელიც, დადგენილი წესით, დარეგისტრირდა სისტემაში; ვ) უფლებამოსილი წარმომადგენელი – რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით სისტემაში დადგენილი წესით დარეგისტრირებული (დამატებული) და მოქმედი ფიზიკური პირი; ზ) პრეტენდენტი კერძო შემსყიდველობაზე – სტატუსი, რომელიც კერძო შემსყიდველ ენიჭება სისტემის მეშვეობით, ამ წესის შესაბამისად, მისი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სისტემაში „კერძო შემსყიდვლად“ რეგისტრაციამდე. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მქონე კერძო შემსყიდველს უფლება არ აქვს, გამოაცხადოს და ჩაატაროს კერძო შესყიდვა; თ) რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი (შემდგომში – მომხმარებლის პროფილი) – სისტემაში არსებული რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი, რომელშიც აისახება მონაცემები რეგისტრირებული მომხმარებლისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების შესახებ; ი) სისტემის გამოყენების პირობები – სააგენტოსა და რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის სისტემის გამოყენების პირობებზე არსებული შეთანხმება, რომელიც განთავსებულია სისტემაში. თავი II. კერძო შემსყიდველის სისტემაში რეგისტრაცია და მისი პროფილის მართვა მუხლი 3🔗. კერძო შემსყიდველის სისტემაში რეგისტრაცია 1. კერძო შესყიდვის განხორციელებისთვის კერძო შემსყიდველისთვის სავალდებულოა სისტემაში რეგისტრაცია. 2. სისტემაში რეგისტრაციის მიზნით, კერძო შემსყიდველმა უნდა შეავსოს სისტემაში არსებული მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი, დაეთანხმოს სისტემის გამოყენების პირობებს და გამოიყენოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიღებული მომხმარებლის აქტივაციის ბმული. 3. კერძო შემსყიდველი პასუხისმგებელია სისტემაში მის მიერ ასახული ინფორმაციის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე. სააგენტო პასუხს არ აგებს კერძო შემსყიდველის მიერ სისტემაში მითითებული ან განთავსებული ინფორმაციის თუ დოკუმენტის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე, ასევე ამ ინფორმაციის თუ დოკუმენტის სისტემაში განთავსების შედეგად დამდგარ ზიანზე. 4. კერძო შემსყიდველი ვალდებულია, სისტემაში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ასახოს სისტემაში განახლებული მონაცემები. ასეთი ცვლილების განუხორციელებლობით დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეგისტრირებულ მომხმარებელს. 5. კერძო შემსყიდველი სისტემაში რეგისტრაციითა და მისი შემდგომი სარგებლობით ეთანხმება სისტემის გამოყენების პირობებს. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შემდეგ, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, კერძო შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი წერილობით წარუდგენს სააგენტოს შევსებულ განაცხადს, რომელიც გენერირებულია სისტემის მეშვეობით. განაცხადი სააგენტოს წარედგინება ოფიციალურ წერილთან ერთად. ოფიციალური წერილი შესრულებული უნდა იყოს კერძო შემსყიდველის ოფიციალურ ბლანკზე და მას ხელს უნდა აწერდეს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო ამოწმებს მასში მითითებული ინფორმაციის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობას, ადარებს ამ ინფორმაციას სისტემაში არსებულ მონაცემებს და უზრუნველყოფს კერძო შემსყიდველის სისტემაში „კერძო შემსყიდვლად“ დარეგისტრირებას ან უარს აცხადებს მის სისტემაში რეგისტრაციაზე. 8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული განაცხადი ან სისტემაში მითითებული ინფორმაცია შეიცავს ხარვეზს, სააგენტო კერძო შემსყიდველს აცნობებს აღმოჩენილი უსწორობის შესახებ და განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას მის გამოსასწორებლად. ხარვეზის გამოსწორებამდე ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. ვადის ათვლა გაგრძელდება ხარვეზის გამოსწორებისთანავე. თუ კერძო შემსყიდველი არ გამოასწორებს ხარვეზს, სააგენტო უარს აცხადებს მის სისტემაში რეგისტრაციაზე. 9. იმ შემთხვევაში, თუ კერძო შემსყიდველი სისტემაში არსებული მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა არ წარუდგენს სააგენტოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადს ან სააგენტო უარს აცხადებს კერძო შემსყიდველის სისტემაში რეგისტრაციაზე, იგი სისტემაში „კერძო შემსყიდვლად“ არ დარეგისტრირდება და მას სააგენტო გაუუქმებს პრეტენდენტად („პრეტენდენტი კერძო შემსყიდველობაზე“) რეგისტრაციას. 10. კერძო შემსყიდველის სისტემაში რეგისტრაციასთან, პროფილში მითითებული მონაცემების ცვლილებასთან, დეაქტივაციასთან და კერძო შესყიდვის სისტემაში განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ საკითხზე კერძო შემსყიდველსა და სააგენტოს შორის ოფიციალური მიმოწერა მიმდინარეობს ელექტრონული ფოსტის მისამართზე B2B@spa.ge. მუხლი 4🔗. კერძო შემსყიდველის პროფილი 1. კერძო შემსყიდველის პროფილში აისახება მონაცემები, რომლებსაც სისტემაში რეგისტრაციისას კერძო შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი უთითებს მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში, აგრეთვე კერძო შემსყიდველის სისტემაში მის შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 2. მას შემდეგ, რაც სააგენტო „პრეტენდენტს კერძო შემსყიდველობაზე“ სისტემაში დაარეგისტრირებს „კერძო შემსყიდვლად“, მის პროფილში სახელწოდების, სამართლებრივი ფორმისა და საიდენტიფიკაციო ნომრის ცვლილება შესაძლებელია სააგენტოსადმი ოფიციალური წერილობითი მომართვით, რომელშიც მიეთითება შესაცვლელი ინფორმაცია და ამ ცვლილების საფუძველი. 3. კერძო შემსყიდველის პროფილში მიეთითება კერძო შემსყიდველის საკონტაქტო პირი, მისი თანამდებობა, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. 4. კერძო შემსყიდველი პროფილში განსაზღვრავს უფლებამოსილ წარმომადგენელს/წარმომადგენლებს. უფლებამოსილი წარმომადგენელი შეიძლება იყოს „აქტიური“ ან „არააქტიური“. 5. „აქტიურია“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც აქვს სისტემაში შესვლისა და კერძო შესყიდვის ჩატარების უფლებამოსილება. 6. „აქტიურ“ უფლებამოსილ წარმომადგენელს შესაძლებელია ჰქონდეს „გრანტორის“ პრივილეგია, რომელიც გულისხმობს დამატებით უფლებებს, ამ წარმომადგენელმა გაუკეთოს რედაქტირება კერძო შემსყიდველის პროფილს, დაამატოს ახალი უფლებამოსილი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, მიანიჭოს მას „გრანტორის“ პრივილეგია, აგრეთვე გაუუქმოს უფლებამოსილ წარმომადგენელს სტატუსი „აქტიური“. კერძო შემსყიდველს პროფილში განსაზღვრული უნდა ჰყავდეს „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე ერთი „აქტიური“ წარმომადგენელი მაინც. 7. „არააქტიური“ ხდება ის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე უფლებამოსილი წარმომადგენელი გაუუქმებს სტატუსს „აქტიური“. დაუშვებელია „არააქტიური“ წარმომადგენლის მონაცემების ახალი მომხმარებლის მონაცემებით ჩანაცვლება. საჭიროების შემთხვევაში, „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე უფლებამოსილი წარმომადგენელი ამატებს სხვა, ახალ უფლებამოსილ წარმომადგენელს. 8. უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც გახდება „არააქტიური“, ერთმევა სისტემაში შესვლისა და მოქმედების უფლება. 9. თუ ერთადერთ „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე „აქტიურ“ უფლებამოსილ წარმომადგენელს სამართლებრივად (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, შეჩერება და სხვ.) აღარ აქვს უფლება, კერძო შემსყიდველის სახელით შევიდეს და იმოქმედოს სისტემაში, კერძო შემსყიდველი მიმართავს სააგენტოს ასეთი წარმომადგენლისთვის სტატუსის „აქტიური“ გაუქმებისა და ახალი უფლებამოსილი წარმომადგენლის დამატების მოთხოვნით. წერილობითი მომართვა შესრულებული უნდა იყოს კერძო შემსყიდველის ოფიციალურ ბლანკზე, მას ხელს უნდა აწერდეს კერძო შემსყიდველის უფლებამოსილი პირი და მასში უნდა მიეთითოს ახალი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მომხმარებლის ანგარიშის სასურველი სახელი). ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ძველ უფლებამოსილ წარმომადგენელს უუქმებს სტატუსს „აქტიური“ და ამატებს ახალ უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელსაც ეძლევა „გრანტორის“ პრივილეგია. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ კერძო შემსყიდველის პროფილში რჩება „აქტიური“, მაგრამ „გრანტორის“ პრივილეგიის უქონელი უფლებამოსილი წარმომადგენელი, კერძო შემსყიდველი სააგენტოს მიმართავს ძველი წარმომადგენლისთვის სტატუსის „აქტიური“ გაუქმებისა და არსებული „აქტიური“ წარმომადგენლისთვის „გრანტორის“ პრივილეგიის მინიჭების მოთხოვნით. 11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებისთვის სააგენტოს აქვს 10 სამუშაო დღის ვადა წერილობითი შეტყობინების მიღებიდან. მუხლი 5🔗. პაროლის ცვლილება/აღდგენა 1. „აქტიური“ სტატუსის მქონე უფლებამოსილ წარმომადგენელს, სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ, ნებისმიერ დროს აქვს უფლება, შეცვალოს პაროლი. 2. რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემების დაკარგვის შემთხვევაში, დაუშვებელია სისტემაში ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია, მიმართოს ამ მუხლით განსაზღვრულ მოქმედებებს. 3. პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, „აქტიური“ სტატუსის მქონე უფლებამოსილ წარმომადგენელს სისტემაში, საკუთარი მომხმარებლის სახელისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენებით, შეუძლია აღადგინოს პაროლი. 4. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დაკარგა საკუთარი მომხმარებლის სახელი ან/და პაროლის აღდგენისას არ ახსოვს მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი, მომხმარებლის სახელის აღდგენა ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართის შეცვლა შესაძლებელია სააგენტოსადმი ოფიციალური წერილობითი მომართვის საფუძველზე. ოფიციალური წერილი შესრულებული უნდა იყოს კერძო შემსყიდველის ოფიციალურ ბლანკზე, მას ხელს უნდა აწერდეს კერძო შემსყიდველის უფლებამოსილი პირი და მასში უნდა მიეთითოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი), აგრეთვე ახალი ელექტრონული ფოსტის მისამართი – თუ უფლებამოსილ წარმომადგენელს არ ახსოვს მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებისთვის სააგენტოს აქვს 10 სამუშაო დღის ვადა წერილობითი შეტყობინების მიღებიდან. მუხლი 6🔗. კერძო შემსყიდველის მომხმარებლის დეაქტივაცია 1. მომხმარებლის დეაქტივაცია არის რეგისტრირებული მომხმარებლისთვის სისტემაში აქტიური (მოქმედი) სტატუსის გაუქმება. 2. კერძო შემსყიდველის მომხმარებლის დეაქტივაციის შემთხვევაში, ამ მომხმარებლით შეუძლებელია ახალი კერძო შესყიდვის ჩატარება. დეაქტივირებულ მომხმარებელს არ ერთმევა უფლება, შევიდეს სისტემაში და დაასრულოს მიმდინარე კერძო შესყიდვა. 3. კერძო შემსყიდველის მომხმარებლის ექვემდებარება დეაქტივაციას: ა) ლიკვიდაციის შემთხვევაში; ბ) რეორგანიზაციის შემთხვევაში, თუ: ბ.ა) იგი შეერწყა (მიუერთდა ან გაერთიანდა) სხვა კერძო შემსყიდველს; ბ.გ) იგი დაიყო; გ) თუ აღმოჩნდება, რომ მის სისტემაში რეგისტრაციას საფუძვლად დაედო არასწორი ინფორმაცია. 4. კერძო შემსყიდველის მომხმარებლის დეაქტივაციას ახორციელებს სააგენტო კერძო შემსყიდველის ოფიციალური მომართვის საფუძველზე. 5. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა კერძო შემსყიდველის მომხმარებლის დეაქტივაციის საფუძვლის არსებობის შესახებ, სააგენტო მიმართავს ამ მომხმარებელს დეაქტივაციასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით. დეაქტივაციის საფუძვლის დადასტურების ან კერძო შემსყიდველის მიერ პასუხის წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს ამ მომხმარებლის დეაქტივაციას. თავი III. კერძო შესყიდვის გამოცხადება, ჩატარება და მასში მონაწილეობა მუხლი 7🔗. კერძო შესყიდვის გამოცხადება 1. კერძო შესყიდვის გამოცხადების მიზნით კერძო შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემაში განათავსებს კერძო შესყიდვის განცხადებასა და დოკუმენტაციას (კერძო შესყიდვის პირობები). 2. კერძო შესყიდვის განცხადება ივსება სისტემაში და მასში მიეთითება: ა) შესყიდვის ტიპი – კერძო შესყიდვა; ბ) განცხადების ნომერი (გამოიყენება აბრევიატურა „B2B“); გ) კერძო შესყიდვის მიმდინარეობის სტატუსი; დ) კერძო შესყიდვის გამოცხადების თარიღი ზუსტი დროის მითითებით; ე) წინადადებების მიღების დაწყების თარიღი ზუსტი დროის მითითებით; ვ) წინადადებების მიღების დასრულების თარიღი ზუსტი დროის მითითებით; ზ) კერძო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება; თ) მითითება, წინადადება წარდგენილ უნდა იქნეს დღგ-ის გარეშე თუ მისი ჩათვლით; ი) CPV კოდი; კ) კერძო შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა; ლ) კერძო შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას; მ) მითითებას, იმართება თუ არა ვაჭრობის დამატებითი რაუნდები; ნ) ბიჯის ოდენობა; ო) კერძო შემსყიდველის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის, რომელმაც განათავსა კერძო შესყიდვის განცხადება სისტემაში, სახელსა და გვარს, განთავსების თარიღისა და ზუსტი დროის მითითებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია კერძო შესყიდვის განცხადებაში ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით. 4. კერძო შესყიდვის განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც კერძო შემსყიდველის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შესაძლებელია გამოიყენოს კერძო შესყიდვის პირობების დამატებითი აღწერის მიზნით. 5. კერძო შესყიდვის განცხადებასთან ერთად აუცილებელია სისტემაში განთავსდეს კერძო შესყიდვის დოკუმენტაცია, რომელშიც აისახება დეტალური მოთხოვნები მიმწოდებლისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ, ასევე მიმწოდებელთა შეფასების, გამარჯვებულის გამოვლენისა და ხელშეკრულების დადების პირობები. კერძო შემსყიდველს უფლება აქვს, კერძო შესყიდვის დოკუმენტაციის ველში ატვირთოს დამატებითი დოკუმენტები PDF ან Excel ფორმატში. 6. კერძო შესყიდვის გამოცხადებისთვის კერძო შემსყიდველი იხდის საფასურს 50 ლარის ოდენობით, კერძო შესყიდვის პირობების გამოქვეყნების მომენტში, საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. კერძო შესყიდვის პირობების გამოქვეყნდება კერძო შესყიდვის გამოცხადების საფასურის გადახდისთანავე. 7. კერძო შესყიდვის პირობების გამოქვეყნებისთანავე კერძო შესყიდვა ითვლება გამოცხადებულად და მას ენიჭება სტატუსი „გამოცხადებულია“. აღნიშნულ ეტაპზე ნებისმიერ დაინტერესებულ მიმწოდებელს უფლება აქვს, გაეცნოს კერძო შესყიდვის პირობებს. მათი გაცნობის ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 1 სამუშაო დღეზე ნაკლები, განსაზღვრავს კერძო შემსყიდველი. 8. კერძო შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, წინადადებების მიღების დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება კერძო შესყიდვის პირობებში. მუხლი 8🔗. წინადადების წარდგენა 1. კერძო შესყიდვის პირობების გაცნობისთვის დადგენილი ვადის გასვლისთანავე კერძო შესყიდვას ენიჭება სტატუსი „წინადადებების მიღება დაწყებულია“, რა დროსაც დაინტერესებულ მიმწოდებელს უფლება აქვს, წარადგინოს წინადადება. 2. წინადადებების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, კერძო შესყიდვის განცხადებაში მითითებულ დროში. წინადადებების მიღების დასრულებისთანავე კერძო შესყიდვას ენიჭება სტატუსი „შერჩევა-შეფასება“. 3. კერძო შესყიდვაში წინადადების წარდგენისთვის მიმწოდებელი იხდის წინადადების წარდგენის საფასურს 50 ლარის ოდენობით, საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. 4. წინადადების წარდგენის მიზნით, მიმწოდებელი, კერძო შესყიდვის პირობებით დადგენილი წესით, ტვირთავს შეთავაზებას (PDF ან Excel ფორმატში). ამასთანავე, მიმწოდებელი სისტემის შესაბამის ველში უთითებს სატენდერო წინადადების ფასს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს კერძო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას ან უნდა იყოს კერძო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. 5. წინადადების წარდგენისთანავე, მიმწოდებელს სისტემის მეშვეობით ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ვაჭრობაში. ვაჭრობის ძირითადი დროის (რომელიც ემთხვევა წინადადებების მიღებისთვის განსაზღვრულ ვადას) განმავლობაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, რამდენჯერმე შეამციროს წინადადების ფასი. ფასის ყოველი კლება უნდა განხორციელდეს წინა შეთავაზებულ ფასთან შედარებით არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით. 6. თუ კერძო შესყიდვის განცხადებით გათვალისწინებულია ვაჭრობის დამატებითი რაუნდები, ვაჭრობის ძირითადი დროის დასრულებიდან ხუთი წუთის გასვლისთანავე იმართება ვაჭრობის სამი დამატებითი რაუნდი. ვაჭრობის დამატებით რაუნდებს შორის იმართება ორწუთიანი შესვენება. ვაჭრობის დამატებით რაუნდებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მიმწოდებელს, რომელმაც ვაჭრობის ძირითად დროში, დადგენილი წესით, წარადგინა წინადადება. პირველ დამატებით რაუნდში შეთავაზების რიგითობა განისაზღვრება მიმწოდებელთა მიერ ძირითად დროში წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით, კერძოდ, პირველ დამატებით რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის მიმწოდებელი, რომელმაც ძირითად დროში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა, ხოლო ყოველ მომდევნო რაუნდში – ის მიმწოდებელი, რომელმაც წინა რაუნდში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა. წინადადების თანაბარი ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის მიმწოდებელი, რომელმაც ბოლომ დააფიქსირა ასეთი ფასი. დამატებით რაუნდებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის. 7. მიმწოდებელთა წინადადებები საჯაროა. მუხლი 9🔗. მიმწოდებელთა შეფასების, გამარჯვებულის გამოვლენა და ხელშეკრულების დადება 1. მიმწოდებლები ფასდებიან, გამარჯვებული ვლინდება და ხელშეკრულება იდება კერძო შესყიდვის პირობების შესაბამისად. 2. კერძო შესყიდვის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია და მისი შედეგი მიმწოდებლებს ეცნობება კერძო შესყიდვის პირობებით დადგენილი წესით. 3. კერძო შესყიდვის შედეგის სისტემაში ატვირთვა ნებაყოფლობითია. მუხლი 10🔗. კერძო შესყიდვის შეწყვეტა კერძო შემსყიდველს უფლება აქვს, სისტემის მეშვეობით შეწყვიტოს კერძო შესყიდვა. ასეთ შემთხვევაში კერძო შესყიდვას ენიჭება სტატუსი „შეწყვეტილია“.